ოთხშაბათი, 18.06.2025, 19:43
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2013 » იანვარი » 30 » მიხეილ სააკაშვილი - თითქოს უკან ვახვევთ ისტორიას და 90-იან წლებში მივდივართ
12:11
მიხეილ სააკაშვილი - თითქოს უკან ვახვევთ ისტორიას და 90-იან წლებში მივდივართ
მიხეილ სააკაშვილი - თითქოს უკან ვახვევთ ისტორიას და 90-იან წლებში მივდივართ
18:52 30-01-2013
მიხეილ სააკაშვილი - თითქოს უკან ვახვევთ ისტორიას და 90-იან წლებში მივდივართ თითქოს უკან ვახვევთ ისტორიას და მივდივართ 90-იან წლებში, როცა ჩვენი ყველაზე დიდი მახასიათებელი იყო უპასუხისმგებლობა , - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ამნისტიის შესახებ" კანონის საფუძველზე პატიმართა გათავისუფლებას, რომელთა შორისაც, ქვეყნის პირველი პირის ინფორმაციით, ე.წ. კანონიერი ქურდებიც არიან.
როგორც სააკაშვილმა საკუთარ რეზიდენციაში, ქუთაისის სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, შექმნილი ვითარება საზოგადოებაში უსაფრთხოების განცდას არღვევს.
"გუშინ საპატიმროდან გაათავისუფლეს რამდენიმე "კანონიერი ქურდი" _ ელგუჯა დიღმელაშვილი, გიორგი კარანაძე, რევაზ ესკურია ("ვეფხო"), პატიაშვილი, ძოწენიძე, დარახველიძე, კიდევ 20 გამოდის უახლოეს დღეებში. ჩემთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია მათ გათავისუფლებაზე საქართველოს მთავრობის წევრების რეაქცია. გამოვიდნენ და თქვეს - დიდი ამბავი, ამნისტიამ გამოუშვა, ჩვენ რა შუაში ვართო. თითქოს უკან ვახვევთ ისტორიას და მივდივართ 90-იან წლებში, როცა ჩვენი ყველაზე დიდი დამახასიათებელი ნიშანი იყო უპასუხისმგებლობა _ "მე რა შუაში ვარ" დამოკიდებულება. ნამდვილად არავის შეშინება არ მინდა, მაგრამ ერთი რამ ცხადია _ "კანონიერი ქურდები" არღვევს ჩვენს საზოგადოებაში უსაფრთხოების განცდას, ეს ხალხი ისევ ჩვენს ეზოებში შემოვა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, შესაძლოა სხვებს დაავიწყდათ, მაგრამ მას 90-იანი წლების განადგურებული თბილისის, ქუთაისისა და საქართველოს სხვა ქალაქების სურათი კარგად ახსოვს. "ამის ფონზე მთავრობის წარმომადგენელი გამოდის და იძახის "პაწაწინა გრეჩიხუნას" პასუხი არ უნდა ვაგებინოთ, დიდი ამბავი თუ კამერის წინ ყელი გამოჭრა ვიღაცასო. რა თქმა უნდა, პაწაწინა გრეჩიხუნას არა, პასუხი უნდა ვაგებინოთ გუბერნატორის იმ მოადგილეს, რომელმაც 6 კვირაში აღადგინა კახეთი სტიქიის შემდეგ", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ნანახია: 1249 | დაამატა: ლონდა
სულ კომენტარები: 1941 2 3 ... 12 13 »
0  
1 ლონდა   (30.01.2013 12:12) [Материал]
http://info9.ge/?l=G&m=1000&id=12618

ტელეწამყვანი შალვა რამიშვილი ტელეკომპანია „მეცხრე არხზე“ რამდენიმე თოქ- შოუს წაიყვანს. მან ეს ფაქტი „ინფო9“- სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში დაადასტურა. ინტერვიუდან შეიტყობთ, თუ რატომ დატოვა რამიშვილმა ტელეკომპანია „მაესტრო“. რამიშვილის განცხადებით, ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ დირექტორთან ლუბა ელიაშვილთან დიდი ხანია მეგობრობს, ისინი წლების განმავლობაში თანამებრძოლები იყვნენ. „ეს არხი ელვის სისწრაფით განვითარდება“- აღნიშნა შალვა რამიშვილმა.

0  
2 კობა   (30.01.2013 12:57) [Материал]

0  
3 ლონდა   (30.01.2013 13:09) [Материал]
თეონა გეგელია წაიყვანს სუბიექტურ აზრს და მართლა მაინტერესებს იმათი აზრი, ვისაც შალვა არ მოსწონს, გეგელია და დიანა როგორ გაუძღვება ამ გადაცემას. მე თეონა საშინლად მაღიზიანებს. შალვას გადაცემები კი ყოველტვის რეიტინგულია.. პირველ გადაცემას დღეს ვუყურებ, მაინტერესებს და ეს იქნება ჩემი ბოლო ნახვა ამ გადაცემისა

0  
4 ლონდა   (30.01.2013 13:33) [Материал]
ეს დამპალი მიშა რა დღეშია

0  
5 პრესტო   (30.01.2013 13:46) [Материал]
ლონდიკოო
სალამი დიდგორს!

