მთავარი » 2013»იანვარი»5 » ნუცუბიძეზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მეზობლები რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ
09:49
ნუცუბიძეზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მეზობლები რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ
ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონში 37 წლის ქალმა სიცოცხლე, არსებული
ინფორმაციით, თვითმკვლელობით დაასრულა. როგორც "ინტერპრესნიუსს"
გარდაცვლილის მეზობლებმა პირად საუბრებში
განუცხადეს, უბედური შემთხვევა დაახლოებით 00.30 საათზე მოხდა, რომლის
დროსაც ხ.შ. საცხოვრებელი კორპუსის მე-12 სართულიდან გადმოვარდა. მეზობლების ინფორმაციით, გარდაცვლილის ოჯახს მატერიალურად არ უჭირდა. "შეძლებული
ოჯახი ჰქონდა გარდაცვლილს. მისი მეუღლე რუსეთში ბანკირია და თბილისში
საახალწლოდ ჩამოვიდა. მეუღლე ლოგინში იწვა, როცა ხ-ს უთქვამს, რომ ჰაერი არ
ჰყოფნიდა და აივანზე გავიდა. შემდეგ მოხდა ეს ტრაგედია. ის მე-12 სართულის
აივნიდან გადახტა და ეზოში მდგომ მანქანას დაეცა. ორი შვილი დარჩა. უფროსი
შვილი ძალიან ნიჭიერია და კლასიდან-კლასში ექსტერნად გადაიყვანეს.
სავარაუდოდ ამ გოგოს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა. ამბობენ, დედამისი
სულ თვალებში შეჰყურებდაო",- განაცხადა გარდაცვლილის ერთ-ერთმა მეზობელმა. მეორე
მეზობლის თქმით, ახალგაზრდა ქალს თვითმკვლელობის მიზეზი არ ჰქონდა. ოჯახში
კონფლიქტები არ ხდებოდა და შესაძლოა, ის აივანზე ცუდად გახდა, წონასწორობა
დაკარგა და მე-12 სართულიდან გადავარდა. მეზობლების ინფორმაციით, ზუსტად 12 წლის წინ, 4 იანვარს მამამისმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
თითქოს სურათი ნათელია... თუ ფსიქიური პრობლემები ჰქონდა, ალბათ ანტიდეპრესანტებს სვამდა, ეს კი, გადამეტებული დოზით, ხშირად იწვევს თვითმკვლელობის მცდელობებს... ნათელში ამყოფოს, უფალმა მისი სული