მთავარი » 2013»იანვარი»18 » კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებულებისთვის ფონდი "ქართუ" 100 მილიონ ლარამდე გამოყოფს
10:42
კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებულებისთვის ფონდი "ქართუ" 100 მილიონ ლარამდე გამოყოფს
კახეთის რეგიონში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის
ფონდი "ქართუ" 100 მილიონ ლარამდე გამოყოფს. კომპენსაციების გაცემა 21
იანვრიდან დაიწყება. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
სამინისტროში
კახეთის სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის შემსწავლელი კომისიის სხდომის
დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, კომპენსაცია კახეთის 5 რაიონში, 28 500
ოჯახზე განაწილდება. კომისიის თავმჯდომარის თენგიზ შერგელაშვილის თქმით,
დაზარალებული ოჯახებისთვის კომპენსაციის ოდენობა 100 ლარიდან რამდენიმე
ათას ლარამდე განისაზღვრა. ფონდ "ქართუს" აღმასრულებელი დირექტორის
ნიკო ჩხეტიანის თქმით, სოფლის მეურნეობის ზარალის ასანაზღაურებლად ფონდმა
95 მილიონი გამოყო, ხოლო სახურავების შესაკეთებლად დამატებით 5 მილიონ
ლარამდე გადაირიცხება. ჩხეტიანის თქმით, ჯამში ფონდი ქართუ სტიქიის შედეგად
დაზარალებული მოსახლეობისთვის დაახლოებით 100 მილიონ ლარამდე გამოყოფს.
ამასთან, კახეთის გუბერნატორის ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, "ქართულ
ოცნებას" ზარალის სრულად ანაზღაურების დაპირებას იძლეოდა და მათი
კატეგორიული მოთხოვნაა, რომ ეს დაპირება შესრულდეს. მისივე თქმით,
მნიშვნელოვანია, მოვლენები იყოს გამჭვირვალე და ყველაფერი მოსახლეობის
ინტერესების გათვალისწინებით ხდებოდეს. დღესვე ცნობილი გახდა, რომ
კახეთის 5 რაიონის გამგეობაში სახურავების პრობლემასთან დაკავშირებით 6
500-მდე განაცხადი შევიდა, გადაიხურა 100-ზე მეტი სახლი, შესაკეთებელი
სამუშაოებისთვის კომპენსაცია გაიცა 350 ოჯახზე. თენგიზ შერგელაშვილის
განმარტებით, პროცესი გაგრძელდება და ჯამში სახურავების მოწესრიგება
შეეხება ყველა იმ ოჯახს, რომელიც სტიქიის შედეგად დაზარალდა. მისივე თქმით,
თითოეულ სოფელში 5-8 კაციანი, ჯამში 97 კომისია მუშაობდა რომელმაც თითოეულ
ოჯახზე შეადგინა აქტი. მისივე თქმით, სამინისტროში 28 000-ზე მეტი აქტი
არსებობს.
მამა გაბრიელზე თავდამსხმაში ეჭვმიტანილი დაკავებულია 18/01/13 17:25 შინაგან საქმეთა სამინისტროს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა, მამა გაბრიელ ბენიაიძის სხეულის განზრახ დაზიანების ბრალდებით, სოფელ არხილოსკალოს მკვიდრი, 49 წლის გიორგი დავითური დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი დაკავების მომენტში ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ის სიღნაღის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.
შეგახსენებთ, რომ დავითურმა, სოფელ სამრეკლოს სერაფიმე საროველის სახელობის ტაძრის მოძღვარს მამა გაბრიელ ბენიაიძეს სხეულის დაზიანებები მაშინ მიაყენა, როცა სასულიერო პირი ჩხუბის დროს მამაკაცების გაშველებას ცდილობდა.
ინციდენტი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედში მოხდა.
როგორც ვხედავ, ეჭვმიტანილს შემთხვევით დაუჭრია მამა გაბრიელი(?), რომელიც ცდილობდა მოჩხუბრების გაშველებას!... თუმცა ვიდეოს ყურებისას, ცოტა სხვანაირად ყვებიან თვითმხილველები...
