online |

სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|
|
მთავარი » 2013 » იანვარი » 25 » მძღოლების აქცია დასრულდა, თუმცა გაფიცვა გრძელდება
14:43 მძღოლების აქცია დასრულდა, თუმცა გაფიცვა გრძელდება |
თბილისის საკრებულოსთან ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსების მძღოლების
აქცია დასრულდა. ისინი ხვალ, 11:30 საათიდან გლდანის ავტოპარკში
შეიკრიბებიან.
როგორც მძღოლებმა განაცხადეს, ისინი გაფიცვას გააგრძელებენ, სანამ
მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. მათივე თქმით, მოითხოვენ შეხვედრას
ქალაქ თბილისის მერთან ან მერიის წარმომადგენელთან. მძღოლები არ
გამორცხავენ, რომ უკვე ორშაბათიდან აქციები თბილისის მერიასთან გაგრძელდეს.
მძღოლების განცხადებით, დღევანდელი აქცია გამაფრთხილებელი იყო. გაფიცული
მძღოლების მოთხოვნებია, ჩატარებული ტენდერის შედეგების გაუქმება,
ფიქსირებული ყოველდღიური გადასახადის შემცირება 20 ლარამდე, მგზავრობის
ღირებულების შემცირება 30-დან 50 თეთრამდე და მძღოლს ჰქონდეს უფლება,
სურვილისამებრ შეარჩიოს პროფილაქტიკის ობიექტი.
იხილეთ ვიდეო: "დაყრუებულმა უგულავამ მოგვხედოს" - მიკროავტობუსების მძღოლების გაფიცვა გრძელდება
|
ნანახია: 736 |
დაამატა: ლონდა
|
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|
|
|
|