ოთხშაბათი, 18.06.2025, 12:33
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » სექტემბერი » 25 » "ერისიონმა" სოლიდარობა კოალიცია "ქართულ ოცნებას" გამოუცხადა
09:10
"ერისიონმა" სოლიდარობა კოალიცია "ქართულ ოცნებას" გამოუცხადა
სახელმწიფო ანსამბლმა "ერისიონმა" სრული შემადგენლობით სოლიდარობა კოალიცია "ქართულ ოცნებას" გამოუცხადა. "ერისიონის" მოცეკვავეები და მომღერლები დღეს კოალიცია "ქართული ოცნების" ოფისში შეიკრიბნენ და განაცხადეს, რომ რამდენიმე დღის წინ ტელევიზიებით გადაცემული პატიმრების კადრების გამო ისინი შოკში არიან და თავს ვალდებულად თვლიან, დაუდგნენ იმ ადამიანებს გვერდით, რომლებიც სოლიდარობას უცხადებენ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, სოლიდარობას უცხადებენ პოლიტიკურ პატიმრებს.

როგორც პრესკონფერენციაზე "ერისიონის" ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გიორგი ჩხაიძემ განაცხადა, ანსამბლი სრული შემადგენლობით იქნება იქ, სადაც ქართველი ერია, სადაც ჭეშმარიტებაა და სადაც ძალადობასა და ძალმომრეობას ებრძვიან.

წყარო/Source: http://geo.ambebi.ge/sazogadoeba/61812-qerisionmaq-solidaroba-koalicia-qqarthul-ocnebasq-gamouckhada.html#ixzz27UETL56n
ნანახია: 1198 | დაამატა: ეფემია
სულ კომენტარები: 3571 2 3 ... 23 24 »
0  
1 ეფემია   (25.09.2012 09:14) [Материал]
თურქეთში საქართველოს კონსულმა გელა ჯაფარიძემ პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა
თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს კონსულმა გელა ჯაფარიძემ პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ჯაფარიძე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც გადაწყვეტილების მოტივად პატიმართა წამების ფაქტებს ასახელებს.
"ბოლო დღეების მანძილზე ქართული ტელევიზიების საშუალებით გავრცელდა შემაძრწუნებელი კადრები, სადაც გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პატიმრების არაადამიანური წამება და გაუპატიურება არის გადაღებული, რასაც საზოგადოების სამართლიანი აღშფოთება და პროტესტი მოყვა. როგორც ირკვევა, პატიმრებს ხანგრძლივი დროის მანძილზე სასტიკად უსწორდებოდნენ როგორც სასჯელაღსრულების სისტემის დაბალი რანგის თანამშრომლები, აგრეთვე საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირები, რაც განსაკუთრებით საგანგაშოა.

წლების განმავლობაში, ქართული და უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოს სახალხო დამცველის მიერ ქვეყნდებოდა არაერთი დასკვნა, სადაც ლაპარაკი იყო პენიტენციალურ სისტემაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე, პატიმართა მიმართ სასტიკ და არასათანადო მოპყრობაზე და პატიმრების სიკვდილიანობის ზრდაზე. სამწუხაროდ, ხელისუფლების მხრიდან არ იქნა მიღებული ადექვატური ზომები, რათა პატიმრების წამებაში მონაწილე ყველა პირი მართლმსაჯულების წინაშე წარმდგარიყო და კანონის სრული სიმკაცრით დასჯილიყო, რამაც სისტემაში სრული განუკითხაობა და დაუსჯელობის სინდრომი გამოიწვია.

ჩემთვის, როგორც საქართველოს კონსულისათვის, რომელიც წლების განმავლობაში პირნადთლად ვასრულებდი ჩემს უპირველეს მოვალეობას და საქართველოს მოქალაქეთა უფლებებს, მათ შორის თურქეთში ქართველ პატიმართა უფლებებს განუხრელად ვიცავდი, ყოვლად მიუღებელია საკუთარ სამშობლოში პატიმართა მიმართ ასეთი არნახულად ვანდალური დამოკიდებულება.

ბოლო სამი დღის განმავლობაში იმედი მქონდა, რომ მომხდარ მოვლენებბთან დაკავშირებით შესაბამისი სამსახურების მიერ გადაიდგმებოდა კონკრეტული ნაბიჯები, მიმართული პატიმართა წამებაში დასახელებული ყველა პირის კანონის სრული სიმკაცრით დასჯისთვის, თუმცა ეს არ მომხდარა.
სწორედ ამიტომ, ვაპროტესტებ მომხდარ დანაშაულებს, გამოვხატავ სოლიდარობას უფლებაშელახული პატიმრების მიმართ და ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც გელა ჯაფარიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე აცნობა. ამასთან, ჯაფარიძის განმარტებით, ანკარაში ის მინიმუმ თვის ბოლომდე გააგრძელებს მუშაობას.

"მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ გადაწყვეტილება მივიღე მას შემდეგ, რაც ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ციხეებში მომხდარ სისასტიკესთან დაკავშირებით სინანული ვერ დავინახე. მე რამდენიმე დღის განმავლობაში ველოდებოდი, რომ შესაბამისი თანამდებობის პირები დაიკითხებოდნენ მაინც", - განუცხადა გელა ჯაფარიძემ "ინტერპრესნიუსს" და განმარტა, რომ სად გააგრძელებს მუშაობას, ჯერჯერობით არ გადაუწყვეტია.

წყარო/Source: http://geo.ambebi.ge/....thanamd eboba-datova.html#ixzz27UFKc5sG

0  
2 ეფემია   (25.09.2012 09:15) [Материал]
თუ არ ვცდები ესპანეთშიც დატოვა ელჩმა ტანამდებობა. კორშა შენ გეცოდინება, სიმართლეა?

