
მიხეილ სააკაშვილმა მათ განათლების სისტემის ის სიახლეები გააცნო, რომელებიც ახალი სასწავლო წლიდან ქვეყანაში დაინერგება.
"მინდა გაგაცნოთ ახალი ცვლილებები, რომელიც შემოგვაქვს სერთიფიცირებასთან დაკავშირებით. პირველი იქნება ის, რომ ჩვენ სერთიფიცირება გადაგვაქვს სკოლებში და აღარ იქნება საგამოცდო ცენტრებში. დამამცირებელია მასწავლებლების საგამოცდო ცენტრებში მოყვანა. შეიცვლება გამოცდის საათები და 5 საათიანი გამოცდა დავა 2 ან 2 საათნახევრამდე. ასევე, შემოდის სხვა კრიტერიუმები მასწავლებელთა აკრედიტაციისთვის. შეიძლება მასწავლებელმა ჩააბაროს კარგად ინგლისური, კომპიუტერი, თავისი საგანი და აღმოჩნდეს, რომ ის არ არის მაინც კარგი პედაგოგი. ამიტომ პედაგოგების კვალიფიკაცია ასევე განიზომება იმითი, თუ მისმა რამდენმა მოსწავლემ ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდა, რა აკადემიური მოსწრებაა. უნდა შემოვიტანოთ კრიტერიუმები და ამას ახლა ვადგენთ. ეს არ იქნება გადამწყვეტი, მაგრამ იქნება ერთ-ერთი კომპონენტი. ჩვენი ამოცანა ვიღაცის გამოჭერა კი არ არის, არამედ დონის აწევაა. ნუ მიაქცევთ რიტორიკას ყურადღებას, რომ ზოგიერთი მასწავლებელს დაჭერით ემუქრება, ეს არასერიოზული ლაპარაკია ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, სასერთიფიკატო გამოცდების ჩაბარება მასწავლებლებს იანვარშიც შეეძლებათ.
მიხეილ სააკაშვილმა მასწავლებლის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე საცურაო აუზისა და სპორტული კომპლექსის მშენებლობის პროცესი და მიმდინარე შიდა სამუშაოები დაათვალიერა.