ხუთშაბათი, 19.06.2025, 05:32
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 6
სტუმარი: 6
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2013 » იანვარი » 23 » ირაკლი ალასანია - არანაირი გაუგებრობა ჩემსა და პრემიერს შორის არ არის
13:01
ირაკლი ალასანია - არანაირი გაუგებრობა ჩემსა და პრემიერს შორის არ არის
პრემიერმა მიიღო გადაწყვეტილება - იმდენად მნიშვნელოვანია თავდაცვის სტრუქტურა და თავდაცვის მიმართულება, რომ მე მომეხსნა სხვა დამატებითი ფუნქციები და ეს ეხება ვიცე-პრემიერის თანამდებობას, - ამის შესახებ ბოლნისის სამხედრო აეროდრომზე ჟურნალისტებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ განუცხადა.
მისი თქმით, პრემიერის ეს გადაწყვეტილება მისთვის მისაღებია და ის ამ გადაწყვეტილებას მიესალმება.

"მე მქონდა საუბარი ორი დღის წინ პრემიერთან. მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ იმდენად მნიშვნელოვანია თავდაცვის სტრუქტურა, თავდაცვის მიმართულება, რომ მე მომეხსნას სხვა დამატებითი ფუნქციები და ეს ეხება ვიცე-პრემიერის თანამდებობას. ბუნებრივია, ეს ჩემთვის მისაღებია და ამას მივესალმები. მე არ მინდა, ვინმემ არასწორი დასკვნები ან ინსინუაციები გააკეთოს. ეს იყო შიდა საუბარი. მთავრობის ხელმძღვანელმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც პირველ რიგში, მისაღებია ჩემთვის და თავდაცვის სამინისტროსთვის, რომ მთლიანად კონცენტრირებული ვიყო თავდაცვის რეფორმაზე", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მისივე თქმით, პრემიერსა და მას შორის შედგა სრულიად ჯანსაღი საუბარი, როგორიც უნდა იყოს ხელმძღვანელსა და მისი გუნდის წევრს შორის.

"მე მინდა ერთხელ და სამუდამოდ დაესვას წერტილი ამაზე საუბარს, არანაირი გაუგებრობა ჩემსა და პრემიერს შორის არ არის", - განაცხადა ალასანიამ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას ვიცე-პრემიერის მოვალეობა შეუწყდა. პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ბრძანება ალასანიასთვის საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობის შესრულების შეწყვეტის შესახებ მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა.

"საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად საქართველოს მთავრობის წევრს, ირაკლი ალასანიას შეუწყდეს საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობის შესრულება", - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის ბრძანებაში.

იხილეთ ვიდეო


ნანახია: 921 | დაამატა: ლონდა
სულ კომენტარები: 1411 2 3 ... 9 10 »
0  
1 ბიბი   (23.01.2013 14:27) [Материал]
აღარ იციან, როგორი ჭორები ააგორონ!.. angry

0  
2 ბიბი   (23.01.2013 14:28) [Материал]
დიანა, გამარჯობა! smile

0  
3 ბიბი   (23.01.2013 14:47) [Материал]
ბიძინა ივანიშვილი - ირაკლი ალასანიას მოუვიდა შეცდომა, როდესაც საპრეზიდენტო კანდიდატურის განხილვა თავის პარტიასთან დაიწყო
21:40 23-01-2013
ბიძინა ივანიშვილი - ირაკლი ალასანიას მოუვიდა შეცდომა, როდესაც საპრეზიდენტო კანდიდატურის განხილვა თავის პარტიასთან დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ალასანიას ვიცე-პრემიერობიდან გადაყენებას დავოსიდან გამოეხმაურა.
როგორც ივანიშვილმა ქართველ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ირაკლი ალასანიას მოუვიდა შეცდომა, როდესაც საპრეზიდენტო კანდიდატურის განხილვა თავის პარტიასთან დაიწყო. მისი თქმით, მოხდა ელემენტარული გაუგებრობა, რაც ნებისმიერ პოლიტიკოსს შეიძლება მოუვიდეს.
"მან მოახერხა და მის გუნდში დაიწყო განხილვა, შეიძლებოდა თუ არა წამოეყენებინა თავისი კანდიდატურა პრეზიდენტად. მერე მოხდა ისე, როგორც საქართველოში ხდება. ვიწრო წრეში ნათქვამი გავიდა, გავიდა და იმით დასრულდა, რომ ამაზე ერევანში მეკითხებოდნენ უკვე ჟურნალისტები", - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, როდესაც მან ახალი პარტია "ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო" ჩამოაყალიბა და გადაწყვიტა, პარტიის თავმჯდომარე გამხდარიყო, მან დეტალური ინფორმაცია მიაწოდა კოალიციას, ყველანი საქმის კურსში ჩააყენა და აუხსნა, რომ მისი თავმჯდომარეობა და ამ პარტიის რეგიონებში განვითარება არ იქნებოდა ისე, რომ დანარჩენ პარტიებს ხიბლი დაკარგვოდა.
"მე ასე ვფრთხილად ვიქცეოდი. ირაკლის პატარა შეცდომა მოუვიდა, რომ საკუთარ გუნდთან დაიწყო განხილვა. ამ გუნდმა კი ეს ინფორმაცია გაიტანა და სხვანაირად გავრცელდა რეგიონებში", - განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ სწორედ ამ ჭორებს შეეწირა ალასანიას ვიცე-პრემიერობა.
მისივე თქმით, ალასანიასთვისაც კარგი იქნება, რომ ეს ხმაური ჩამთავრდეს და "არც ირაკლისთვის იქნება ცუდი, თუ უფრო მეტ ყურადღებას გადაიტანს თავდაცვის სამინისტროზე".
ივანიშვილის განცხადებით, ჯერ არ უფიქრია, ვინ იქნება ალასანიას ნაცვლად ვიცე-პრემიერი. ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ ირაკლი ალასანიასთან იგივე ურთიერთობას ინარჩუნებს, რაც ჰქონდა. "მთავრობის სხდომის შემდეგ, როდესაც ეს საუბარი გვქონდა, იმის შემდეგაც რამდენჯერმე ვისაუბრეთ. ის ამას გაგებით მოეკიდა", - დასძინა ივანიშვილმა.

