ხუთშაბათი, 19.06.2025, 00:52
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » აგვისტო » 15 » ელისო ჩაფიძე - მაქვს მასალა, სადაც სპეცსამსახურების მიერ ჩემი ლიკვიდაციის გეგმაზეა ლაპარაკი
09:00
ელისო ჩაფიძე - მაქვს მასალა, სადაც სპეცსამსახურების მიერ ჩემი ლიკვიდაციის გეგმაზეა ლაპარაკი
ელისო ჩაფიძე - მაქვს მასალა, სადაც სპეცსამსახურების მიერ ჩემი ლიკვიდაციის გეგმაზეა ლაპარაკი
კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ტყი­ბუ­ლის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტი ელი­სო ჩა­ფი­ძე დაგ­ვი­კავ­შირ­და და გან­გვიცხ­ა­და, რომ სურს, ჩვე­ნი გა­ზე­თის მეშ­ვე­ო­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბას სკან­და­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­ა­წო­დოს:

- მე, რო­გორც ტყი­ბუ­ლის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტი, კა­ნო­ნის სრუ­ლი დაც­ვით, ინ­ტენ­სი­უ­რად ვმარ­თავ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან შეხ­ვედ­რებს. ჩემს რა­ი­ონ­ში კი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტად პა­ლი­კო კუბ­ლაშ­ვი­ლის და­სა­ხე­ლე­ბას აპი­რებს. ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა და­იწყ­ეს ტყი­ბულ­ში გა­ყალ­ბე­ბი­სათ­ვის მზა­დე­ბა. აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რომ 11 არარ­სე­ბუ­ლი მი­სა­მარ­თია და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. გა­მა­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს ე.წ. აი­დი-ბა­რა­თე­ბის დამ­ზა­დე­ბა-­გა­ცე­მა. თუმ­ცა ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის ყვე­ლა მცდე­ლო­ბა, გა­ა­ყალ­ბონ არ­ჩევ­ნე­ბი, ფუ­ჭი იქ­ნე­ბა, რად­გა­ნაც სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცესს სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, აგ­რეთ­ვე, პრე­სა და ტე­ლე­ვი­ზია აქ­ტი­უ­რად და­აკ­ვირ­დე­ბი­ან... რო­გორც შე­ვიტყ­ვე, პა­ლი­კო კუბ­ლაშ­ვილ­მა ჩა­ა­ტა­რა თათ­ბი­რი, სა­დაც გა­ნუცხ­ა­დე­ბი­ა, ხომ იცით, არ­ჩევ­ნებს წა­ვა­გებთ, თუ ყვე­ლა ზო­მას არ მივ­მარ­თავ­თო... ამის შემ­დეგ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ჩემ წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა ბინ­ძუ­რი მე­თო­დე­ბით და­იწყ­ო. გა­სულ კვი­რას მო­ვი­პო­ვეთ ინ­ფორ­მა­ცი­ა, რომ ჩემს სი­ცოცხ­ლეს საფ­რთხე ემუქ­რე­ბა და ამის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ხელთ გვაქვს.

- რა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­ზე ლა­პა­რა­კობთ?
- ად­გი­ლობ­რი­ვი კუ­დის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი იღე­ბენ ჩე­მი ავ­ტო­მო­ბი­ლის ფო­ტო­ებს ყო­ვე­ლი მხრი­დან. მათ მი­ღე­ბუ­ლი აქვთ და­ვა­ლე­ბა, მო­ი­პო­ვონ აუ­დიო და ფო­ტო­მა­სა­ლა იმის შე­სა­ხებ, მან­ქა­ნა­ში რო­მელ მხა­რეს ვჯდე­ბი მე, დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტი ელი­სო ჩა­ფი­ძე, აგ­რეთ­ვე, იმ პი­რე­ბის ფო­ტო­მა­სა­ლის მო­პო­ვე­ბა, ვინც ჩემ გვერ­დით ხში­რად იმ­ყო­ფე­ბა და ა. შ.

