ხუთშაბათი, 19.06.2025, 13:51
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2013 » იანვარი » 15 » მეგის ქარდავა პროკურატურის ბრალდებას აბსურდულს უწოდებს
04:54
მეგის ქარდავა პროკურატურის ბრალდებას აბსურდულს უწოდებს
მეგის ქარდავა პროკურატურის განცხადებას და ვიდეომასალაში ასახული ფაქტების ორგანიზების ბრალდებას აბსურდულს უწოდებს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ქარდავას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა განუცხადა.

ადვოკატის თქმით, პროკურატურის მიერ ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ, ქარდავას ესაუბრა, რომელიც კატეგორიულად უარყოფს აღნიშნული ვიდეომასალის გადაღების ორგანიზებას.

ამასთან, როგორც ადვოკატი აღნიშნავს, პროკურატურამ ქარდავას ბრალი გუშინ სულ სხვა ეპიზოდის მიხედვით წარუდგინა და აღნიშნულ კადრებზე ბრალდება არ არის წარდგენილი.

"დანაშაული არის წამების ორგანიზება და არა გაუკუღმართებული ფორმით, სქესობრივი კავშირის ორგანიზება. გუშინ ქარდავასთვის წარდგენილი ბრალდება ეხება სულ სხვა ეპიზოდს, კერძოდ პატიმარს. მეგის ქარდავას პოზიცია არის ის, რომ სისულელეა ასეთი რამ ადამიანს დააბრალო. ვიღაც თანამშრომელი თუ ვინმეს უღებდა და ამაში ფულს იღებდა, ეს არ შეიძლება მეგის ქარდავას დავალებული იყოს. არ შეიძლება ყველაფერი ამ ადამიანს დააბრალონ. ქარდავა მიიჩნევს, რომ აბსურდულია ეს ყველაფერი და პროკურატურა ყველაფერს აკეთებს, რომ მოუგროვოს უაზრო ბრალდებები", - განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.

თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი პირების მიერ მოქალაქეთა მიმართ, ძალადობითა და პირადი ღირსების შეურაცხყოფით, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილით.)

პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას დავალებით და ორგანიზებით, ამავე დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის პირები აგროვებდნენ ინფორმაციას სექსუალურ უმცირესობას მიკუთვნებულ მამაკაცებზე, ფარულად და უკანონოდ იღებდნენ მათი პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეომასალას, რის შემდეგაც, კომპრომეტაციის მუქარით, აშანტაჟებდნენ მათ და სპეციალურ სამსახურებთან ფარულ თანამშრომლობას აიძულებდნენ.

"ინტერპრესნიუსი"

წყარო/Source: http://geo.ambebi.ge/samartali/69372-megis-qardava-prokuraturis-braldebas-absurduls-utsodebs.html#ixzz2I23MC2AU
ნანახია: 857 | დაამატა: ეფემია
სულ კომენტარები: 3
0  
1 ფეფე   (15.01.2013 05:26) [Материал]
საქართველოში გდია მეგის ქარდავა თუ გაქცეულია? ნაძირალა!!! როდის მიუსვამეს ახალაიას?

0  
2 ფეფე   (15.01.2013 06:25) [Материал]

0  
3 არალე_   (15.01.2013 08:32) [Материал]
სადისტი არაკაცის- მეგის ქარდავას დაცვას რომ ხელს მოკიდებს ადვოკატი , არ უნდა მიუსვა ციხეში გვერდით?

გაქცეულია მგონი და სად დაიმალება, ან როდემდე ირბენს, მიწიდან ამოთხრიან მაგ დამპალს angry

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  იანვარი 2013  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025