ხუთშაბათი, 19.06.2025, 13:07
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2013 » იანვარი » 22 » ილია მეორე - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობები ჩიხიდან გამოვიყვანოთ
13:44
ილია მეორე - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობები ჩიხიდან გამოვიყვანოთ
ილია მეორე - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობები ჩიხიდან გამოვიყვანოთ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობები ჩიხიდან გამოვიყვანოთ, - ამის შესახებ მოსკოვში ვიზიტით მყოფმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა , უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
უწმინდესმა რუსეთის პრეზიდენტთან ხვალ დაგეგმილ შეხვედრაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საუბარი იმ საკითხებს შეეხება, რომელიც ქართველ ხალხს აწუხებს.
"ხვალ არის შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან. ჩვენ შევეხებით იმ საკითხებს, რომელიც აწუხებს ქართველ ხალხს და არა მარტო ქართველ ხალხს. ურთიერთობა, რომელიც ჩამოყალიბდა რუსეთსა და საქართველოს შორის, არ არის ბუნებრივი და ნორმალური. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩიხიდან გამოვიყვანოთ ეს ურთიერთობა და მინდა ვთქვა, რომ ასეთივე სურვილი აქვს რუსეთს", - ბრძანა უწმინდესმა.
ილია მეორე უკვე რამდენიმე დღეა მოსკოვში იმყოფება.

ნანახია: 845 | დაამატა: ლონდა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  იანვარი 2013  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025