- არ­სე­ბობს კი ამის დამ­ნა­ხა­ვი ვინ­მე, მოწ­მე?
- რა თქმა უნ­და, არ­სე­ბო­ბენ მოწ­მე­ე­ბი და მაქვს იმ თათ­ბი­რი­ს ჩა­ნა­წე­რი, რომელზეც ტყი­ბუ­ლის კუ­დის უფ­რო­სი კო­ბა შარ­ვა­ძე თა­ნამ­შრომ­ლებს ავა­ლებს, დე­ტა­ლუ­რად შე­ის­წავ­ლონ ჩე­მი გა­დაად­გი­ლე­ბის მარ­შრუ­ტი, გა­არ­კვი­ონ ჩე­მი ავ­ტო­მო­ბი­ლის ტექ­ნი­კუ­რი მხა­რე, სად ვა­ყე­ნებ ავ­ტო­მო­ბილს და რო­მელ მხა­რეს უფ­რო ხში­რად ვჯდე­ბი მან­ქა­ნის სა­ლონ­ში. თუ ეს არის მცდე­ლო­ბა, შე­მა­ში­ნონ და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლით ხე­ლი ამა­ღე­ბი­ნონ სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­სა და დე­პუ­ტა­ტის მან­და­ტის მო­პო­ვე­ბის­თვის ბრძო­ლა­ზე, მა­შინ ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის გა­სა­გო­ნად ვაცხ­ა­დებ, რომ ჩე­მი შე­ში­ნე­ბა არ გა­მო­უ­ვათ, რად­გან არაფ­რის მე­ში­ნი­ა! მე­ო­რე მხრივ, ისეთ­მა ბო­როტ­მა ძა­ლამ, რო­გო­რიც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა­ა", რო­მელ­საც ადა­მი­ა­ნის სი­ცოცხ­ლე არაფ­რად უღირს, ად­ვი­ლი შე­საძ­ლე­ბე­ლი­ა, სი­ცოცხ­ლის ხელ­ყო­ფაც იკად­როს. მე ფრთხი­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ და, სწო­რედ ამი­ტომ მო­გა­წო­დეთ ეს ინ­ფორ­მა­ცი­ა. ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რო­მე­ლიც ტყი­ბუ­ლის დაქ­ცე­ვა­სა და გა­ნად­გუ­რე­ბა­შია მხი­ლე­ბუ­ლი, რა­ში სჭირ­დე­ბა ისე­თი პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­კუ­რენ­ტი, რო­მე­ლიც რა­მე და­ნა­შა­ულ­ში არ არის შემ­ჩნე­უ­ლი? მათ ძა­ლი­ან კარ­გად იცი­ან, რომ ტყი­ბულ­ში ჩე­მი გა­მარ­ჯვე­ბა მა­თი კან­დი­და­ტის, პა­ლი­კო კუბ­ლაშ­ვი­ლის მხი­ლე­ბას ნიშ­ნავს იმ კო­რუფ­ცი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, რომ­ლის გა­მოც მან პა­სუ­ხი უნ­და აგოს. ელი­სო ჩა­ფი­ძე არ არის მხი­ლე­ბუ­ლი ტყი­ბულ­ში შახ­ტე­ბის გა­ყიდ­ვა­ში, ხეტყ­ის გა­ჩეხა-­გა­ჩა­ნა­გე­ბა­ში და ყვე­ლა სა­სი­ცოცხ­ლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ობი­ექ­ტის გა­ნად­გუ­­რე­ბა­ში. კუბ­ლაშ­ვილს კი დე­პუ­ტა­ტო­ბა იმის­თვი­საც სჭირ­დე­ბა, რომ შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს ქო­ნე­ბა, რო­მე­ლიც მან და მის­მა ოჯახ­მა "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში" ყოფ­ნი­სას და­აგ­რო­ვეს. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" არ­ც ერთ კლანს იმ­დე­ნი არ უშო­ვი­ა, რამ­დე­ნიც იშო­ვეს ძმებ­მა კუბ­ლაშ­ვი­ლებ­მა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დახ­მა­რე­ბით. არ არის გა­მო­რიცხ­უ­ლი, მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" კონ­კუ­რენ­ტე­ბი ბინ­ძუ­რი მე­თო­დით, თუნ­დაც ლიკ­ვი­და­ცით მო­ი­შო­როს. კო­რუფ­ცი­ა­ში ჩაფ­ლულ ძმებ კუბ­ლაშ­ვი­ლებს არ სურთ, ტყი­ბულ­ში მა­თი კონ­კუ­რენ­ტი ვი­ყო და ჩე­მი მო­შო­რე­ბა ამი­ტო­მაც გა­დაწყ­ვი­ტეს. მე, კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ტყი­ბუ­ლის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტი ელი­სო ჩა­ფი­ძე მივ­მარ­თავ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს და ძმებ კუბ­ლაშ­ვი­ლებს: თმის ერ­თი ღე­რიც რომ ჩა­მომ­ვარ­დეს ან მე, ან ჩე­მი ოჯა­ხის წევ­რებს, ან­და ჩემს რო­მე­ლი­მე მხარ­დამ­ჭერს, ან შემ­თხვე­ვით რომ მოხ­დეს ჩე­მი მან­ქა­ნის სა­ბუ­რა­ვის და­ზი­ა­ნე­ბა, მთე­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გე­კის­რე­ბათ თქვენ - მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს და ძმებ კუბ­ლაშ­ვი­ლებს! ნუ იფიქ­რებს ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რომ რაც ად­რე შერ­ჩათ - პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის მკვლე­ლო­ბა და გზი­დან ჩა­მო­შო­რე­ბა, ჩემს შემ­თხვე­ვა­შიც ასე მოხ­დე­ბა. თუ ის გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ, რაც და­გეგ­მა - ჩე­მი სი­ცოცხ­ლის ხელ­ყო­ფა, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყოს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, რომ ეს იქ­ნე­ბა მის­თვის და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის­თვი­საც" გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს არ აპა­ტი­ებს ჩემს ლიკ­ვი­და­ცი­ას და მას და "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" მი­წას­თან გა­ას­წო­რებს.

