ხუთშაბათი, 19.06.2025, 01:48
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » აგვისტო » 3 » ქართული სკანდალი ოლიმპიადაზე
10:04
ქართული სკანდალი ოლიმპიადაზე

"ოლიმპიადაზე ყველა ზეიმობდა, მხიარულობდა, მე კი თავს, როგორც ტყვეობაში, ისე ვგრძნობდი. ერთი უცხოელი სპორტსმენი მოვიდა ჩემთან და გაკვრვებით მითხრა, რა იყო, ამ ხალხს არ უყვარხარო?! ხელი ჩაიქნია და გაიარა... ისე მექცეოდნენ, თითქოს არ ვარსებობდი. თითქოს ოლიმპიურ გუნდში არ ვიყავი.

"არც კი კონტაქტობდნენ ჩემთან. როცა რაღაცას ვეკითხებოდი, პასუხს არ მცემდნენ. ასპარეზობის შემდეგ უდესიანთან შელაპარაკება მომივიდა და ბიჭებთან ვთქვი, მე აქ ვერ დავრჩები და უნდა წავიდე, ბილეთის ავიღებ-მეთქი.

"რომ გაიგეს ბილეთს ვიღებდი, ოთახში ერთი ბიჭი მოვიდა, სახელს არ დავასახელებ, გარეთ გელოდებიან, ათნი იქნებიან, უდესიანიც იქ არის მთვრალიო. როცა ამას მელაპარაკებოდა, ტელეფონზე დაურეკეს და იქიდან ყვირილი მესმოდა, აქ მომითრიეთო. ამის შემდეგ თქვენ გაჩერდებოდით ოლიმპიურ სოფელში?," - "რეზონანსთან" საუბრისას ყვება ძიუდოისტი ბეთქილ შუკვანი.

ლონდონის ოლიმპიადიდან დაბრუნებული საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი, 23 წლის ბეთქილ შუკვანი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს, ლადო ვარძელაშვილსა და მის მეგობარ გია უდესიანს პოლიტიკური ნიშნით ზეწოლაში ადანაშაულებს.

სპორტსმენი ამბობს, რომ ტურნირის დაწყებამდე უდესიანმა მას "ქართულ ოცნებასათან" ურთიერთობის შეწყვეტა რამდენჯერმე "ურჩია". ტურნირის შემდეგ კი საღამოს, სასტუმროსთან მას არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი უდესიანი 10 მეგობართან ერთად "საქმის გასარჩევად" ელოდებოდა, რის გამოც ის იძულებული გახდა სასტუმროს ფანჯრიდან გაპარულიყო და შემდეგ მეგობრების დახმარებით საქართველოში დაბრუნებულიყო.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი "ნიუს.გეს"-თან საუბრისას რამე სახის კონფლიქტს უარყოფს.

 მინისტრი ამბობს, რომ კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში შუკვანი ოლიმპიადაზე ვერ მოხვდებოდა და მას ერთ-ერთ ტურნირზე გერმანიაში ყოფნისას მაღაზიიდან ნივთების მოპარვაში სდებს ბრალს.

"რადგან ასეთ განცხადებებს აკეთებს ჩვენ მიმართ, არ ვაპირებდი ამის თქმას, მაგრამ ახლა ვიტყვი: გერმანიაში ვიყავით ტურნირზე და ბეთქილ შუკვანმა ერთ-ერთ სპორტსმენთან ერთად მაღაზიიდან ნივთები მოიპარა, მაგრამ ხელი დავაფარე და არსად არ მითქვამს. მის მიმართ რომ აგრესია მქონოდა, ამას არ გავაკეთებდი", - ამბობს ვარძელაშვილი.

გუშინ "ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შუკვანი, რომელიც ლონდონის ოლიმპიადაზე ოქროს მედლის მოსაპოვებლად წავიდა, აპირებდა ეს მედალი "ქართული ოცნებისთვის" მიეძღვნა და სწორედ ამის გამო ვარძელაშვილისა და უდესიანის მხრიდან ჯერ მუქარა და ზეწოლა იწვნია, ხოლო შემდეგ, როცა მსაჯის ქცევის გასაპროტესტებლად თხოვნით მინისტრ ვარძელაშვილს და ქართულ დელეგაციას მიმართა, მათ ყურადღება არც მიაქციეს, საღამოს კი "საქმის გარჩევაც" მოინდომეს.

"ბეთქილს აქვს სიმპათია "ქართული ოცნების" მიმართ. ის ბიძინა ივანიშვილსაც შეხვდა და მასთან ერთად გადაღებული ფოტო ფეისბუქზე გაავრცელდა.

