ოთხშაბათი, 18.06.2025, 23:22
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2013 » მაისი » 1 » გიგა ბოკერია - ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით არანაირი "შეთქმულების თეორია" არ არსებობს
22:26
გიგა ბოკერია - ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით არანაირი "შეთქმულების თეორია" არ არსებობს
გიგა ბოკერია - ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით არანაირი "შეთქმულების თეორია" არ არსებობს ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით არანაირი "შეთქმულების თეორია" არ არსებობს, - ამის შესახებ, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა .
მისივე თქმით, საქართველოს სახელმწიფომ და მისმა სამართალდამცველმა უწყებამ გააკეთა ყველაფერი, რაც ევალდებოდა და შეაჩერა შეიარაღებული ჯგუფი, რომელიც საქართველოს ტერიტორიის გავლით რუსეთის ფედერაციაში გადასვლას ცდილობდა.
"მე ვნახე სახალხო დამცველის ე.წ. მოხსენება, ეს ვერსია არის აბსურდული სწორედ იმის გამო, რომ არანაირი ფაქტებით არ არის გამყარებული. ადამიანმა მოყვა რაღაც ნარატივი, რომელიც ერთი-ერთში ემთხვევა ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მონათხრობს, რომელიც წლებია ასევე არანაირ ფაქტებს არ ეყრდნობა. სახალხო დამცველს ზოგიერთ შემთხვევაში მოჰყავს კომიკური "მტკიცებულება", მათ შორის ერთ-ერთია შეირაღებული ჯგუფის ერთ-ერთი მონაწილის, რომელიც საქართველოს მოქალაქე იყო, შინაგან საქმეთა სამინისტროში რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი და ეს აქვს მოყვანილი, როგორც მტკიცებულება იმისა, რომ საქართველოს სახელმწიფო უკეთებდა ამას ორგანიზებას. ნათელია, როგორ აბსურდთან გვაქვს საქმე. საქართველოს უამრავ მოქალაქეს აქვს უფლება შეინახოს იარაღი და ის ვალდებულია დაარეგისტრიროს. ეს ყველაფერი ერთი-ერთზე ემთხვევა რუსეთის პროპაგანდას. ასეთი თეორიების "სროლა", ყოველგვარი ფაქტების გარეშე, არის, როგორც მინიმუმ გაუგებარი, უპასუხისმგებლო და სერიოზული შეშფოთების და ეჭვების საფუძველს იძლევა. დარწმუნებული ვარ, ყველა იმ ფაქტზე დაყრდნობით, რაც ჩვენ ვიცით, არანაირი საიდუმლო შეთქმულებების თეორია არ არსებობს", - განაცხადა ბოკერიამ.
Mამასთან, უშიშროების საბჭოს მდივანმა პრემიერ-მინისტრის ის განცხადებაც გააკრიტიკა, რომელშიც ბიძინა ივანიშვილმა არ გამორიცხა, რომ საქართველოში ჩრდილოკავკასიელი ტერორისტები გარკვეულ მომზადებას გადიოდნენ და მას ქვეყნისთვის "საზიანო" უწოდა.
"გამოძიება ყველაფრის შეიძლება, მაგრამ ერთი მთავარი კითხვა ისმის. რატომ არ დაელოდა პრემიერ-მინისტრი გამოძიებას, მით უფრო, რომ ესაა დემოკრატიულად არჩეული პრემიერ-მინისტრი და მის სიტყვებს აქვს დიდი დატვირთვა. ერთი მოტივი შეიძლება იყოს ის, რომ ეს რუსეთსაც აწყობს, ამით მოხდება მასთან ურთიერთობის დალაგების საქმეში წინსვლა, მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ ეს, გარდა იმისა, რომ უპრინციპობაა, პრაგმატულადაც გულუბრყვილობაა, რადგან თუ რუსეთთან ურთიერთობას იწყებ იმის აღიარებით, რომ შენ ტერორისტებს მფარველობდი აქამდე, ეს ძლიერი კი არა უსუსტესი პოზიცაა, მით უმეტეს, რომ მოგონილია და თუ ფაბრიკაციას არ მიმართეს, არასდროს არაფერი დადასტურდება", - აღნიშნა უშიშროების საბჭოს მდივანმა.
ნანახია: 1061 | დაამატა: ლონდა
სულ კომენტარები: 591 2 3 4 »
0  
1 ლონდა   (30.04.2013 22:27) [Материал]

