online |

სულ ონლაინში: 3 სტუმარი: 3 მომხმარებელი: 0
|
|
|
მთავარი » 2012 » სექტემბერი » 2 » NDI გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის პირველ შუალედურ ანგარიშს ხვალ წარადგენს
05:03 NDI გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის პირველ შუალედურ ანგარიშს ხვალ წარადგენს |
ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) ხვალ, გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის პირველ შუალედურ ანგარიშს წარადგენს. ანგარიში 3-27 აგვისტომდე პერიოდს მოიცავს. NDI-ის ინფორმაციით, გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მიზანი, საქართველოში 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ქვეყანაში არსებული საარჩევნო გარემოს სხვადასხვა ასპექტის ზუსტი და მიუკერძოებელი შეფასებაა. სადამკვირვებლო მისია სამი ანალიტიკოსისგან შედგება, რომლებიც საარჩევნო გარემოს და საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობას აკვირდებიან. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, NDI-ის დამკვირვებლებმა შეხვედრები ხელისუფლებასთან, პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან, საარჩევნო კანდიდატებთან, საარჩევნო ადმინისტრაციის, სამოქალაქო სექტორის, მედიისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართეს. ასევე დაესწრნენ საარჩევნო სუბიექტების კამპანიებსა და პოლიტიკური პარტიების სხვადასხვა ღონისძიებებს. შეხვედრების საფუძველზე მისიამ შეაფასა არჩევნებისთვის მზადების პროცესი, წინასაარჩევნო პროცესში აქტიურად ჩართული სუბიექტების პოლიტიკური აქტივობები და ზოგადად საარჩევნო გარემო. NDI-ის საერთაშორისო სადამკვირვებლო საქმიანობას საქართველოში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აფინანსებს.
|
ნანახია: 747 |
დაამატა: ტერი
|
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|
|
|
|