ხუთშაბათი, 19.06.2025, 14:16
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2013 » იანვარი » 9 » ჯარში წასვლა ნებაყოფლობითი გახდება
05:34
ჯარში წასვლა ნებაყოფლობითი გახდება

ეტაპობრივად შემცირდება სავალდებულო გაწვევის ვადები და საქართველოს შეიარაღებული ძალები მთლიანად საკონტრაქტო სამსახურზე გადავა - თავდაცვის მინისტრის მიერ გახმაურებულ ამ ინიციატივას დისკუსიის საგნად მიიჩნევენ სამხედრო სფეროს ანალიტიკოსები. ისინი თვლიან, რომ საქართველოს მდგომარეობაში მყოფმა ქვეყანამ ოპტიმალური გადაწყვეტილება რისკებისა და მიზნების შეფასების შედეგად უნდა მიიღოს.

ვადებში გაწერილი ზუსტი ხედვა საზოგადოებას იანვრის ბოლოს წარედგინება, თუმცა, როგორც თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ 8 იანვარს უთხრა ჟურნალისტებს, უკვე ცნობილია, თუ საით მიდის ეს პროცესი:

”2016 წლისთვის გვაქვს სურვილი და ვგეგმავთ ისე, რომ მთლიანად გადავიდეს საკონტრაქტო სამხედრო სამსახურზე საქართველოს შეიარაღებული ძალები. აქედან გამომდინარე, ეტაპობრივად ჩვენ შევამცირებთ ვადებსაც და რაოდენობასაც სავალდებულო გაწვევის. პირველ ეტაპზე იგეგმება, რომ 12 თვემდე შემცირდეს სავალდებულო სამსახური”.

სავალდებულო სამხედრო სამსახური 12 თვემდე ამჟამად კანონმდებლობით განსაზღვრული 15 თვიდან შემცირდება, ანუ, შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდება ერთი წლის წინ შეცვლილი კანონი ”სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ”. აქვე ვთქვათ, რომ პრეზიდენტის ბრძანებულების მიხედვით, 2012 წლისთვის სამხედრო მოსამსახურეთა შტატი 37 ათასი ერთეულით იყო განსაზღვრული და ჯერჯერობით ეს მაჩვენებელი უცვლელია. ამჟამად საქართველოში მოქმედებს შერეული სისტემა, რომელიც გულისხმობს სამხედრო სამსახურს როგორც საკონტრაქტო პრინციპით, ასევე სავალდებულო გაწვევის პრინციპით.

უნდა გადავიდეს თუ არა საქართველო მხოლოდ საკონტრაქტო პრინციპზე და ხომ არ უნდა შეინარჩუნოს სახელმწიფომ პარალელურად სავალდებულო სამხედრო გაწვევის პრაქტიკაც? - ეს შეკითხვები უკვე კარგა ხანია კამათის საგანს წარმოადგენს საქართველოში. სამხედრო ჟურნალისტი გიორგი ცხვიტავა ჩვენთან საუბარში იხსენებს, რომ 2009 წლისთვის მთლიანად საკონტრაქტო სამსახურზე გადასვლას წინა ხელისუფლებაც გეგმავდა, თუმცა მას ეს არ გამოუვიდა და ერთ-ერთ მიზეზს ისიც წარმოადგენდა, რომ სამხედრო საქმის პროფესიონალები, მაგალითად, ყოფილი მინისტრის ბაჩანა ახალაიას მართვის სტილის მიუღებლობის გამო, სამსახურს თავს ანებებდნენ. გიორგი ცხვიტავა არ გამორიცხავს, რომ საკონტრაქტო პირობებზე გადასვლა მართლაც ერთადერთი სწორი გამოსავალი იყოს საქართველოსთვის, მაგრამ სწორი ნაბიჯის გადადგმა მხოლოდ რეალობის ზუსტი შეფასებისა და საგარეო საფრთხეების გათვალისწინებით უნდა მოხდეს.

გადაწყვეტილების მიღებამდე საფრთხეების გაანალიზების აუცილებლობას სხვა ანალიტიკოსებიც უსვამენ ხაზს და ამ კუთხით ისინი განსაკუთრებით გამოყოფენ საქართველოს ოკუპაციის საკითხს. მათი ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ მთლიანად საკონტრაქტო პირობებზე გადასვლამ შესაძლოა შეამციროს არმიის რიცხოვნება და, შესაბამისად, - ქმედითუნარიანობაც. ასე ფიქრობს, მაგალითად, სამხედრო-ანალიტიკური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი თავდგირიძეც: 

”ოპერატიული თვალსაზრისით, ომის სცენარების გათვალისწინებით, სრულმასშტაბიანი კონფლიქტის შემთხვევაში, საქართველოს აუცილებლად დასჭირდება შეიარაღებული ძალების რაოდენობრივი ზრდა, რაც უნდა მოხდეს მნიშვნელოვან სარეზერვო კომპონენტზე დაყრდნობით. იმისთვის, რომ გვყავდეს მაღალხარისხიანი სარეზერვო კომპონენტი, აუცილებელია ძირითადი, საბაზისო სამხედო მომზადება ახალგაზრდებმა გაიარონ ვადიან სამხედრო სამსახურში. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ დაკომპლექტების კომბინირებული წესი იქნება ყველაზე ოპტიმალური”.
გიორგი თავდგირიძე მიიჩნევს, რომ თავდაცვის მინისტრის მიერ გახმაურებულ ინიციატივასთან დაკავშირებით აუცილებლად გაიმართება დისკუსია და ამის იმედს მას სამინისტროს მიერ სამოქალაქო საზოგადოებასთან ბოლო დროს დამყარებული საგანგებოდ მჭიდრო კონტაქტები აძლევს. სამინისტროსთან კომუნიკაციის გაადვილებასა და დისკუსიის შესაძლებლობაზე ლაპარაკობს სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ ”არსენალის” მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილიც. შეიარაღებული ძალების დაკომპლექტების პრინციპთან მიმართებით ანალიტიკოსი შერეულ მოდელს უჭერს მხარს:

