ოთხშაბათი, 18.06.2025, 11:53
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 6
სტუმარი: 6
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » სექტემბერი » 6 » ჯონ მაკკეინი ბიძინა ივანიშვილს ხვდება
09:25
ჯონ მაკკეინი ბიძინა ივანიშვილს ხვდება

აშშ–ის სენატის დელეგაცია ჯონ მაკკეინის ხელძღვანელობით ამ წუთებში ბიძინა ივანიშვილს ხვდება.
შეხვედრა კოალიცია "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს და მასში ბიძინა ივანიშვილთან ერთად, ირაკლი ალასანია და დავით უსუფაშვილიც მონაწილეობენ. შეხვედრას ესწრება საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩი რიჩარდ ნორლანდიც.

ამასთან, კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ ამერიკელ სენატორ ჯონ მაკკეინს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე აზრს შეაცვლევინებს. ამის შესახებ ივანიშვილმა 31 აგვისტოს, ტელეკომპანია "მე-9 არხის" ეთერში განაცხადა.

"მოუთმენლად ველოდები მაკკეინის ჩამოსვლას. ველოდები მასთან შეხვედრას და დარწმუნებული ვარ, მასაც დავარწმუნებ, რომ სააკაშვილი ის კაცი არ არის, რომელიც მას ჰგონია. დიდი იმედი მაქვს, რომ მოხდება ეს შეხვედრა და დარწმუნებული ვარ, რომ მასაც შევუცვლი აზრს", - აღნიშნა ივანიშვილმა.

აშშ–ის სენატის სამკაციანი დელეგაცია სენატორ ჯონ მაკკეინის ხელმძღვანელობით საქართველოს დღეს, ორდღიანი ვიზიტით ეწვია. დელეგაციაში არიან სენატორი ჯოზეფ ლიბერმანი (დამოუკიდებელი, კონეკტიკუტის შტატი) და სენატორი ლინდსი გრემი ("რესპუბლიკური პარტია", სამხრეთი კაროლინა).
ვიზიტის ფარგლებში სენატორები დღეს პრესკონფერენციასაც გამართავენ


ნანახია: 795 | დაამატა: ლონდა
სულ კომენტარები: 1
0  
1 არალე   (06.09.2012 16:36) [Материал]
ძალიან კარგად იცის მაკკეინმა, ვინც არის სააკაშვილი, მაგრამ მაგათი პროტეჯეა და რა ჰქნას, ამერიკული პროექტის კრახის აღიარება არ უნდათ.

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  სექტემბერი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025