
ლონდონის ოლიმპიადაზე, დღეს ერთი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს .
თბილისის დროით, 16:00 საათზე, საკვალიფიკაციო ეტაპზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, 74 კგ. წონით კატეგორიაში, ზურაბ დათუნაშვილი ჩაერთვება. მისი პირველი მეტოქე სამხრეთ კორეელი ჯინ-ჰიეოკ კიმი იქნება. წარმატების შემთხვევაში ქართველი ფალავანი 1/8 ფინალში კუბელ ალექსეი ბელისა და ამერიკელ ბენჯამინ პროვისორს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
დღეს ოლიმპიადაზე მოჭიდავეთა ტურნირი დაიწყება და მას ბერძენ-რომაელები გახსნიან - 55 და 74 კილოგრამის ფალავნები. საქართველოს 55 კგ-ში მონაწილე არ ჰყავს