"ბეთქილი აპირებდა, რომ თავისი გამარჯვება "ქართული ოცნებისთვის" მიეძღვნა. ხელისუფლებისთვის ცნობილი იყო მისი განწყობის შესახებ და ის, რომ ასეთი ჟესტის გაკეთებას აპირებდა. ჯერ კიდევ თვითმფრინავში, როდესაც გუნდი ლონდონის ოლიმპიადაზე მიფრინავდა, ლადო ვარძელაშვილმა და მისმა მეგობარმა გია უდესიანმა შუკვანს, აგრესიულად და უცენზურო სიტყვებით მიმართეს.

"არ მოსწონდათ მისი მხარდაჭერა ბიძინა ივანიშვილის და "ქართული ოცნების" მიმართ და ურჩიეს ასეთი სიმპათია ამ პოლიტიკური ძალის მიმართ არ გამოეხატა", - განაცხადა ფანჯიკიძემ და აღნიშნა რომ ეს ხდებოდა შეჯიბრის წინა დღეს, როდესაც სპორტსმენს განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდება.

ფანჯიკიძის თქმით, პირველ შეჯიბრს შუკვანმა წარმატებით გაართვა თავი და მიუხედავად იმის, რომ მეორე შეჯიბრის დროსაც წარმატებით ასპარეზობდა, იგი ტრავმამ შეაწუხა.

"როდესაც ტკივილმა იმატა და მას თითიდან სისხლი წამოუვიდა, ეს იმის ნიშანია, რომ მსაჯმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს შეჯიბრი, სანამ სპორტსმენი ჭრილობას არ მიხედავს - ეს ასე არ მოხდა.

"მიუხედავად იმისა, რომ მსაჯობა, შუკვანის აზრით, იყო მიკერძოებული, მან მიმართა ახალგაზრდობის და სპორტის მინისტრს, ლადო ვარძელაშვილს და დელეგაციას თხოვნით, მოეხდინათ რეაგირება უსამართლო მსაჯობაზე, თუმცა იგი პასუხის ღირსად არ ჩათვალეს", - განაცხადა ფანჯიკიძემ.

"მოგვიანებით სასტუმროში ვიყავი, როდესაც მითხრეს, რომ გია უდესიანი 10 კაცთან ერთად გარეთ მელოდებოდა. სიტუაციის გამძაფრებას მოვერიდე, ფანჯრიდან გადავხტი და ასე დავტოვე იქაურობა. სამშობლოში დაბრუნებაში კი, იქ მყოფი ჩემი ახლობლები დამეხმარნენ", - ყვება ბეთქილ შუკვანი.

ფანჯიკიძის თქმით, გასარკვევია, თუ რა სტატუსით და რატომ იმყოფებოდა გია უდესიანი დიდი დელეგაციით ლონდონში.

"ეს არის კლასიკური ნიმუში საქართველოში გავრცელებული სამწუხარო ტრადიციისა, როცა ხელისუფლება სპორტსმენებს "თავისიანებად" და "ქართული ოცნების" მხარდამჭერებად ჰყოფს და მათ სპორტის განვითარება არ აინტერესებთ", - დასძენს "ქართული ოცნებს" პრესსპიკერი.

ლადო ვარძელაშვილი სპორტსმენზე ზეწოლას კატეგორიულად უარყოფს და აღნიშნავს, რომ შუკვანის მარცხში მსაჯის დანაშაულს ვერ ხედავს.

როგორც მინისტრი ამბობს, ოლიმპიურ სოფელში ვერ იქნებოდა და ვერ დააშინებდა შუკვანს, რადგან ოფიციალური დელეგაცია სასტუმროში იყო განთავსებული. მისი თქმით, გამოსვლის წინა დღეს სპორტსმენებს არავინ არ აწუხებს.

"თამაშის დროს ტრიბუნაზე ვისხედით და ჩვენ რა უნდა გვექნა, ხმის ამოღება მხოლოდ მწვრთნელსა და ექიმს შეეძლოთ. მე ტატამზე ხომ არ ავვარდებოდი. ორთაბრძოლა პრაქტიკულად მოგებული ჰქონდა, რადგან დამთავრებამდე 5 წამი იყო დარჩენილი, მას მხოლოდ დრო უნდა გაეყვანა, მაგრამ ბოლო წამებში იპონზე დააგდო მოწინააღმდეგემ", - განცხადა ვარძელაშვილმა.

ამ თემასთან დაკავშირებით საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა სპეციალური განცხადება.

"პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" და ძიუდოისტ ბეთქილ შუკვანის მიერ დღეს წამოყენებული ბრალდებები უსაფუძვლოა.

"საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დელეგაციის წევრები ლონდონის ოლიმპიადაზე საპატიო სტუმრების სტატუსით იმყოფებიან და მსაჯების გადაწყვეტილების გაპროტესტების არანაირი უფლება არ აქვთ.

"სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო წუხს ლონდონის ოლიმპიადაზე ძიუდოისტ ბეთქილ შუკვანის წარუმატებელი გამოსვლის გამო და აცხადებს, რომ სახელმწიფომ მაქსიმალურად შეუწყო ხელი ოლიმპიადაში მონაწილე ყველა სპორტსმენს წარმატებული ასპარეზობისთვის.

"რაც შეეხება პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" და ძიუდოისტ ბეთქილ შუკვანის მიერ დღეს წამოყენებულ ბრალდებებს, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს სპორტსმენებს, რომ გამიჯნონ სპორტი და აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა და საკუთარ სპორტულ წარმატებებს თუ წარუმატებლობას ნუ გამოიყენებენ იაფფასიანი პოლიტიკური ქულების დასაგროვებლად", - აღნიშნულია განცხადებაში.

ბეთქილ შუკვანი "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ "გია უდესიანი და ვარძელაშვილი ერთად არიან, ერთად მოქმედებენ და უდესიანისგან იყო მუქარები".

"რ": მათ იცოდნენ, რომ თუკი გაიმარჯვებდი, ამას "ქართულ ოცნებას" მიუძღვნიდი?

ბეთქილ შუკვანი:

იცოდნენ. არასდროს მოვრიდებივარ იმის თქმასაც, რომ ხშირად ვნახულობდი იმ მოჭიდავეებს, ვინც ბიძინა ივანიშვილთან არიან. ასევე იცოდნენ, რომ ივანიშვილთან ფოტო მაქვს გადაღებული. ამაზეც იყო ზარები - ვარძელაშვილმაც დამიბარა, მაგრამ მოვერიდე მისვლას. ოლიმპიადაზე კი საერთოდ დაიძაბა ყველაფერი, უკვე მუქარასა და გინებაზე იყვნენ გადასულები.

"რ": კონკრეტულად ვინ და რას გეუბნებოდათ?

ბ.შ:

უდესიანი მაგინებდა,": ისეთ სიტყვებს იძახდა, ვერ გავიმეორებ.

"რ": მსაჯობასთან დაკავშირებით თქვენ გქონდათ პრეტენზია, რომ საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა და სპორტის სამინისტრომ ყურადღება არ მოგაქციათ. ისინი ამბობენ, რომ შენ წააგე და რა უნდა გაესაჩივრებინათ.

ბ.შ:

მათ შეეძლოთ გაეპროტესტებინათ, მაგრამ რადგან მე ვიყავი, ამიტომ არ ჰქონიათ რეაქცია. როცა გაპროტესტება ვთხოვე, პასუხიც არ მაღირსეს.

"რ": ოლიმპიადაზე შეინიშნებოდა ის, რომ თუკი ვიღაც "მათიანი" არ არის, ოპოზიციონერია, ამის გამო უყურადღებოდ რჩებოდა?

ბ.შ:

სხვაზე ვერაფერს ვიტყვი და ჩემ მიმართ ისე იქცეოდნენ, თითქოს არ ვარსებობდი. თითქოს ოლიმპიურ გუნდში არ ვიყავი. არც კი კონტაქტობდნენ ჩემთან. როცა რაღაცას ვეკითხებოდი, პასუხს არ მცემდნენ. ასპარეზობის შემდეგ უდესიანთან შელაპარაკება მომივიდა და ბიჭებთან ვთქვი, მე აქ ვერ დავრჩები და უნდა წავიდე, ბილეთს ავიღებ- მეთქი.

რომ გაიგეს ბილეთს ვიღებდი, ოთახში ერთი ბიჭი მოვიდა, სახელს არ დავასახელებ, გარეთ გელოდებიან, ათნი იქნებიან, უდესიანიც იქ არის მთვრალიო. როცა ამას მელაპარაკებოდა, ტელეფონზე დაურეკეს და იქიდან ყვირილი მესმოდა, აქ მომითრიეთო. ამის შემდეგ თქვენ გაჩერდებოდით ოლიმპიურ სოფელში?

ოლიმპიადაზე ყველა ზეიმობდა, მხიარულობდა, მე კი თავს როგორც ტყვეობაში, ისე ვგრძნობდი. ხელში რაც მომხვდა, ჩავალაგე ზუგჩანთაში და წამოვედი. ჩანთაც კი იქ დავტოვე სიჩქარეში.

"რ": იმ საღამოსვე როგორ წამოხვედით?

