ხუთშაბათი, 19.06.2025, 00:52
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2013 » იანვარი » 29 » მიხეილ სააკაშვილი - ეს ხალხი ამბოხს ნებისმიერი მომავალი მთავრობის დროსაც მოაწყობს
10:57
მიხეილ სააკაშვილი - ეს ხალხი ამბოხს ნებისმიერი მომავალი მთავრობის დროსაც მოაწყობს
მიხეილ სააკაშვილი - ეს ხალხი ამბოხს ნებისმიერი მომავალი მთავრობის დროსაც მოაწყობს ეს ხალხი, თუ შესაძლებლობა მიეცა, ამბოხს ნებისმიერი მომავალი მთავრობის დროსაც მოაწყობს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გორში , თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში ლექტორებთან და კურსანტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, საპატიმროდან სამხედრო ამბოხის რამდენიმე მონაწილე გაათავისუფლეს და ეს ხალხი სამხედრო ამბოხს შევარდნაძის დროსაც აწყობდა და მაშინაც დასაჭერები იყვნენ.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მათ ამბოხი საქართველოს წინა მთავრობის დროსაც მოაწყვეს და დაიჭირეს. "და, რა თქმა უნდა, თუ შესაძლებლობა მიეცათ ამბოხს მოაწყობენ ნებისმიერი მომავალი მთავრობის დროსაც", - განაცხადა სააკაშვილმა. მისივე თქმით, ყველა, ვისაც უნდა საქართველოს ტერიტორიის დაქუცმაცება, საქართველოს ნებისმიერი მთავრობისთვის მტერია.
ამასთან, სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში იგორ გიორგაძის შესაძლო დაბრუნების შესახებაც ისაუბრა. "მე მინდა ვუთხრა ასევე დღევანდელ პარლამენტსაც, გუშინ გავიგე, იყო საუბარი იმის შესახებ, რომ იგორ გიორგაძე უნდა დაბრუნდეს საქართველოში. იგორ გიორგაძეს ჩემი მთავრობისთვის მინიმალური პრობლემები აქვს შექმნილი, რადგან ყველაფერი გავაკეთეთ, რომ მისი საცეცები საქართველოში დამოკლებულიყო. მაგრამ მან ააფეთქა პრეზიდენტი შევარდნაძე. მან მოახდინა ინფილტრაცია უზარმაზარი აგენტურის 90-იან წლებში. მან წაიღო საბჭოთა "სუკის" არქივები რუსეთის დაკვეთით და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველი არქივები და ის დღეს საქართველოს არ გააჩნია. მან საქართველო დატოვა ძალიან ბევრი, თანამედროვე შეიარაღების სისტემის გარეშე", - აღნიშნა სააკაშვილმა. მისი შეფასებით, ეს არ არის სათამაშო თემები, ეს არ არის სააკაშვილის ჯიბრზე გასაკეთებელი თემები.
ნანახია: 801 | დაამატა: ლონდა
სულ კომენტარები: 9
0  
1 ამსო   (29.01.2013 11:03) [Материал]
გიჟია ეს ოხერი, მოაშორეთ ეს სუბიექტი ნორმალურ საზოგადოებას angry

0  
2 არალე_   (29.01.2013 11:13) [Материал]
ისემც გაუხმეს ამას ის ოხერი, გასიებული თავი
როდის გაიტანენ ამ კაცს და გადააგდებენ პოლიტიკურ სანაგვეზე angry angry

არ ამოვიდა კაცო ყელში ამისი დემაგოგია და გველივით სისინი!?

0  
3 ლონდა   (29.01.2013 11:28) [Материал]
რაც დრო გადის , მით უფრო ამაზრზენი ხდება ეს კაცი და რაც უფრო მეტს ვლანძრავთ, პაკო მით უფრო არარ შემოდის დიდგორზე.. არ უნდა მისას კრიტიკა და ჩვენგანაც არ სიამოვნებს, ხოდა ასე შორიდან გვსმოტრავს biggrin რა ვქნა, ვისაც გინდა შევაქებ, მაგრამ მიშას არასოდეს .. ასე რომ მოდი პაკუშ მოდი, დავაბალანსოთ საიტი. შენ შეაქე, მე ვაგინებ და ასე..

0  
4 არალე_   (29.01.2013 11:39) [Материал]
პაკუშას ტყუილი მეტამორფოზა არ გაიშვეს biggrin biggrin

პაკუშა-ვითომ მიშისტი biggrin

0  
5 არალე_   (29.01.2013 11:44) [Материал]
წავედი ეხლა და მოკითხვა ყველას-აქ მყოფებსაც და აწი შემომსვლელბსაც
არ გააციოთ ჩვენი თბილი კერია, მენატრებით, მაგრამ არ მცალია, სამუშაო მომემატა


0  
6 ლონდა   (29.01.2013 11:44) [Материал]
კოაბიტაცია უნდა ბიჭს biggrin ვახ არადა მომენატრა მისი პოსტები, მაგასთან კამათიც როგორ მიყვარს biggrin

0  
7 ბიბი   (29.01.2013 15:24) [Материал]
მოვედი, აბა როგორ ხართ? smile

0  
8 ბიბი   (29.01.2013 15:26) [Материал]
არალე, საყვარელო, სამუშაო თუ მოგემატა, ე.ი. ანაზღაურებაც მოგემატა, კარგია, მაგრამ ჩვენც ნუ დაგვივიწყებ, პერიოდულად შეგვეხმიანე, რომ ვიცოდეთ, კარგად ხარ! biggrin

0  
9 ბიბი   (29.01.2013 15:28) [Материал]
მიშიკოს, კი დაეწყო უკვე განდიდების მანიის ბოლო სტადია, მოჩვენებებით, რომ ყველაფერი მის საწინააღმდეგოდ და მის ჯინაზე კეთდება biggrin biggrin biggrin biggrin biggrin მაგრამ რა გინდა რომ გააკეთო? ჯერ კიდევ ჰყავს, მასავით პარანოიდები და მისი ფანები... sad angry

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  იანვარი 2013  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025