”მე, მაგალითად, მთლიანად არ გავაუქმებდი სავალდებულო სამსახურს, რადგანაც არსებობს გარკვეული მიმართულებები, იგივე ლოგისტიკა ან სხვა არასაბრძოლო დავალებები, რაც ჯობს სავალდებულო სამსახურის ჯარისკაცმა შეასრულოს, რომელიც, ვთქვათ, გაწვეული იქნება 8 თვით, 1 წლით ან შეიძლება 6 თვითაც”.

ამჟამად მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, სამხედრო სამსახური სავალდებულოა. კანონმდებლობის თანახმად, ”18-დან 27 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე, რომელიც იმყოფება ან ვალდებულია იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე და არა აქვს სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების ან გაწვევის გადავადების უფლება, ექვემდებარება სამხედრო ვალდებულების მოხდას”. თუკი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ამბობს, რომ სამხედრო სამსახური სამომავლოდ მხოლოდ ნებაყოფლობით სახეს უნდა ატარებდეს, ამ მიზნის განხორციელებას,  სავარაუდოდ, საკონსტიტუციო ცვლილებაც დასჭირდება. საქმე ის არის, რომ, საქართველოს კონსტიტუციის 101-ე მუხლის შესაბამისად, ”ქვეყნის დაცვა და სამხედრო ვალდებულების მოხდა საამისო უნარის მქონე ყველა მოქალაქის ვალია”.
ნანახია: 1081 | დაამატა: ეფემია
სულ კომენტარები: 3121 2 3 ... 20 21 »
0  
მივესალმები:)

0  
აქ Dავპოსტოთ, მეეთრიეთ ახლა biggrin

ბიბიიიი დილა Mშვიდობის:*

0  
3 თაკო   (09.01.2013 10:09) [Материал]

0  
4 ბიბი   (09.01.2013 10:38) [Материал]
სტარ, თაკო, დილა მშვიდობის!!! smile

0  
თაკო როგორ Xარ:*

0  
აჰააა Aბიბი გამოგიჭირეეე:D

0  
7 ბიბი   (09.01.2013 10:51) [Материал]
არ ვიცი, რა იგულისხმება ''ჯარში წასვლაში'', თუ ის, რომ ჩვენი სამხედროები მიდიან ავღანეთსა და ნატოს სხვა ცხელ წერტილებში, მივესალმები, ოღონდ ძალიან მკაფიოდ გამოხატული კონტრაქტით, ხოლო თუ სავალდებულო სამხედრო მომზადებას გულისხმობს, ჩემი აზრით, გადასახედია... მე მაინც ვფიქრობ, მკაცრი დისციპლინის მქონე სავალდებულო სამხედრო მომზადება, ყველა ჯანმრთელი კაცისთვის, (18-27 ასაკი, დასაშვებია) საჭირო და აუცილებელია, განსაკუთრებით ახლანდელ სიტუაციაში...
მშვიდობიან დროს, ჯარში მსახურობისას, ბიჭები, უნდა იყვნენ უმკაცრეს, სამხედრო რეჟიმში, ჯანსაღი წვრთნა ჩამოაყალიბებს ჯანსაღ ახალგაზრდას! ოღონდ, კიდევ ვიმეორებ, ჯანსაღ გარემოში უნდა ხდებოდეს სამხედრო წვრთნები, აბა რეზერვი როგორ შეიქმნება? ღნერთმა დაიფაროს, ომი რომ დაიწყოს, გამოუცდელი ახალგაზრდის წინა ხაზზე გაშვება, სიკვდილს ნიშნავს...

0  
8 ბიბი   (09.01.2013 10:53) [Материал]
უი, სტარ, ნახე რა ვიპოვე შენთვის! biggrin biggrin biggrin biggrin biggrin დაფარულით ვწერ და თუ გინდა წავშლი biggrin biggrin biggrin biggrin biggrin
ხელმისაწვდომია მხოლოდ მომხმარებლებისათვის

0  
9 ბიბი   (09.01.2013 10:55) [Материал]
მე აქ ვარ და დავბოდიალობ საიტებზე smile თუ რამე აღმოვაჩენ საინტერესოს, აქაც გადმომაქვს biggrin

0  
10 ბიბი   (09.01.2013 10:56) [Материал]
ამხანაგი მირეკავს smile

0  
ბიბი :))))))))

0  
ამოგდებული Dატოვაო, მაგაზეა ნათქვამი:)))))

0  
13 ბიბი   (09.01.2013 11:34) [Материал]
მოვედი smile

0  
14 კობა   (09.01.2013 11:34) [Материал]
ამოგდებული კიდევ არა უშავს, სხვაც მოიძებნება!მთავარია ლაგდებული არ დარჩეს! biggrin biggrin biggrin

0  
15 კობა   (09.01.2013 11:35) [Материал]
გამარჯობათ სტარ,ბიბი!

1-15 16-30 31-45 ... 286-300 301-312
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  იანვარი 2013  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025