"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა:
მაჟორიტარ კანდიდატთა სია ასე გამოიყურება:
მთაწმინდის ოქლში – არჩილ გეგენავა, რომელიც მოქმედ პარლამენტში ამავე
ოლქის მაჟორიტარი დეპუტატია; კრწანისში – დავით საყვარელიძე, საქართველოს
მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე;
ვაკეში – გიორგი კარბელაშვილი,
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;
საბურთალოზე – ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი და ამჟამად თბილისის მერის
მოადგილე ანდრია ურუშაძე;
ისანში – იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი
ვაშაძე;
სამგორში – პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი; დიდუბეში
– თბილისის საკრებულოს წევრი გიორგი ჩაჩანიძე;
ჩუღურეთში – საქართველოს
პარლამენტის წევრი ანდრო ალავიძე;
გლდანში – გლდანი-ნაძალადევის რაიონის
გამგებელი ნიკოლოზ ხაჩირიშვილი;
ნაძალადევში – პარლამენტარი მერაბ სამადაშვილი.
ნინო კახიშვილი
|