ბ.შ:

იმ საღამოსვე მინდოდა წამოსვლა, მაგრამ ქალაქიდან შორს ვიყავით და ვერ ვერკვეოდი. ბილეთის დაჯავშნაც არ ვიცოდი. ჭიდაობის შემდეგ ორი დღე ოთახში ვიყავი ჩაკეტილი, გარეთაც არ გამოვსულვარ. ბიჭების "ბალელშიკობაც" ვერ შევძელი, ვიცოდი, რომ დამხვდებოდნენ და იმიტომ. ჩემი მეგობარი ცხოვრობს ხორვატიაში, მას ვთხოვე ბილეთი დაეჯავშნა და ის დამეხმარა.

"რ": ოლიმპიადაზე სხვა სპორტსმენები როგორ გექცეოდნენ?

ბ.შ:

ეს კარგი გამახსენე. ერთი უცხოელი სპორტსმენი მოვიდა ჩემთან და გაკვირვებით მითხრა, რა იყო, ამ ხალხს არ უყვარხარო. ხელი ჩაიქნია და გაიარა. მთელი დარბაზი ფეხზე იდგა და თითქოს ხელის შეშლა უნდოდათ, ისე ყვიროდნენ.

"რ": ვარძელაშვილმა თქვა, კონფლიქტი რომ არსებულიყო, ოლიმპიადაზე არ წავიყვანდიო და ისიც გაიხსენა, გერმანიაში ერთ-ერთი ტურნირის დროს შუკვანმა და მისმა მეგობრებმა რაღაც მოიპარეს და ესეც კი ვაპატიეთო.

ბ.შ:

გერმანიაში 5 ათას სპორსტმენამდე იყო ჩასული, ზუსტად არ მახსოვს 2009 წელი იყო თუ 2010 და მსგავსი ფაქტი მართლა მოხდა, თუმცა მე არაფერ შუაში არ ვყოფილვარ. სხვებთან ერთად მეც გამაჩერეს და შემამოწმეს. როცა ნახეს, რომ უდანაშაულო ვიყავი, გამომიშვეს. ვარძელაშვილი იმ დროს მინისტრი საერთოდ არ ყოფილა და თან რაც არ მომხდარა, როგორ უნდა ეპატიებინა?

"რ": "ქართულ ოცნებაში" განაცხადეს, რომ თუკი შენი სურვილი იქნება, ისინი კოალიციაში დიდი სიამოვნებით მიგიღებენ. თქვენ რა გეგმები გაქვთ?

ბ.შ:

ახლა ტრავმა მაქვს და ტრავმის მოშუშების შემდეგ ვარჯიშს დავიწყებ. პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის. უბრალოდ, "ქართულ ოცნებას" ვგულშევმატკივრობ და ჩემი პოზიცია დავაფიქსირე. როცა ქართველ ხალხზე გული შეგტკივა და უსამართლობაზე ხმას იღებ, ეს პოლიტიკოსობას არ ნიშნავს.

ნანახია: 930 | დაამატა: ეფემია
სულ კომენტარები: 2
0  
1 კორშა   (03.08.2012 10:42) [Материал]
როგორ შემეცოდა ეს ბიჭი.ყველასგან გარიყული ასპარეზობდა და აბა როგორ მოიგებდა.ნეტა მოეგო მაინც ამათ ჯინაზე.
დამპალი უდესიანია თუ სირი,ეგ თუ არ დაიჭირეს და მაგისთანები,მე ვიქნები პირველი ანტიბიძინისტი.თუ გაიქცნენ წითელი ცირკულარით უნდა ჩამოათრიონ და ჩააყუდონ ყველა ციხეში.
ჯერ კიდევ შევარდნაძის დროინდელებს რამდენს შერჩათ,არავის არაფერზე არ აგებინეს პასუხი და ესაც შედეგი,უარესს აკეთებენ.ფულებს ხო გვაცლიან ჯიბიდან ეგ არაფერი და ეხლა მორალურ და ფიზიკურ ზეწოლაზეც გადავიდნენ.
აღარ უნდა ვაპატიოთ აააააარრრრრრააააააა.
მიშას ადგილი ციხეშია და ყველა იმ ნაციონალური აქტივისტისაც,რომელიც სწორედაც რომ დანაშაულს ჩადის ქართველი ხალხის წინაშე.
მე ლეილას და ჯიმისაც ჩავაყუდებდი. angry

0  
2 ეფემია   (03.08.2012 10:55) [Материал]
თუ არ დაიჭერენ თავებს მოიკლავენ. აბა როგორ უნდა იცოცხლონ მაგ სისხლის მსმელებმა? ამათ ბედნიერად ცხოვრება არ შეეძლება დამძიმებული სულებით.

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  აგვისტო 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025