"ნამდვილად არავის შეშინება არ მინდა, მაგრამ ერთი რამ ცხადია _ "კანონიერი ქურდები" არღვევს ჩვენს საზოგადოებაში უსაფრთხოების განცდას, ეს ხალხი ისევ ჩვენს ეზოებში შემოვა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიშა და მთელი ნაცმო,ისეთი შეშინებულია,როგორც არასდროს.კარგად იცის დორბლამ,ისევ მაგათი ხელით უწერიათ დასამარება.ის,რასაც ვერ(არ) აკეთებს ჩვენი მართმსაჯულება,კანონიერი ქურდების ხელით მოეღება ბოლო,ქართველი ხალხის შიშილის ხარჯზე მოხვეჭილ მილიარდებს და მაგ სისხლისმწოველების პარპაშს.ნარნარ,შენ ნუ გეშინია,შენ გაღლეტილი ხარ მაგათთან შედარებთ,შენამდე არ მოვლენ biggrin biggrin

0  
6 პრესტო   (30.01.2013 13:51) [Материал]
კობა როგორ ხულიგნობს biggrin biggrin biggrin

0  
7 პრესტო   (30.01.2013 13:55) [Материал]
რა საყვარელი ნაროდი ვართ


0  
8 ლონდა   (30.01.2013 13:58) [Материал]
პრესტოოო, მოდი გაკოცო გიჟუნია :*

0  
9 პრესტო   (30.01.2013 14:00) [Материал]
ლონდ,მოვედი biggrin

0  
10 კობა   (30.01.2013 14:00) [Материал]
გამარჯობა პრესტო! გეთეანხმები,ნაცებს მაგათი უფრო ეშინიათ,იციან რომ სამაგიეროს გადაუხდიან! რაც შეეხება ვიდეოს, პრემიერ მინისტრიდაიჭირეს ყურებით კანდით კამერა მოუწყვეს! biggrin biggrin biggrin

0  
11 ლონდა   (30.01.2013 14:06) [Материал]


კობა, პრესტიკო გაკოცეთ

0  
12 პრესტო   (30.01.2013 14:07) [Материал]
კეზერაშვილს ბრალი წაუყენეს,გირაოს სანაცვლოდ თუ არ გამოუშვეს ხვალ angry

დავით კეზერაშვილი ბრალდებულად ცნეს
20:42 30-01-2013
საჯარო მოხელის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის მოთხოვნისა და ქრთამის მიღების, ასევე, საფინანსო საქმიანობის სფეროში ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე , საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყოფილი მაღალჩინოსანი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის ყოფილი უფროსი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ბრალდებულად ცნეს. აღნიშნულთან დაკავშირებით საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს:
"გამოძიებით დადგინდა, რომ დავით კეზერაშვილმა პირადი სარგებელის მიღების მიზნით, თანხმობა განუცხადა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს, ნიკოლოზ დავითაშვილს და იოსებ იმნაძეს, რათა გამოეყენებინა მისი პირადი სამსახურეობრივი მდგომარეობა და მფარველობა გაეწია აღნიშნული პირების უკანონო საქმიანობისთვის. კერძოდ, ნ.დავითაშვილმა და ი.იმნაძემ განიზრახეს დადგენილი ტექნოლოგიების უხეში დარღვევით – ყურძნის მასალასთან ეთილის ან სხვა სახის სპირტის შერევით და ტექნოლოგიური მანიპულაციებით ეწარმოებინათ ფალსიფიცირებული საკონიაკე სპირტი. ეთილის სპირტისაგან კონიაკის სპირტის მსგავსი სითხის დამზადებით მცირდება კონიაკისებური სპირტის თვითღირებულება და მნიშვნელოვნად იზრდებოდა მისი რაოდენობა.
განზრახვის სისრულეში მოსაყვანად აღნიშნულმა პირებმა დაარეგისტრირეს შპს "განთიადი" და შპს "ნაფარეული." სახელმწიფო გადასახადებისაგან თავის არიდების მიზნით, მათ შეადგინეს დანაშაულებრივი სქემა, თუ როგორ უნდა შემოსულიყო ეთილის სპირტი შიდა ბაზარზე ისე, რომ არ მოქცეულიყო იმპორტის დაბეგვრის რეჟიმში.

