მთავარი » 2012»აგვისტო»19 » "ქართული ოცნების" აქციასთან დაკავშირებით ქვემო ქართლიდან ტრანსპორტი არ მოძრაობს
04:17
"ქართული ოცნების" აქციასთან დაკავშირებით ქვემო ქართლიდან ტრანსპორტი არ მოძრაობს
დღეს, 19 აგვისტოს, ქვემო ქართლში, თეთრიწყარის რაიონის ცენტრალურ
ავტოსადგურში მისულ მგზავრებს, სადგურის კარი დაკეტილი დახვდათ. სადგურის
თანამშრომელი აცხადებს, რომ ჯერ კიდევ გუშინ, 18 აგვისტოს ადგილობრივი
ხელისუფლებისგან მიიღეს გაფრთხილება, რომ დილიდან მთელი დღის განმავლობაში
არცერთი მიკროავტრობუსი თბილისისა და რუსთავის მიმართულებით არ გაეშვათ.
"გუშინვე გავაფრთხილეთ მძღოლები ამის შესახებ," - ამბობს სადგურის თანამშრომელი, ზაქრო გიგაური.
ამ დროისათვის სადგურის ტერიტორიაზე 20 -მდე ადამიანია შეკრებილი იმის მოლოდინში, რომ ტაქსით მაინც ჩააღწევს თბილისამდე.
"ჩემს მეგობარს უნდა დავხვედროდი აეროპორტში, ახლა არ ვიცი, რა ვქნა,
საქართველოში პირველად ჩამოდის და როგორ ავუხსნა ამ ვითარების შესახებ.
ვფიქრობ, ვერ გაიგებს, რომ ოპოზიციის აქციის გამო, ხელისუფლებამ ტრასპორტით
გადაადგილება აკრძალა,"- ამბობს მგზავრი, სალომე აფციაური.
თეთრიწყაროდან თბილისის მიმართულებით, არც ტაქსი და არც მანქანები არ მოძრაობენ.
"მერიის თანამშრომელმა მირჩია, არ გარისკო, რამეზე მოგედავიებიან და
დაგაჯარიმებენო. შარშანაც ასე იყო, თბილისის შესასავლელთან გაგვაჩერეს და
სათითაოდ დაგვკითხეს, რა მიზნით ჩავდიოდით თბილისში. არ მიღირს ჩასვლა,"-
ამბობს ტაქსის მძღოლი.
როგორც სადგურის თანამშრომელი აცხადებს, როგორც თეთრიწყაროში, ასევე ქვემო
ქართლის სხვა რაიონებში მოძრაობა "ქართული ოცნების" აქციის შემდეგ აღდგება.
კოალიცია "ქართული ოცნების” აქცია რუსთავში დღეს, 19.00 საათზეა დაგეგმილი.
ეს კოალიციის წინასაარჩევნო აქციაა. მანამდე "ქართულმა ოცნებამ” მსგავსი
აქციები უკვე გამართა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.
ფეფიკო დილა მშვიდობისა ლამაზო უპირველეს ყოვლისა გილოცავ ფერისცვალების დღესასწაულს, დე, დიდი და მნიშვნელოვანი ფერისცვალების მომტანი ყოფილიყოს ეს დღე ჩვენი სამშობლოსათვის.
კადრები, რომელიც "პალიტრა ტვ"-იმ მოიპოვა, მძიმე საყურებელია და სუსტი ნერვების მქონე ადამინებს ვურჩევთ, არ ნახონ. ასევე მოარიდეთ ბავშვები.
ქობულეთის რაიონულ საავადმყოფოსთან მძიმე მდგომარეობაში მყოფი მაია ნოვრუზოვა დახმარებას ითხოვს. მაია ნოვრუზოვას გადაადგილება არ შეუძლია, მარჯვენა ფეხზე კი, როგორც თვითონ აღნიშნავს, ჩირქოვანი კერა გაუჩნდა და მატლი დაეხვია. როგორც მაია ნოვრუზოვა აღნიშნავს, მას აქვს ფული, მაგრამ ექიმებმა დახმარების აღმოჩენა არ ინდომეს.
ქობულეთის რაიონულ საავადმყოფოში ჟურნალისტების მისვლის შემდეგ შენობიდან ორი ადამიანი საკაცით გამოვიდა და მაია ნოვრუზოვა საავადმყოფოში შეიყვანა. უკანა ეზოში მას საავადმყოფოს მედპერსონალმა დახმარება აღმოუჩინა. ექიმებმა ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთეს.
ვხდები რა სამედიცინო პროფესიის წარმომადგენელი, საზეიმოდ ვფიცავ:
•ჩემი ცხოვრება მივუძღვნა ადამიანის სამსახურს; • ღირსეული პატივი და მადლიერება მივაგო ჩემს მასწავლებლებს; • კეთილსინდისიერად და ღირსეულად შევასრულო ჩემი პროფესიული მოვალეობა; • პაციენტის ჯანმრთელობა გავიხადო ჩემს უმთავრეს საზრუნავად; • შევინახო ჩემთვის მინდობილი საიდუმლო პაციენტის სიკვდილის შემდეგაც კი; • შეძლებისდაგვარად დავამკვიდრო საექიმო პროფესიის კეთილშობილური ტრადიციები; • კოლეგები მივიჩნიო ძმებად და დებად; • არ დავუშვა პაციენტის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, აღმსარებლობის, რასის, სქესის, ეროვნების, პოლიტიკური შეხედულებების, სექსუალური ორიენტაციის, სოციალური მდგომარეობის ზეგავლენა ჩემი პროფესიული მოვალეობის აღსრულებაზე; • კვლავაც უსაზღვრო პატივი ვცე ადამიანის სიცოცხლეს მისი ჩასახვისთანავე, ვერავითარმა ძალამ ვერ მაიძულოს გამოვიყენო სამედიცინო ცოდნა კაცთმოყვარეობის კანონების წინააღმდეგ; ამ აღთქმას ვდებ საზეიმოდ, ნებაყოფლობით და უანგაროდ.
"ქართული ოცნების" თეთრიწყაროს აქტივისტები რუსთავში ჩასვლას ვერ ახერხებენ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კოალიციის თეთრიწყაროს ორგანიზაციის წევრმა გოჩა გასვიანმა აცნობა.
მისი ინფორმაციით, რაიონიდან თბილისის მიმართულებით ტრანსპორტი არ მოძრაობს.
"ყველა რეისი მოიხსნა. გიორგი კახიძეს, რომელიც ჩვენს რაიონში სტუმრად იმყოფებოდა და დღეს თბილისში ბრუნდებოდა, სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა მოულოდნელად უთხრა, რომ რეისი აღარ შესრულდება. მძღოლის უარი სატელეფონო ზარს მოჰყვა. რაიონში "ქართული ოცნების" აქციაში მონაწილეობის უამრავი მსურველია, თუმცა ზოგს სამსახურის დაკარგვის ეშინია და წასვლას ვერ ბედავს. გარდა ამისა, თბილისის მიმართულებით არ მოძრაობს არანაირი ტრანსპორტი. ტაქსებიც კი აღარ დგანან. ქალაქის ცენტრი ცარიელია", - განაცხადა გასვიანმა. კოალიციის მორიგი აქცია რუსთავში დღეს, 19:00 საათზე დაიწყება.