ხუთშაბათი, 19.06.2025, 14:13
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2013 » იანვარი » 8 » ინვესტორი საქართველოს პრეზიდენტს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს
11:31
ინვესტორი საქართველოს პრეზიდენტს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს


საერთაშორისო ინვესტიციების საკოორდინაციო ცენტრი საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. საქმე ეხება პრეზიდენტის მიერ 7 იანვარს გაკეთებულ განცხადებას, არაბული საინვესტიციო ჯგუფის „დაბი ჯგუფის" მიერ საქართველოში პროექტის შეჩერებას, რომელიც რუსთაველის გამზირზე 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობას ითვალისწინებდა.

„რამდენადაც „დაბი ჯგუფი", როგორც ინვესტორი ქვეყანაში სწორედ ჩვენმა ცენტრმა შემოიყვანა და დიდი ხნის განმავლობაში მის საქმიანობასაც წარმართავდა, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ პრეზიდენტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ინვესტორმა პროექტის განხორციელება შეაჩერა ახალი მთავრობის მიერ წარმოებული პოლიტიკის მიზეზით, სიმართლეს არ შეესაბამება.

პროექტის დაფინანსება და განხორციელება შეწყდა 2010 წლის გაზაფხულზე „დაბი ჯგუფი"-ს ერთ-ერთი მენეჯერის – სამი ედვარდსის საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან კორუფციული გარიგების მიზეზით. კერძოდ, აღნიშნული სახელისუფლებო კორუფციული ჯგუფი ინვესტორთა დეზინფორმირების გზით ცდილობდა და ცდილობს აღნიშნული პროექტის განხორციელებით მიიღოს სარგებელი და წარმართოს საქმიანობა საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით. მათი ქმედებები მიმართულია უშუალოდ ინვესტორისა და ქვეყნის ინტერესების საზიანოდ. განცხადება აღნიშნულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებთან დაკავშირებით უკვე შესულია მთავარ პროკურატურაში და მიმდინარეობს ძიება.

გასული წლის 7 ოქტომბერს, მერიის მიერ დამტკიცებული პროექტის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს ინვესტორის მიერ 5-ვარსკვალიავიანი სასტუმროს აშენებას, კულტურის სამინისტრომ პროექტის მენეჯერებს მისცა რეკომენდაცია ქალაქის არქიტექტურულ მემკვიდრეობასა და იერსახესთან პროექტის შესაბამისობაში მოყვანაზე.

ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, „დაბი ჯგუფი" არის საკმაოდ წარმატებული და საქართველოს მიმართ ლოიალურად განწყობილი კომპანია. დარწმუნებული ვართ, აღნიშნული ჯგუფი მომავალშიც განაგრძობს საქართველოში საინვესტიციო პროექტების განხორციელებას, ხოლო პრეზიდენტის მიერ ასეთი განცხადების მიზანი არის ახალი ხელისუფლების მიმართ პოტენციური ინვესტორების უარყოფითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, რითაც ჩვენის აზრით ზარალდება არა რომელიმე მხარე, არამედ მთლიანად ქვეყნის საინვესტიციო იმიჯი", – ნათქვამია განცხადებაში.

 

ნანახია: 845 | დაამატა: ლონდა
სულ კომენტარები: 3101 2 3 ... 20 21 »
0  
1 ლონდა   (08.01.2013 11:31) [Материал]

0  
2 ლონდა   (08.01.2013 11:39) [Материал]
მიმდინარე წლის 1 ივლისიდან წინასამშობიარო პერიოდში საჭირო სამედიცინო მომსახურება და მშობიარობა უფასო იქნება. ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, უფასო მშობიარობას საბაზისო სადაზღვევო პაკეტი ითვალისწინებს, რომელიც თებევრლის ბოლოდან ნაწილობრივ ამოქმედდება. საბაზისო დაზღვევით საქართველოს ყველა მოქალაქე ისარგებლებს. სადაზღვევო პაკეტით გათვალისწინებულ სერვისებთან დაკავშირებით კერძო კლინიკებთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

http://info9.ge/?l=G&m=1000&id=11830

0  
3 ლონდა   (08.01.2013 11:39) [Материал]
ეს მატყუარა კაცი!ფუფ აფერისტიიიიი

0  
4 ამსო   (08.01.2013 11:58) [Материал]
პირს როგორც კი დააღებს, მძრ---ი ამოსდის.უსინდისო ცრუპეპენტელა. angry