0  
13 პრესტო   (30.01.2013 14:08) [Материал]
აღნიშნულ პირებს საქმიანობაში დასჭირდებოდათ სახელმწიფო სტრუქტურათა მაღალჩინოსნების მხარდაჭერა, რომლებიც გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, მფარველობას გაუწევდნენ. ისინი დაუკავშირდნენ ფინანსური პოლიციის იმჟამინდელი უფროსის დავით კეზერაშვილის დის ქმარს, მეირი ჯანაშვილს, გაანდეს დანაშაულებრივი გეგმა და სთხოვეს შუამდგომლობა დავით კეზერაშვილთან. მ.ჯანაშვილი მოელაპარაკა დ. კეზერაშვილს, რომ მას სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელებისას თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით ხელი შეეწყო უკანონო საქმიანობისთვის. დ.კეზრაშვილმა, იმის ნაცვლად რომ მიეღო ზომები დანაშაულებრივი სქემის აღსაკვეთად, რაც მისი უშუალო მოვალეობა იყო, რადგან იმ პერიოდში იმყოფებოდა ფინანსური პოლიციის უფროსის თანამდებობაზე, დათანხმდა უკანონო ბიზნესის მფარველობას და ქრთამის აღებას.
დავით კეზერაშვილი იღებდა ვალდებულებას საბაჟო, საგადასახადო და სხვა მაკონტროლებელ ორგანოებზე თავისი ავტორიტეტით და გავლენით მოეხდინა ზემოქმედება.
ი. იმნაძემ და ნ. დავითაშვილმა თანხმობის მიღების შემდეგ, უკრაინულ სპირტის საწარმოს შეუკვეთეს 480 ტონა ეთილის სპირტი და დაიწყეს საქმიანობა.
2007 წლის 8 იანვარს 240 ტონა სპირტი დავით კეზერაშვილის დახმარებით საქართველოში შემოვიდა, რის სანაცვლოდაც კეზერაშვილმა ქრთამის სახით აიღო 72 000 აშშ დოლარი. ამავე წლის 5 თებერვალს აღნიშნულმა პირებმა საქართველოში კვლავ 240 ტონა სპირტი შემოიტანეს. კეზერაშვილმა დამატებით ისევ 72 000 აშშ დოლარი აიღო.
2007 წლის 7 თებერვლიდან 11 მაისის ჩათვლით საქართველოში სულ შემოტანილ იქნა 2 445 065 ლიტრი სპირტი. დ.კეზერაშვილმა ქრთამის სახით 733 519 აშშ დოლარი აიღო.
2007 წლის მაისის ბოლოს უკვე თავდაცვის მინისტრმა დ.კეზერაშვილმა ქრთამის სახით გადასახდელი თანხის გაზრდა მოითხოვა. შესაბამისად, 2007 წლის 8 ივნისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით საქართველოში შემოტანილ 3 353 269 ლიტრ სპირტზე აიღო 2 011 961 აშშ დოლარი.
2008 წლის იანვრიდან კეზერაშვილმა კვლავ გაზარდა ქრთამად მისაღები თანხის რაოდენობა და 2 203 646 ლიტრ სპირტზე 1 542 552 აშშ დოლარი აიღო. 2008 წლის ოქტომბრიდან დეკემბრამდე შემოტანილ 410 252 ლიტრ ეთილის სპირტზე ქრთამად აიღო 237 946 აშშ დოლარი.

0  
14 პრესტო   (30.01.2013 14:08) [Материал]
თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, დავით კეზერაშვილმა გააგრძელა დანაშაულებრივი საქმიანობა, სათავეში ჩაუდგა ორგანიზებულ ჯგუფს, თავისი ავტორიტეტით არამრთლზომიერ გავლენას ახდენდა საბაჟო სამსახურზე და ხელმძღვანელობდა კონტრაბანდული სპირტის საქართველოში შემოტანას და 163 230 ლიტრი სპირტის შემოტანის შედეგად უკანონოდ მიიღო 94 673 აშშ დოლარი.
2009 წლიდან 2012 წლამდე სხვადასხვა პერიოდში დ. კეზერაშვილმა კონტრაბანდული საქმიანობის შედეგად მიიღო 7 570 032 აშშ დოლარი.
საერთო ჯამში, დავით კეზერაშვილს, როგორც მოხელეს ქრთამის სახით 4 669 978 აშშ დოლარი, ხოლო როგორც ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელს, კერძო პირს 7 664 705 აშშ დოლარი აქვს მიღებული. აღნიშნულ თანხებს დ.კეზერაშვილი შუამავლის - მისი დის მეუღლის, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრის მეირი ჯანაშვილის მეშვეობით ღებულობდა.
ამ წლების მანძილზე დანაშაულებრივი მანიპულაციებით საქართველოში სულ შემოტანილ იქნა 19 868 312 ლიტრი ეთილის სპირტი, გადასახადების დამალვის სახით სახელმწიფომ იზარალა 49 392 341 ლარი. თავად კეზერაშვილმა კი საერთო ჯამში, უკანონო შემოსავლის სახით მიიღო 12 334 683 აშშ დოლარი .
მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 214 – ე მუხლის მეორე და მეექვსე ნაწილებით, 338 – ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლებნის აღკვეთას 11-დან 15წლამდე ვადით", - ნათქვამია განცხადებაში

0  
15 ქაჯანა   (30.01.2013 14:11) [Материал]
აბა როგორ ხართ ჩემო კარგებო?????

1-15 16-30 31-45 ... 166-180 181-194
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  იანვარი 2013  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025