http://geo.palitratv.ge/....nias-sh esakheb.html

0  
4 ბიბი   (23.01.2013 15:00) [Материал]
ჯობია აქ ვიყოთ, პატრიარქის თემა უფრო სათუთია!

0  
5 ბიბი   (23.01.2013 15:00) [Материал]


http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=Wz6mMn3GnMc

0  
6 ბიბი   (23.01.2013 15:01) [Материал]


http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=KdYS26csvro

0  
7 ბიბი   (23.01.2013 15:02) [Материал]
სუბიექტურში, გოგელიამ ზუსტად ჩემი აზრი გაიზიარა, ანუ ერთ აზრზე ვართ, როგორც რიგითი მოქალაქეები angry

0  
8 ბიბი   (23.01.2013 15:06) [Материал]


http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=7gjSdhCOBKg

0  
9 ბიბი   (23.01.2013 15:07) [Материал]
ნუ, შალვას როგორ ფანატიურად სჯერა ბიძინასი!... angry sad biggrin

0  
10 ბიბი   (23.01.2013 15:20) [Материал]
მეც მჯერა, მაგრამ ახლა, ცოტა დავუბენი ალასანიასთან მიართებაში სწორად მოიქცა თუ არა! ჩემი აზრით, არა!!!

0  
11 ბიბი   (23.01.2013 15:31) [Материал]
ივანიშვილი დავოსში სამთავრობო კომისიების დონეზე რეგულარული შეხვედრების გამართვის ინიციატივით გამოვიდა
ივანიშვილი დავოსში სამთავრობო კომისიების დონეზე რეგულარული შეხვედრების გამართვის ინიციატივით გამოვიდა
23/01/13 21:52
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დავოსის ეკონომიკური ფორუმის წლიურ შეკრებაზე სიტყვით გამოვიდა.

გამოსვლაში ივანიშვილმა ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორებს მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა, რის შემდეგაც ენერგოსექტორის უპირატესობებზე, ეკონომიკური ზრდის პოტენციალსა და რეგიონთაშორისი ინტეგრაციის გამოწვევებზე ისაუბრა.

"ცენტრალური აზია მისი ზრდის პოტენციალისა და განვითარების სისწრაფის გათვალისწინებით, ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონია მსოფლიოში. ისტორიულად, იგი მნიშვნელოვან დამაკავშირებელ ფუნქციას ასრულებდა ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობისა და ტრანსპორტირების სფეროში. იქედან გამომდინარე, თუ რა წვლილის შეტანის პოტენციალი გააჩნია ამ რეგიონს მსოფლიო ეკონომიკის განვითარებაში, ცენტრალური აზიის ქვეყნების განვითარების ტემპებით დაინტერესებულნი არიან როგორც აზიის, ასევე ევროპის ქვეყნებიც", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ "საქართველო ჩართულია ცენტრალური აზიის ქვეყნებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან პროექტებში, რომელთა მიზანი არა მარტო დასავლეთის და აღმოსავლეთის ბაზრების დაკავშირებაა, არამედ კომუნიკაციების, ვაჭრობის, ტრასნპორტისა და ტექნოლიგიების განვითარებასაც წარმოადგენს".

