ხუთშაბათი, 19.06.2025, 05:29
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » სექტემბერი » 30 » "ლაბორატორია 1918"-ის წევრისთვის დაკისრებულ ჯარიმას ცისანა სეფიაშვილი გადაიხდის
05:43
"ლაბორატორია 1918"-ის წევრისთვის დაკისრებულ ჯარიმას ცისანა სეფიაშვილი გადაიხდის

სტუდენტური გაერთიანება "ლაბორატორია 1918"-ის წევრ სანდრო ცაგარელისთვის დაკისრებულ ჯარიმას ცისანა სეფიაშვილი გადაიხდის.

ამის შესახებ მომღერალმა განცხადება დღეს ფონდ "ქომაგში" გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. პრესკონფერენციას ფონდის ხელმძღვანელი ია მეტრეველი და დაჯარიმებული სტუდენტი სანდრო ცაგარელიც ესწრებოდნენ.

ფონდმა "ქომაგმა" მშვიდობიანი აქციის დროს დაჯარიმებულ მოქალაქეებს მხარდაჭერა 25 სექტემბერს გამოუცხადა და დახმარებას დაპირდა.

ფონდის განცხადებას მოგვიანებით სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ. ერთ-ერთი მათგანი ცისანა სეფიაშვილი იყო, რომელიც ცაგარელისთვის დაკისრებულ 400 ლარის ოდენობის ჯარიმას გადაიხდის.

ამასთან, ფონდის წარმომადგენლებმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ დააფიქსირეს მათი პოზიცია, რომ მზად არიან მშვიდობიანი გამოსვლების დროს დაჯარიმებულ მოქალაქეებს ფინანსურად დაეხმარონ.

სტუდენტური გაერთიანება "ლაბორატორია 1918"-ის წევრ ალექსანდრე ცაგარელს თბილისის საქალაქო სასამართლომ 400 ლარიანი ჯარიმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173 მუხლის საფუძველზე დააკისრა, რომელიც წვრილმან ხულიგნობას და დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

წყარო/Source: http://geo.ambebi.ge/sazogadoeba/62226-qlaboratoria-1918q-is-tsevristhvis-dakisrebul-jarimas-cisana-sefiashvili-gadaikhdis.html#ixzz27wdC42BW
ნანახია: 808 | დაამატა: ეფემია
სულ კომენტარები: 1
0  
1 არალე   (30.09.2012 09:02) [Материал]
ყოჩაღ ცისანა, ასე უნდამოიქცეს ყველა, ვისაც აქვს ამის საშუალება!

რა კარგი ფონდი შექმნა ია მეტრეველმა, ქალმა,რომელმაც ერთადერთი შვილი დაკარგა და ამ ქვეყანაში სამართალი ვერ იპოვა.

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  სექტემბერი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025