ბაჩო ახალაიას მეუღლე განცხადებას ავრცელებს ბაჩო ახალაიას მეუღლე განცხადებას ავრცელებს 18/01/13 15:23 შს და თავდაცვის ექს–მინისტრ ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ივერონი" უცვლელად გთავაზობთ:
"საზოგადოებას მინდა მივაწოდო ინფორმაცია დაახლოებით ერთი კვირის წინ იუსტიციის სამინისტროში შემდგარ შეხვედრასთან დაკავშირებით. სანდო წყაროს ცნობით მთავარი პროკურორის მოადგილის ლაშა ნაცვლიშვილის ორგანიზებით მთავარ პროკურატურაში შედგა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ რამოდენიმე მაღალი რანგის პროკურორი. შეხვედრის მიზანი იყო ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმეების ხელოვნურად შეკერვა.
ნაცვლიშვილმა გასცა მკაცრი ბრძანება, რომ ნებისმიერი მეთოდის გამოყენებით საპროცესო ნორმების უხეში დარღვევის ჩათვლით უახლოეს პერიოდში ბაჩოს წინააღმდეგ წარდგენილი იყოს ახალი ბრალი.
პროკურორებმა მიიღეს მითითება, რომ ჩამოაყალიბონ მწყობრი ლეგენდა და ცრუ დასმენაზე წამომსვლელი ადამიანების მეშვეობით მოხდეს ჩვენებების ფალსიფიცირება. მთავარი პროკურორის მოადგილემ პროკურორები გააფრთხილა, რომ დავალების სრულყოფილად ვერ შესრულების შემთხვევაში მათ დაეკისრებოდათ პასუხისმგბელობა.
ცალსახაა, რომ ასეთი ტიპის ბრაძანება შეიძლება მოდიოდეს პრემიერ-მინისტრისა და იუსტიციის მინისტრისაგან.
ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლებრივი დევნა მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ სარჩულს შეიცავს და არავითარი საერთო არ აქვს კანონის უზენაესობასთან და სამართლიანობასთან.
მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იუსტიციის მინისტრი, თავდაცვის მინისტრი და მთავარი პროკურორი პირადად აწარმოებდნენ ბინძურ კამპანიას ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ და სასტიკ დანაშაულებში სდებდნენ ბრალს, რითაც პირდაპირ ზეწოლას ახდენენ გამოძიებაზე და სასამართლოზე. საბოლოო ჯამში მის წინააღმდეგ მტკიცებულებების გარეშე წაყენებულმა უსაფუძვლო ბრალდებებმა საზოგადოებას დაანახა ამ პირების განცხადებების სიცრუე.
ამან ბუნებრივია გამოიწვია პრემიერ-მინისტრის და ზემოთ ჩამოთვლილი თანამდებობების პირების წუხილი. შესაბამისად მათ ჩათვალეს საჭიროდ, ლაშა ნაცვლიშვილის მეშვეობით, რომელიც ასეთი საქმეების ოსტატია, შექმნან ლეგენდა.
მინდა ყველას ვუთხრა, რომ ბაჩოს პიროვნებაზე მეტყველებს ის ცვლილებები, რომელიც მან გაატარა სასჯელაღსრულების სისტემაში და თავდაცვის სამინისტროში და მის მიერ გაკეთებული საქმეები, ხოლო ის ამორალური ქმედებები, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო სჩადის ფუჭია და მთავრობის წევრებისა და იუსტიციის სამინისტროს მაღალი თანამდებობების პირების ადამიანურ პრინციპებზე მეტყველებს", - ნათქვამია განცხადებაში.
თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილს პასუხობს თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილს პასუხობს 18/01/13 12:22 ,,მოქალაქეების პირადი ცხოვრების ხელყოფით და მათზე ფარულ კამერით თვალთვალით წინა ხელისუფლება იყო დაკავებული. ასე პასუხობს იუსტიციის მინისტრი პრეზიდენტის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც კანონში ცვლილება უნდა შევიდეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შესახებ. როგორც "მეცხრე არხის" ეთერში თეა წულუკიანმა განაცხადა, სწორედ მიხეილ სააკაშვილის მთავრობა იყო დაკავებული, ცნობილ ადამიანებზე ფარული მიყურადებით და მათი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო ჩანაწერების შეგროვებით ამ ადამიანებზე შანტაჟის მიზნით.
თეა წულუკიანი მიესალმება პროკურატურის გადაწყვეტილებას ამ ვიდეო მასალების გამოქვეყნების თაობაზე და აცხადებს, რომ ნაჩვენებ კადრებში პირების იდენტიფიკაცია შეუძლებელია.
პროკურატურას ბაჩო ახალაიას მეუღლის განცხადება არასერიოზულად მიაჩნია
საქართველოს მთავარი პროკურატურა ყოფილი მაღალჩინოსნის ბაჩო ახალიას მეუღლის ანი ნადარეიშვილის განცხადებას, რომელიც პროკურატურის მიერ ახალაიას წინააღმდეგ ახალი საქმის „შეკერვას“ ეხება, არასერიოზულად აფასებს.
news.ge-ს პროკურატურის პრესცენტრში განუცხადეს, რომ ამ განცხადებაზე პროკურატურა კომენტარს არ აკეთებს.
ანა ნადარეიშვილმა დღეს სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ გაავრცელა მიმართვა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მთავარი პროკურორის მოადგილემ ლაშა ნაცვლიშვილმა ბრძანება გასცა, ნებისმიერი მეთოდის გამოყენებით, საპროცესო ნორმების უხეში დარღვევის ჩათვლით, უახლოეს პერიოდში ახალაიას წარუდგინონ ახალი ბრალი.
„პროკურორებმა მიიღეს მითითება, რომ ჩამოაყალიბონ მწყობრი ლეგენდა და ცრუ დასმენაზე წამომსვლელი ადამიანების მეშვეობით, მოხდეს ჩვენებების ფალსიფიცირება. მთავარი პროკურორის მოადგილემ პროკურორები გააფრთხილა, რომ დავალების სრულყოფილად ვერშესრულების შემთხვევაში, მათ დაეკისრებოდათ პასუხისმგებლობა“,- წერს ნადარეიშვილი.
მისივე თქმით, ასეთი საქმის „შეკერვის“ბრძანება შეიძლება მოდიოდეს პრემიერმინისტრისა და იუსტიციის მინისტრისაგან.
გია ხუხაშვილი: გვინდა ვუმკურნალოთ, მაგრამ ამის საშუალებას არ გვაძლევს
მიხეილ სააკაშვილის მხრიდან პირადი ცხოვრების ხელყოფის დასჯადობაზე საუბარი სამარცხვინოა, - ამის შესახებ "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრისას ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.
"სააკაშვილი სულ უფრო და უფრო ემსგავსება ბუნკერის ხელისუფლებას, ის ბუნკერშია ჩამჯდარი, დრო და დრო ამოძვრება და კონტრშეტევაზე გადადის. მისი მხრიდან დაუშვებელია იმ ინიციატივაზე ლაპარაკი, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო-მასალის გადაღება აიკრძალოს და დასჯადი გახდეს. იგი ან სულელია, ან ამნეზია აქვს, გაუგებარია, რატომ გვაყენებს ყოველდღიურად შეურაცხყოფას. ჩვენ ვცდილობთ, შერიგების საფუძველი შევქმნათ, მაგრამ თუ ეს ბუნკერის ხელისუფალი გამოვა, რაღაცებს იყვირებს და მერე დუბაიში დასასვენებლად წავა, ასე არ გამოვა. ისიც ჩვენი მოქალაქეა და ჩვენი ტკივილია და გვინდა რაღაცნაირად ვუმკურნალოთ, მაგრამ ამის საშუალებას არ გვაძლევს". - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
მისივე თქმით, თავად იყო წინა ხელისუფლების ერთ-ერთი მსხვერპლი, რადგან მის მიმართაც ფარულ აუდიო-ვიდეო ჩაწერას ახორციელებდნენ.
