საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი
აცხადებს, რომ პროკურატურა მას ყოფილი მოკავშირის, პრეზიდენტ მიხეილ
სააკაშვილის წინააღმდეგ "ოქროს მოწმედ" არ იყენებს, - ამის შესახებ
"როიტერი" წერს
. "დღემდე, რაც გასაკვირია, არ ყოფილა ერთი დაკითხვაც კი, პროკურორების
მხრიდან, რომელიც გამომიყენებდა მე, როგორც "ოქროს მოწმეს", როგორც ამას
ქართული მედია მოიხსენიებდა. არც დიდი შეთანხმება ყოფილა, არ ყოფილა
არავითარი შეთანხმება არანაირ საკითხზე ახალ მთავრობასთან. ჩემი დაბრუნება
ქვეყანაში დაფუძნებული იყო ჩემს გადაწყვეტილებაზე, სულ ეს არის",-
განუცხადა ოქრუაშვილმა "როიტერს". მისივე თქმით, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაანადგურა პოლიტიკური ბალანსი ქვეყანაში. "მან
დაანგრია პოლიტიკური სისტემა, გათიშა განსხვავებული აზრი, რომელსაც არ
ჰქონდა განვითარების შანსი პოლიტიკურ სტრუქტურაში. მან გადარჩენის უფლება
არ მისცა ოპოზიციურ პარტიებს, გამოიყენა ყველა სამთავრობო მანქანა
ოპონენტების წინააღმდეგ", - აცხადებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი. ირაკლი
ოქრუაშვილი საუბრობს რუსეთთან ურთიერთობაზეც და აღნიშნავს, რომ ძალიან
დიპლომატიური იქნება იმისთვის, რომ არ წარმოადგენდეს დაბრკოლებას რუსეთთან
ურთიერთობაში. როგორც სტატიაშია ნათქვამი, ოქრუაშვილი აქებს ახალ
პრემიერ-მინისტრს რუსეთთან დაკავშირებით პოლიტიკის "ნათელი ხედვისათვის".
"თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ რუსეთი ჯერ კიდევ საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი
ქვეყნისთვის და ჩვენი სუვერენიტეტისთვის. ვფიქრობ, ივანიშვილს აქვს
ნათელი ხედვა, თუ რას უნდა ველოდოთ რუსებისგან. არ არის იმის მოლოდინი,
რომ ერთ დღეში ან ერთ თვეში იქნება უზარმაზარი გაუმჯობესება. მაგრამ
თბილისისგან იყო გაგზავნილი პოზიტიური სიგნალი, როგორც მე ვახსენე და ახლა
რუსეთზეა დამოკიდებული საპასუხო ნაბიჯი",-განაცხადა ოქრუაშვილმა. მან ისაუბრა იმ პერიოდზეც, როდესაც თანამდებობის პირი იყო.
"იყო რაღაც წარმატება, კორუფციის დამარცხება, პოლიციაში თუ სამხედრო
სტრუქტურაში მდგომარეობის გაუმჯობესება იმის შეგრძნებას გვაძლევდა, რომ
ვიყავით ასე ვთქვათ - "ბიჭები ვარსკვლავებიდან". ვფიქრობ, შეცდომები
აქედან მოდიოდა. ერთი რამ ძალიან ნათელია, მე ძალიან აქტიური ადამიანი ვარ
და გარკვეულ როლს ვითამაშებ პოლიტიკაში. ამ წუთას და განსაკუთრებით ახლო
მომავალში მე თავშეკავებულ პოზიციას დავიკავებ და პასიურ როლში ვიქნები,
მაგრამ პოლიტიკური გეგმები უდავოდ გამაჩნია",-აღნიშნა ოქრუაშვილმა.
ოქრუაშვილი გორელია? არ ვიცოდი რა ვაჟკაცები და ნამდვილი ქართველი ქალები იბადებიან გორში? მარტო ნინა წკრიალაშვილი და ეგ ოქრუაშვილი რომ წარმოვიდგინოთ,ნწუ,ნწუ..
ჯერ არ იყენებს, ჯერ წვრილწვრილი ბანდიტების დაჭერის დროა, მერე გადაინაცვლებენ მსხვილებზე და ამისთვისაა ალბათ საჭირო ოქროს მოწმეებიც, თორემ ბაჩო ახალაისა და მეგის ქარდავასთანა ვირიშვილების დასაჭერად ცოცხიანი ამაზრზენი ვიდეოებიც კმარა.
სალამი საზოგადოებას!
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]