ხუთშაბათი, 19.06.2025, 14:48
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2013 » იანვარი » 2 » გამოკითხულთა უმრავლესობა წლის პოლიტიკოსად ბიძინა ივანიშვილს მიიჩნევს
15:51
გამოკითხულთა უმრავლესობა წლის პოლიტიკოსად ბიძინა ივანიშვილს მიიჩნევს
საინფორმაციო პორტალ "ამბები.გე"-ზე ჩატარებული გამოკითხვის მონაწილეთა უმრავლესობა წლის პოლიტიკოსად პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მიიჩნევს. მას ხმათა 46.5% ხვდა წილად. რეიტინგში მეორე ადგილი თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ დაიკავა. ალასანიას წლის პოლიტიკოსად გამოკითხულთა 12.6% მიიჩნევს. სამეულს ხმათა 7.3% პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აგვირგვინებს.

"ამბები.გე" გამოკითხვას აწარმოებდა ასევე წლის ხელოვანის, წლის ჟურნალისტისა და წლის უფლებადამცველის ვინაობის გამოსავლენად. საიტის მკითხველთა უმეტესობამ (23.6%) წლის ხელოვანის ტიტული ოპერის მომღერალ პაატა ბურჭულაძეს მიანიჭა, სიაში მეორე აღმოჩნდა რეჟისორი რობერტ სტურუა (14.4%), მესამე კი - მწერალი დათო ტურაშილი (11.2%).

გამოკითხვის მონაწილეთა უმრავლესობამ (11.6%) წლის ჟურნალისტად ნინო ჟიჟილაშვილი დაასახელა, ხმათა 10.7%-ით მას შალვა რამიშვილი მოსდევს, მესამე ადგილს კი ნანა ლეჟავა იკავებს (9.3%).

რაც შეეხება წლის უფლებადამცველს, "ამბები.გე"-ს გამოკითხის მონაწილეთა 27.2%-მა ეს ტიტული დიმიტრი ლორთქიფანიძეს მიანიჭა, 9.6%-მა - ლალი მოროშკინას, 8.3%-მა კი ნანა კაკაბაძეს.

გამოკითხვა 15 დეკემბერს დაიწყო და 31 დეკემბერს დასრულდა. მასში სულ 36 277-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

წყარო/Source: http://geo.ambebi.ge
ნანახია: 863 | დაამატა: ეფემია
სულ კომენტარები: 2421 2 3 ... 16 17 »
+2  
1 ფეფე   (02.01.2013 16:06) [Материал]
მე სხვას ვერც წარმოვიდგენდი წლის პოლიტიკოსად. სასწაული მოახდინა ამ კაცმა.

0  
2 ფეფე   (02.01.2013 16:07) [Материал]
გამარჯობათ. ბედობას გილოცავთ. ყველაფერი საუკეთესო დაგბედებოდეთ.

0  
3 მიხო   (02.01.2013 16:08) [Материал]
ფეფე გილოცავ ბედობას! smile

+1  
4 მიხო   (02.01.2013 16:10) [Материал]
აბა შიგ არა აქვს ბაბაჯან გაგიევს? დაუბლოკივარ biggrin

0  
5 ფეფე   (02.01.2013 16:15) [Материал]
მეც გილოცავ მიხო, მრავალს დაესწარი smile რატომ დაგბლოკა, რა დააშავე? შენ არ იგინები ხოლმე როგორც ვიცი. smile

0  
6 ფეფე   (02.01.2013 16:41) [Материал]

0  
7 კაცური   (02.01.2013 17:38) [Материал]
ბიბი გამარჯობა! მოგილოცეთ,მაგრამ არ მომწყინდება. შენი სახით გილოცავთ ახალ წელს და ბედობის დღესაც.იხარეთ.

0  
8 კაცური   (02.01.2013 17:41) [Материал]
წლის პოლიტიკოსი კი არა,20 წლის მანძილზე საქართველოს მარჩენალი. ვერ ვგრძნობდით ამდენი მძარცველების ხელში და კარგად არც ვიცოდით ამ კაცის ნაკეთები სიკეთე.

0  
9 ბიბი   (02.01.2013 18:23) [Материал]
გამარჯობათ, კაცური, კობა! გილოცავთ ახალ წელს და ბედობას! სიხარული, სიყვარული, ხვავი, ბარაქა დაგბედებოდეთ და ბედნიერი წელი ყოფილიყოს თითოეული თქვენთაგანისთვის smile

0  
10 ბიბი   (02.01.2013 18:25) [Материал]
კაცური, მე გუშინდელ თემაში მოგესალმე და მოგილოცე კიდეც, ფეფესაც, არ ვიცოდი, ახალი თემბი თუ დადო ფეფემ biggrin
კი გამიკვირდა, რომ არ შემეხმიანეთ და მაგიტომ ხელახლა გადავათვალიერე თემები smile თურმე რამდენი ახალი თემა დაუდვია, ჩვენს ფეფულიკოს! wacko biggrin
სამწუხაროდ გასულა და ვერ მოვუსწარი sad

0  
11 ბიბი   (02.01.2013 18:27) [Материал]
კი, მეც წლის საუკეთესო კაცად მიმაჩნია ბიძინა!!! ამბები.გე მიშისტებისკენ გადახრილი გაზეთია და ხომ წარმოგიდგენიათ, რეზონანსმა რომ ჩაატაროს გამოკითხვა.... biggrin

0  
12 ბიბი   (02.01.2013 18:27) [Материал]
მიშამ 7% მაიც მიიღო? ძალიან ბევრია!!! angry

0  
13 კაცური   (02.01.2013 18:40) [Материал]
მიშას ეკუთნის 100% დუბინკა და 100% ცოცხი,მეტის ღირსი არ არის არც მაგი და არც მისი ბანდა.

0  
ბიძო რულამს :))))))

+1  
15 ბიბი   (02.01.2013 18:46) [Материал]
მიხო, რა გინდა ბაბაჯანაზე? ახლა შევიხედე და მიშისტების პარადია! არ უნდათ თუ ვერ იგებენ რა ხდება საქართველოში, არ ვიცი, ისევ იმას ქადაგებენ რუსეთი და რუსეთში ნაშოვნი ფულები!!!
angry
თქვე კაი ხალხო, კაცმა რუსეთში იშოვა ფულები და საქართელოში ატრიალებს, თქვენმა სათაყვანებელმა და გამოთაყვანებულმა მიშამ და მისმა ნაცებმა, კი ჩვენთვის განკუთვნილი ფულებით აიშენეს და დაიმშვენეს სასახლეები და დრო ატარეს!!! angry
ნუ რად გინდა?! შეაყარე კედელს ცერცვი!... biggrin biggrin biggrin

1-15 16-30 31-45 ... 226-240 241-242
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  იანვარი 2013  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025