0  
3 ეფემია   (25.09.2012 09:15) [Материал]
გამარჯობა კორშა. როგორ ხარ? tongue

0  
4 კორშა   (25.09.2012 09:16) [Материал]
ნეტა რა ხდება გაეროს ასაბლეის სხდომაზე.არსად დევს ჯერ ინფორმაცია?

0  
5 ეფემია   (25.09.2012 09:17) [Материал]
ონლაინ პერიციას მოაწერეთ ხელი? მეცხრე არხის დახურვის საშიშროებასთან დაკავშირებით რომ არის, იმას.

0  
6 ეფემია   (25.09.2012 09:19) [Материал]

ამ კაცზე იცით უკვე, ეს სხვა ვიდეოა.

0  
7 კორშა   (25.09.2012 09:20) [Материал]
გაგიმარჯოს ფეფე.
ვიღაცამ კი დატოვა თანამდებობა და ვინ არ ვიცი.ელჩი ვინც არის მადრიდში პოლოლიკაშვილი იმან არა.რაღაც სხვა გვარი იყო და ბარსელონაშიო ეწერა.არ ვიცოდი თუ ორი საკონსულო იყო აქ.

0  
8 ეფემია   (25.09.2012 09:24) [Материал]
ხო, რაგაც მაგდაგვარი მითხრეს.

დროებით გავედი კორშა. გაკოცე.

0  
9 კორშა   (25.09.2012 09:25) [Материал]
დროებით ფეფე

0  
10 კორშა   (25.09.2012 09:26) [Материал]
წავალ ფორუმზე,იქ იტყვიან ახალს რამეს.

0  
11 ფეფე   (25.09.2012 09:28) [Материал]
ცოტა ხანიც ვიქნები.

0  
12 კორშა   (25.09.2012 09:28) [Материал]
რუსთავი 2“ დილის რვა საათიდან გოგა ხაინდრავაზე ფილმს ამზადებს
“რუსთავი 2“ დილის რვა საათიდან გოგა ხაინდრავაზე ფილმს ამზადებს
2012-09-25 12:41:02
ნინო მიქიაშვილი
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-დან ჩვენმა კოლეგებმა გვაცნობეს, რომ დღეს დილის რვა საათიდან, პირადად მიხეილ სააკაშვილის მითითებით კინორეჟისორ გოგა ხაინდარავაზე ფილმს ამზადებენ. ტელეკომპანიის არქივიდან ოთხმოცდაათიანი წლების კადრები ამოიღეს. “რუსთავი 2”-მა დახმარებისთვის პირველ არხსაც მიმართა, რომელსაც ბუნებრივია, რომ არქივში გაცილებით მეტი კადრი მოეპოვება.

როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, მიხეილ სააკაშვილი გაცოფებულია იმ ფილმის გამო, რომელიც გოგა ხაინდრავამ გადაიღო და რომელშიც ასახულია “ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების სათავეში მოსვლიდან დღემდე დარბეული მიტინგების, გახმაურებული მკვლელობების, დევნილების გამოსახლების კადრები...

გოგა ხაინდრავას ფილმი “დემოკრატიის შუქურა“ ქართველ მაყურებელზე ადრე ნახეს: ევროსტრუქტურების წარმომადგენლებმა, ამერიკელმა კონგრესმენებმა და სენატორებმა, ევროპასა და ამერიკაში მცხოვრებმა ჩვენმა თანამემამულეებმა

0  
13 კორშა   (25.09.2012 09:28) [Материал]
გოგა ხაინდრავას ფილმი “დემოკრატიის შუქურა“ ქართველ მაყურებელზე ადრე ნახეს: ევროსტრუქტურების წარმომადგენლებმა, ამერიკელმა კონგრესმენებმა და სენატორებმა, ევროპასა და ამერიკაში მცხოვრებმა ჩვენმა თანამემამულეებმა.

გავრცელებული ცნობით, დღეს მიხეილ სააკაშვილი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა და როგორც გაეროში საქართველს ელჩი კახა ლომაია იუწყება, “იმ მიღწევებსა და პრობლემებზეც ისაუბრებს, რომელიც საქართველოში დემოკრატიულ გარდაქმნებს ახლავს“.

24-25 სექტემბერს, მედია-კავშირ “ობიექტივის“ ღამის ეთერში, რომელსაც ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია უძღვებოდა, ამერიკაში მცხოვრებმა ჩვენმა თანამემამულეებმა დარეკეს და განაცხადეს, რომ მიხეილ სააკაშვილის დასახვედრად საგანგებოდ ემზადებიან. ქართველების ნაწილი საკაშვილს აეროპორტში დახვდება ხმაურით, პლაკატებითა და იმ შეძახილებით, რომელსაც მათივე განმარტებით, საქართველოს ხელისუფლება იმსახურებს. ქართველების ის ნაწილი, რომლებიც დღეს მუშაობენ, სამსახურებში წასვლას სპეციალურად სააკაშვილის დასახვედრად არ აპირებენ.

0  
14 ფეფე   (25.09.2012 09:29) [Материал]

0  
15 კორშა   (25.09.2012 09:30) [Материал]
კაცო როგორი გასუსულია ევროპაც და ამერიკაც.რა მოისყიდა ამ კაცმა ყველა,ხმას რო არ იღებს არავინ.

მაინტერესებს რა მოხდება.როგორ გააპროტესტებენ ქართველები.

1-15 16-30 31-45 ... 331-345 346-357
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  სექტემბერი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025