ხუთშაბათი, 19.06.2025, 14:14
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » აგვისტო » 5 » ილია მეორე - დღეს მთელი საქართველოს მოსახლეობა პოლიტიზირებულია
08:25
ილია მეორე - დღეს მთელი საქართველოს მოსახლეობა პოლიტიზირებულია

ილია მეორე - დღეს მთელი საქართველოს მოსახლეობა პოლიტიზირებულია, უნდა მივენდოთ ღვთის ნებას და ღმერთს როგორც უნდა, ისე იქნება













დღეს მთელი საქართველოს მოსახლეობა პოლიტიზირებულია, - ამის შესახებ საკვირაო ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ განაცხადა.
პატრიარქის განცხადებით, დღეს დიდი და პატარა, ყველა პოლიტიკაზე საუბრობს, თუმცა ეს ყველაფერი, პატრიარქის თქმით, უნდა მივანდოთ ღვთის ნებას და ღმერთს როგორც უნდა, ისე იქნება. პატრიარქმა ბრძანა, რომ ყველამ უნდა იფიქროს სულზე, სასუფეველზე, ოჯახებზე, შვილებზე.
ილია მეორემ ისაუბრა ახალგაზრდების ხშირ სტუმრობაზე ტაძრებში და აღნიშნა, რომ ძალიან ხშირად ჩამოდიან უცხოეთიდან სტუმრები, მათ შორის რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან და კითხულობენ იმას, თუ რატომ არის ქართული ტაძრები ახალგაზრდებით სავსე და რა საიდუმლო არსებობს.
"ჩვენ არანაირი საიდუმლო არ გვაქვს, აქ მოდიან ღვთის ნებით და განგებით, მოდიან ღვთის სახლში, მაგრამ უნდა ვიცოდეთ რა უნდა ვაკეთოთ ღვთის სახლში, როგორ უნდა მოვიქცეთ", - განაცხადა პატრიარქმა.
დღესვე, ილია მეორემ სამღვდელოების რამდენიმე წარმომადგენელი "დამშვენებული ჯვრით" დააჯილდოვა და რამდენიმე გვარი დალოცა.
ნანახია: 916 | დაამატა: ეფემია
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  აგვისტო 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025