0  
2 ბიბი   (30.04.2013 22:32) [Материал]
კარგი გოგო ხარ! smile

დღეში ერთჯერ რომ შემოაღებდე კარებს, კარგი იქნებოდა... sad

0  
3 ბიბი   (30.04.2013 22:33) [Материал]
ამას ხვალ ვუყურებ, ძალიან დიდია... smile

0  
4 ბიბი   (30.04.2013 22:34) [Материал]
სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 3
ბიბი, ლონდა, დიანა

ვაა,ამას რას მოვესწარი?! surprised surprised biggrin biggrin biggrin

0  
5 ბიბი   (30.04.2013 22:34) [Материал]
sad

0  
6 ბიბი   (30.04.2013 22:37) [Материал]


https://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=fpJjGBQwE3Y

0  
7 ბიბი   (30.04.2013 22:37) [Материал]
მე ამას ვუსმენ ახლა smile

0  
8 ბიბი   (30.04.2013 22:38) [Материал]
რა ხდება, რატომ არ მელაპარაკებით? ლონდა, დიანა.... sad

0  
9 ბიბი   (01.05.2013 07:38) [Материал]
"ვეჭვობ, რომ ჟვანიას ცხედრის სახლში შეტანის ფაქტს შევესწარი"
01/05/13 13:18
არსებობს თუ არა ზურაბ ჟავანიას საქმეში მოწმე, რომელიც შეესწრო, თუ რა მოხდა 2005 წლის 3 თებერვალს საბურთალოს ქუჩა 53-ში მდებარე ბინაში? დუბლინში მცხოვრები ნათელა მოდებაძე ვარაუდობს, რომ ის ამ დღეს ზურაბ ჟვანიას ცხედრის შენობაში შეტანის მომსწრე გახდა.
ნათელა მოდებაძე გაზეთ "ყველა სიახლისათვის" მიცემულ ინტერვიუში დეპუტატ ვასილ მაღლაფერიძის დაკითხვაზე საუბრობს და ამბობს, რომ საქმის დეტალები პარლამენტარისათვის ცნობილია. ნათელა მოდებაძე ამტკიცებს, რომ აღნიშნული საცხოვრებელი ბინა მესაკუთრისგან სწორედ მაღლაფერიძემ იქირავა.
"სავსებით დარწმუნებული ვარ, რომ ამ ამბავზე ძალიან ბევრი იცის ამჟამინდელმა პარლამენტარმა ვასილ მაღლაფერიძემ და თუ ამ საქმეზე სიმართლის დადგენა სურთ აუცილებლად უნდა დაკითხონ სწორედ მაღლაფერიძე. ის ბინა საბურთალოს 53 ნომერში ჩემს მეგობარს უნდა ექირავებინა, შეთანხმებული ვიყავით ბინის მესაკუთრესთან ეკა კიკიანთან ბინის ქირაზე-თვეში 150 დოლარზე, თუმცა მან გამოგვიცხადა-პალამენტარი ვასილ მაღლაფერიძე ორმაგს მიხდის და მას უნდა მივაქირავოო. იმ ღამეს მეგობართან დავრჩი, რომლის ფანჯრებიც პირდაპირ უყურებდა იმ კორპუსს, სადაც ეს მოხდა. მოგვშივდა, ამიტომ გადავწყვიტეთ დაბლა ჩასვლა და რამის ყიდვა. ჩვენი ყურადღება საარბაზოსთან მდგომმა ჯიპმა მიქცია, რადგან მაშინ ჯიპები ასე ხშირად არ ჩანდა თბილისის ქუჩებში. იმ ბინაში, რომელიც ჩემს მეგობარს უნდა ექირავებინა სინათლე ენთო, მახსოვს გავიხუმრე, როგორც ჩანს ვასიკო მაღლაფერიძეს სტუმრები ჰყავს-მეთქი. უკან რომ მოვბრუნდით ეზოში კიდევ ერთი ფარებჩამქრალი ჯიპი შემოვიდა, ისიც ამავე სადარმაზოსთან გაჩერდა. დავინახე, რომ სადარბაზოსთან რამდენიმე ადამიანი ტრიალებდა, ბნელოდა და სახეები ვერ გავარჩიე. თუმცა თვალში მომხვდა, რომ ძალიან დიდი ყუთით შეიტანეს რაღაც, ასევე მოჰყავდათ მამაკაცი, მხრებში ედგნენ, როგორც მთვრალ კაცს შეუდგებიან, ისე. მაშინ არ მიფიქრია, რომ რაღაც ტრაგედია ტრიალებდა. მეორე დღეს, როდესაც ითქვა რომ პრემიერი გარდაიცვალა სწორედ ამ ბინაში ბუნებრივად გამახსენდა ეს და ვიეჭვე, რომ სწორედ ამ ადამიანების ცხედრების შენობაში შეტანას დავესწარი",-აცხადებს გაზეთთან ინტერვიუში ნათელა მოდებაძე