0  
ძალიანაც KაI თუ მოიტყუა:)))))) დარჩა ამოგდენული Eხლა? რამდენჯერ Uნდა ალოკოს გადაფურთხებული, ფუ ბალვან, სკაწინ:D

0  
6 ქაჯანა   (08.01.2013 13:01) [Материал]
ლონდიი ააყენე სისინა?? biggrin

0  
7 ლონდა   (08.01.2013 13:46) [Материал]
მე კი ავაყენე სისინა, მაგრამ სად არის ხალხი სად? სად ტრაკში დადიხართ biggrin

0  
8 ლონდა   (08.01.2013 14:03) [Материал]
ეეხ, მარტო ვარ, დაჟე სტუმრებიც არ არიან biggrin

წავედი მე, დღეს გვიან მოვალ. ანაკონდა მიმყავს ექიმტან

0  
9 ბიბი   (08.01.2013 16:36) [Материал]
თქვენ აქ ყოფილხართ, მე კიდევ ქვედა თემაში დავპოსტე sad როცა სხვა თემაში გადადიხართ, თქვით ხოლმე angry biggrin biggrin biggrin

0  
10 ბიბი   (08.01.2013 16:37) [Материал]
არც მომისმენია, რა თქვა პრეზომ, არანაირი სურვილი არ მაქვს! angry მატყუარა და აფერისტია!!! angry

0  
cool

0  
12 ბიბი   (08.01.2013 16:38) [Материал]

http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=zaKA7nZ2Fmk

0  
13 ბიბი   (08.01.2013 16:40) [Материал]
ძალიანაც კარგი, მიდით, ნაცებო, დაითხოვეთ პარლამენტი, თუ მაგრები ხართ! biggrin

0  
14 ბიბი   (08.01.2013 16:42) [Материал]
მაგარია ბიძინა, თუ ყველაფერს თავისი ჭკუა-გონებით აკეთებს და თუ მას ხუხაშვილი და სხვა მრჩევლებიც ეხმარებიან, უფრო კარგი!!! ე.ი. მისი მრჩევლბი ამართლებენ იმედებს და მაგიტომ სკდებიან ბოღმაზე დანარჩენები!! biggrin tongue

0  
15 ბიბი   (08.01.2013 16:57) [Материал]
კოალიცია "ქართულ ოცნებას" შესაძლოა, რამდენიმე საპრეზიდენტო კანდიდატი ჰყავდეს
17:01 08.01.2013

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ვიქტორ დოლიძის განცხადებით, კოალიცია "ქართულ ოცნებას" შესაძლოა, რამდენიმე საპრეზიდენტო კანდიდატი ჰყავდეს.

"ყველაფერი შესაძლებელია და გამორიცხული არაფერია. ეს არის ჯანსაღი პროცესი. კოალიცია იმიტომ შეიქმნა, რომ შეიძლება ერთიანი ლიდერი დაასახელოს და შეიძლება - სხვადასხვაც, რადგან კოალიცია რამდენიმე პოლიტიკური სუბიექტისგან შედგება", - განაცხადა დოლიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ "ყველა პოლიტიკური ძალა, პარტია იმიტომ არსებობს, რომ ყველა ფიქრობს, თავისი კანდიდატი ჰყავდეს" და არ უარყო, რომ თუ პარტია "თავისუფალი დემოკრატები" ცალკე გადაწყვეტენ თავისი კანდიდატურის დასახელებას, ეს ირაკლი ალასანია იქნება.

"ჩვენი პარტიის ლიდერი ლოგიკურად ირაკლი ალასანიაა და შემდეგ რა მოხდება, ვნახოთ", - აღნიშნა დოლიძემ.

1-15 16-30 31-45 ... 286-300 301-310
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  იანვარი 2013  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025