ივანიშვილის თქმით, "ამ ყველაფერს თან ერთვის უმნიშვნელოვანესი მილსადენები, რომლებიც გადის საქართველოს ტერიტორიაზე და ასრულებენ მნიშვნელოვან როლს ევროპის ენერგოუსაფრთხოების სფეროში.

"საქართველო, რომელიც უკვე ფლობს ფუნქციურ საზღვაო, სარკინიგზო და საგზაო ინფრასტრუქტურას, წარმოადგენს ბუნებრივ გაგრძელებას ცენტრალური აზიის სატრანზიტო გზისა, რომელიც აკავშირებს ვროპისა და აზიის მზარდ ბაზრებს. იმისათვის, რომ სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის სატრანზიტო პოტენციალის კონკურენტუნარიანობა გაძლიერდეს, საჭიროა რეგიონის ყველა წევრისთვის მისაღები და კონკურენტუნარიანი სატარიფო პოლიტიკის შემუშავება და მისი პრაქტიკაში დანერგვა", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

0  
12 ბიბი   (23.01.2013 15:31) [Материал]
მოგესალმები, კორშა! smile აქ ჯობია, დაპოსტვა, ჩემი აზრით, შენ რას იტყვი?

0  
13 ბიბი   (23.01.2013 15:43) [Материал]
ბიძინა ივანიშვილი - ნიკოლოზ ვაშაკიძემ სომხეთში ვიზიტის დაგეგმვისას ძალიან სერიოზულ კითხვაზე ძალიან არასერიოზული პასუხი გამცა

ნიკოლოზ ვაშაკიძე არავის გაუთავისუფლებია და თვითონ წავიდა, თავისი ნებით, მაგრამ მან მე მგონი იგრძნო ჩემი დამოკიდებულება მისდამი, - ამის შესახებ ქართველ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა დავოსში განუცხადა.
მისი თქმით, სომხეთში გამგზავრებამდე ის ორჯერ შეხვდა ვაშაკიძეს, ვიზიტისთვის მომზადების ფარგლებში და მან განსახილველ საკითხებს შორის არ შეიტანა საკითხი, რომელიც აუცილებლად აქტუალური იქნებოდა.
"როდესაც ყველა საკითხი ჩამოთვალა, მე ჩავეკითხე ვაშაკიძეს, კი, მაგრამ, აფხაზეთის რკინიგზის საკითხს ხომ იცი, რომ შემეკითხებიან. ამაზე მითხრა, მე მზად არ ვარო. ორ დღეში მივდიოდი სომხეთში და როდესაც ვკითხე, როდის გექნება მზაობა, მითხრა, ერთი კვირის შემდგომო. მე მეგონა, რომ ხუმრობდა. იქ ნახა ჩემი რეაქცია, რომ ეს არასერიოზული პასუხი იყო. ძალიან არასერიოზული პასუხი გამცა ძალიან სერიოზულ კითხვაზე",-განაცახად ივანიშვილმა.
მისივე თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან ნიკოლოზ ვაშაკიძის წასვლას და ვიცე-პრემიერობიდან ირაკლი ალასანიას გადაყენებას საერთო არაფერი აქვს. ჟურნალისტის კითხვაზე, რომ პოლიტიკოსების ერთმა ნაწილმა ირაკლი ალასანიას ვიცე-პრემიერობიდან გადაყენება ნიკოლოზ ვაშაკიძის თანამდებობიდან წასვლის გაგრძელებად აღიქვა, ივანიშვილმა განაცხადა, რომ ასეთი დაკავშირება ბავშვებს თუ შეუძლიათ და ეს სასაცილოა.
"რა შუაშია ვაშაკიძის წასვლა იმ გაუგებრობასთან, რაც ირაკლი ალასანიასთან დაკავშირებით მოხდა. ნიკოლოზ ვაშაკიძე რა შუაშია ალასანიასთან?! ვაშაკიძის წასვლასთან ამის კავშირი ალბათ "ნაციონალებმა" ააგეს", - განაცხადა ივანიშვილმა.

0  
14 კორშა   (23.01.2013 15:50) [Материал]
გაგიმარჯოს ბიბი.
ხო აქ ჯობია კი.მაგრამ არავინ რომ არ მოდის ეს არის ცუდი.

0  
15 კორშა   (23.01.2013 15:52) [Материал]
ჟურნალისტმა კითხაო რომ, პატრიარქმა პუტინს თქვენი მოკითხვა გადასცაო და არ ვიციო,მე არაფერი დამიბარებიაო biggrin :D უთქვია ბიძინას.
რამდენი ვიცინე მაგაზე.ნეტა მართალია?

1-15 16-30 31-45 ... 121-135 136-141
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  იანვარი 2013  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025