ნათელა მოდებაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ის მოწმეა, მისი ჩვენებით ოფიციალურად ახალი ხელისუფელბა არ დაინტერესებულა.

0  
10 ბიბი   (01.05.2013 07:46) [Материал]
ეს ქალბატონი, ასე უხვად რომ არიგებს ინტერვიუებს და ეჭვობს, რომ შეესწრო ჟვანიას ცხედრის შეტანას ამ ბინაში, არ ჯობდა, თვითონ მიმართა პროკურატურისთვის? კიდევ ვინ დაამტკიცებს, რომ ვიღაცეებმა ჯიპებით მიცვალებულები შეიტანეს ბინაში, ან ვინ იყვნენ ამ ჯიპების პატრონები? მასე ხომ მეც შემიძლია ვთქვა? როგორ დავამტკიცებ, რომ არ ვტყუი, ან სიმართლეს ვამბობ? angry

0  
11 ბიბი   (01.05.2013 08:04) [Материал]
“ზურაბ ჟვანიას მკვლელობა დიდ ეკონომიკურ პროექტს უკავშირდება!”
ვანო პავლიაშვილი,"ქართული სიტყვა"
2013-05-01 13:07:43
“სააკაშვილი ქართული სასამართლოს მიერ გასამართლდება და ეს მაშინ მოხდება, როცა ხელისუფლებაში მკაცრად ფორმირებული პატრიოტული ძალა მოვა. მჯერა, რომ პრემიერი ნამდვილი პატრიოტია, რომელსაც საქართველოზე გული შესტკივა. საერთოდ, ივანიშვილი პროქართველია, მაგრამ თუკი პარლამენტს გადავხედავთ, იქ არიან ძალები, რომლებისთვისაც, ვერ ვიტყვი, რომ მთავარი საქართველოა,” _ ამბობს ვიზენტალის ქართული ფონდის ერთ-ერთი ხელმძღვანელი მირიან ყარაულაშვილი, რომელიც “ქართულ სიტყვასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში “ვარდების რევოლუციასთან” დაკავშირებულ დღემდე უცნობ ინფორმაციებს ასაჯაროებს. ცნობისთვის: სიმონ ვიზენტალმა, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის საკონცენტრაციო ბანაკის ჯოჯოხეთი გამოიარა, სპეციალური ფონდი დააარსა, რომელიც მთელ მსოფლიოში ნაცისტ ჯალათებს ამხელდა... ქართველი “ვიზენტალისტები” მხოლოდ “ვარდოსანთა” დანაშაულობებს კი არა, 1988 წლიდან მოყოლებული, ყველა ბურუსით მოცული საქმის გამოძიებას და ამ მასალების შესაბამისი უწყებებისთვის გადაცემას აპირებენ. ერთ-ერთი საქმე, რომელსაც ჩვენებური “ვიზენტალის ფონდი” იძიებს, სწორედ “ვარდების რევოლუციაა”. მაშ ასე, როგორ, სად და როდის “დაავერბოვკა” “კა-გე-ბე”-მ და რა გარიგება დადო მიხეილ სააკაშვილმა “ვარდების რევოლუციის” წინ ქართველ “კანონიერ ქურდებთან”? _ ამ და სხვა საინტერესო თემებზე ვიზენტალის ქართული ფონდის ერთ-ერთი ხელმძღვანელი მირიან ყარაულაშვილი საუბრობს:

_ “ვარდების რევოლუცია”, როგორც ამბობენ, სპონტანური კი არა, წლების განმავლობაში დაგეგმილი მცოცავი პროცესი იყო, რომელიც მიზნად ხელისუფლების ხელში ჩაგდებას ითვალისწინებდა. ამაში მხოლოდ ჟვანია-სააკაშვილის გუნდები კი არა, სხვა ძალებიც მონაწილეობდნენ, რომლებიც იმ მიზნით იყვნენ გაერთიანებულნი, რომ ხელისუფლებაში ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი ძალები მოეყვანათ.

_ “სხვა ძალებში” ვის გულისხმობთ?

...სრული ვერსია იხ. აქ: http://www.for.ge/view.php?for_id=23303&cat=9

0  
12 ბიბი   (01.05.2013 08:06) [Материал]
ამ ბოლო დროს, პრესაში მომრავლდა ვებზე და ვარაუდებზე აგებული ცილისმწამებლური სტატიები... angry sad

0  
13 ბიბი   (01.05.2013 08:07) [Материал]
ნანუკა ჟორჟოლიანი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს
15:01 01.05.2013

ნანუკა ჟორჟოლიანი საქართველოს პრემიერ მინისტრს საჯაროდ მიმართავს. საკუთარი განცხადება ცნობილმა ტელესახემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

„ბატონო ბიძინა, იმიტომ რომ მას უკვე თქვენი მრჩეველი ქვია და თქვენთან ასოცირდება, გადავწყვიტე ღიად მოგმართოთ. უკვე მერამდენედ ვკითხულბ პრესის ფურცლებზე რომ ბატონი ხუხაშვილი მე და ჩემს კოლეგებს (მათ შორის იმედის ცნობილ სახეებსაც) უკვე პირად შეურაცხყოფას გვაყენებს. აქამდე ვცდილობდი ამ ყველაფრისთვის კრიტიკა დამერქმია, მაგრამ რადგან ამან ტრადიციული სახე მიიღო და უფრო რთულ ფორმებში გადავიდა ხუხაშვილის რიტორიკა, ამიტომ მივეცი ჩემს თავს უფლება ასე საჯაროდ მომეართა თქვნთვის- მჯერად თქვენ ურჩიეთ (აუხსენით) ხუხაშვილს , რომ იქნებ ქართულ მედიასთან ურთიერთობების სხვა ფორმები მოძებნოს:) წინაწარ გიხდით მადლობას:)“ - წერს ჟორჟოლიანი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

0  
14 ბიბი   (01.05.2013 08:44) [Материал]
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშროლებმა „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს“ პროგრამებში მონაწილე მეწარმეები დააკავეს. ისინი თვიანთ სავაჭრო ობიექტებში ბარათებს გლეხებისგან რეალურზე ნაკლებად იბარებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სასოფლო-სამეურნეო ბარათების ფულის სანაცვლოდ მიღება დაუშვებელია, ისინი მონაცემებს აყალბებდნენ, რითაც ადასტურებდნენ, თითქოს ფერმერს ვაუჩერში მითითებული თანხის შესაბამისი საქონელი და ინვენტარი მიყიდეს. ამის შემდეგ, ვაუჩერების ბანკში წარდგენით, ბარათში დაფისქსირებულ სრულ თანხას იღებდნენ. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ ამ ეტაპზე 10 მოქალაქეა დაკავებული, თუმცა გამოძიება ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროს იმ თანამდებობების პირთა საკითხს სწავლობს, რომლებსაც პროექტის ფარგლებში გამოყოფილი თანხის ხარჯვაზე კონტროლი ევალებოდათ. აღნიშნულ საკითხზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180 - ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას 6 დან 9 წლამდე ვადით ითავლისწინებს.

http://info9.ge/?l=G&m=1000&id=17909

0  
15 ბიბი   (01.05.2013 11:06) [Материал]
სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 1
ბიბი

1-15 16-30 31-45 46-59
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  მაისი 2013  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025