ხუთშაბათი, 19.06.2025, 05:23
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » აგვისტო » 12 » ირაკლი ალასა ნია - აშშ განსაკუთრებული ყურადღებით არჩევნების შემდგომ, ხმის დათვის პროცესს დააკვირდება
05:30
ირაკლი ალასა ნია - აშშ განსაკუთრებული ყურადღებით არჩევნების შემდგომ, ხმის დათვის პროცესს დააკვირდება
ამერიკის შეერთებული შტატები განსაკუთრებული ყურადღებით არჩევნების შემდგომ, ხმის დათვლის პროცესს დააკვირდება , - ამის შესახებ ჟურნალისტებს კოალიცია "ქართული ოცნების" და "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ სენატორ რიჩარდ ლუგართან ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანი აქცენტი წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგზეც გაკეთდება, თუმცა მთავარი მაინც ხმის დათვლის პროცედურაზე დაკვირვება იქნება.

"ყველას კარგად ესმის, რომ ხმის დათვლის პროცესში არ უნდა მოხდეს დარღვევები და ქართველი ხალხის გადაწყვეტილება ზუსტად უნდა აისახოს შედეგებზე. ვისაუბრეთ ასევე რუსეთის ოკუპაციაზეც და იმაზეც, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანაში", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

მისივე განმარტებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეკონომიკურ მდგომარეობასაც.
როგორც ალასანიამ აღნიშნა, ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ საქართველოში ყველა წრის წარმომადგენელს ბიზნესში თანაბარი შესაძლებლობები უნდა მიეცეს.

"მონოპოლიებმა უნდა დატოვონ ქართული პოლიტიკაც, მედიაც და ბიზნესიც. ამაში სენატორ რიჩარდ ლუგარის მხრიდან სრული მხარდაჭერაა. სენატორი ემხრობა იმას, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად და ხმები სწორად დაითვალონ", - აღნიშნა ალასანიამ.

სენატორ რიჩარდ ლუგარის შეხვედრა ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებთან სასტუმრო "თბილისი მარიოტში" დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენელი თედო ჯაფარიძე, დავით უსუფაშვილი, ირაკლი ალასანია და "ქრისტიან-დემოკრატიული" პარტიის ლიდერი გიორგი თარგამაძე.


ნანახია: 810 | დაამატა: ეფემია
სულ კომენტარები: 3
0  
1 არალე   (12.08.2012 06:24) [Материал]
დღე მშვიდობისა დიდგორს!

დიდი და სერიოზული წინააღმდეგობების გადალახვა მოუწევს ქართულ საზოგადოებას, რომ ხელისუფლებამ რაც შეიძლება ნაკლები ტავხედობა გაბედოს.
მაგრად უნდა დადგეს ერი და ბერი, საერთაშორისო ორგანიზაციებტან ერთად, რომ ძალიან არ ითავხედონ.
თუმცა, არჩევნების გაყალბების ტექნოლოგიები ყველასათვის ცნობილია, არ არის გამორიცხული ახალი რამ მოიფიქრონ.

0  
2 ბიბი   (12.08.2012 09:43) [Материал]
მოგესალმებით და დიდგორობას გილოცავთ smile

0  
3 ბიბი   (12.08.2012 09:45) [Материал]
ჯერ ხმის მიცემის პროცესი უნდა გაკონტროლდეს კარგად და მერე ხმების დათვლის! angry თორემ იმდენი მიწერილი ხალხი ყავთ, რომ შესაძლოა და დიდი ალბათობაა, რომ გაყალბდეს არჩევნები cry

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  აგვისტო 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025