"პირადად მე ვარ მსხვერპლი ფარული დასმენისა, თუ როგორ დაამონტაჟეს ჩემს სახლთან კამერა და აიძულეს ადამიანი, აეღო დანაშაული თავის თავზე, მაშინ ყველა ტირაჟირებდა იმ უკანონო ჩანაწერებს, რომელიც მისი სპეცსამსახურის მიერ იყო გაკეთებული". - დასძინა ხუხაშვილმა.
პენსიონერი კონტროლიორს ფიზიკურად გაუსწორდა პენსიონერი კონტროლიორს ფიზიკურად გაუსწორდა 18/01/13 10:31 ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე ყვითელი ავტობუსის პენსიონერი მგზავრი მონიტორინგის სამსახურის თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდა.
როგორც "ივერონს" თვითმხილმელებმა განუცხადეს, გაჩერებაზე ასულ მონიტორინგის სამსახურის თანამშრომელს, პენსიონერმა ქალბატონმა მოსწავლის ბარათით აღებული სამგზავრო ბილეთი წარუდგინა, რის შემდეგაც კონტროლიორმა მას უთხრა, რომ აღნიშნული ბარათით მას მგზავრობის უფლება არ ჰქონდა და მას პენსიონერის ბარათი მოსთხოვა, სწორედ ამის მოჰყვა მგზავრის გაღიზიანება, მან კონტროლიორს საშვი ჩამოგლიჯა და ცემა დაუწყო.
ინციდენტის შემდეგ მონიტორინგის თანამშრომლებმა პატრული გამოიძახეს, სამართალდამცველებმა აღნიშნულ შემთხვევაზე ოქმი შეადგინეს, და საქმე გამოძიებას გადასცეს.
რა გააბოროტა ესე, ეს ხალხი? პენსიონერი ქალბატონი, იმის მაგიერ, ბოდიში მოეხადა და შერცხვენოდა, ასე აგრესიულად მოექცა ადამიანს, რომელიც თავის საქმეს ასრულებდა? ეს ქალბატონი უნდა გასამართლდეს ხულიგნობის მუხლით ვიღაც მაინც იცნობდა და აუცილებლად უნდა იპოვონ!!! ისე სამართალი არ აღდგება და კანონი არ იკანონებს!!!
ეკა ბესელია - "ნაციონალებს" ჩემი მეუღლის თანამდებობაზე დანიშვნა კონკრეტული მიზეზის გამო აღიზიანებთ ეკა ბესელია - "ნაციონალებს" ჩემი მეუღლის თანამდებობაზე დანიშვნა კონკრეტული მიზეზის გამო აღიზიანებთ 18/01/13 15:07 ეკა ბესელია მისი მეუღლის პროკურორად დანიშვნასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს. დეპუტატის განცხადებით, ეს ფაქტი "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" იმის გამო აღიზიანებს, რომ სწორედ მისმა მეუღლემ მოაწერა ხელი იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილისთვის წაყენებულ ბრალდებას.
"მაღალ თანამდებობაზე არ არის, გაცილებით მაღალი თანამდებობა ეკავა 2006 წელს, როდესაც კუბლაშვილმა ისე გაუშვა და გადაიყვანა კადრების განკარგულებაში, რომ ახსნა-განმარტებაც არ მიუცია. ერთ-ერთი პოლიტიკურად რეპრესირებული იყო. ეს ფაქტი "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" იმის გამო აღიზიანებს, რომ სწორედ მისმა მეუღლემ მოაწერა ხელი იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილისთვის წაყენებულ ბრალდებას", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
საქართველო და მით უმეტეს თბილისი პატარაა და რადგან ადამიანი მაღალი რანგის პირია, ამიტომ მისმა მეუღლემ შესაბამისი სამსახური აღარ უნდა დაიწყოს?! მით უმეტეს, თუ ორივეს ერთნაირი განათლება აქვსთ მიღებული!