- ამ სა­გან­გა­შო ინ­ფორ­მა­ცი­ის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი თუ გაქვთ?
- მაქვს მა­სა­ლა, რო­მელ­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბას წარ­ვუდ­გენ ამ კვი­რა­ში. ჩა­ვა­ტა­რებ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ას და ყვე­ლა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას გა­ვაც­ნობ სა­ზო­გა­დო­ე­ბას. ეს მოხ­დე­ბა მას შემ­დეგ, რო­ცა "ყვე­ლა სი­ახ­ლე­ში" ­'და­ი­ბეჭ­დე­ბა ის, რაც უკ­ვე გითხ­ა­რით. ამით შე­ვატყ­ო­ბი­ნებ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორ გეგ­მავს პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის მკვლე­ლო­ბას ეს მო­ძა­ლა­დე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­თი­თე­ბით.
ხელთ მაქვს მა­სა­ლა, სა­დაც სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის მი­ერ ჩე­მი ლიკ­ვი­და­ცი­ის გეგ­მა­ზეა ლა­პა­რა­კი, ეს მა­სა­ლა უკ­ვე გა­და­ვე­ცით რამ­დე­ნი­მე სა­ელ­ჩოს. სწო­რედ თავ­დაც­ვის­თვის გა­დავ­წყვი­ტე, ინ­ფორ­მა­ცია გა­მევ­რცე­ლე­ბი­ნა. აგ­რეთ­ვე, მინ­და გან­ვაცხ­ა­დო, რომ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ტყი­ბულ­ში არ ინა­ხე­ბა და სა­ი­მე­დო, და­ცულ ად­გი­ლას არის. ამას ვამ­ბობ სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის გა­სა­გო­ნად, ტყუ­ი­ლად რომ არ გა­ი­სარ­ჯონ, არ და­იწყ­ონ ქექ­ვა და ხალ­ხის და­წი­ო­კე­ბა.

ამ მა­სა­ლის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბით ჩემს უსაფ­რთხო­ე­ბას ვაზღ­ვევ და უფ­ლის იმე­დი მაქვს. უნ­და მენ­დოთ, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა წარ­მოდ­გე­ნამ­დე, მე ვი­ცავ ჩემს უსაფ­რთხო­ე­ბას. ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბას კი არ ვი­კად­რებ, რად­გან საქ­მე მაქვს ბო­როტ და ყვე­ლაფ­რის მკად­რე­ბელ ძა­ლას­თან. სწო­რედ ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე, ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის თქვე­ნი გა­ზე­თის მეშ­ვე­ო­ბით გავ­რცე­ლე­ბა, რად­გან თავ­დაც­ვის ყვე­ლა­ზე კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბა­ა, სა­გან­გა­შო ინ­ფორ­მა­ცია შე­ატყ­ო­ბი­ნო მე­დი­ას.

- კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ლი­დერ­მა თუ იცის, რომ თქვენს სი­ცოცხ­ლეს საფ­რთხე ემუქ­რე­ბა?
- დი­ახ, კო­ა­ლი­ცია და მი­სი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა საქ­მის კურ­სში­ა.

- დღეს­დღე­ო­ბით თუ არის თქვე­ნი უსაფ­რთხო­ე­ბა და­ცუ­ლი და ვის იმე­დად არის ამ­ჟა­მად ელი­სო ჩა­ფი­ძე?
- ჩემს გვერ­დით ყო­ველ­თვის არის ჩე­მი ძმა, აგ­რეთ­ვე, ჩე­მი მე­გობ­რე­ბი, შტა­ბის წევ­რე­ბი, მხარ­დამ­ჭე­რე­ბი და ასე შემ­დეგ. ჯერ­ჯე­რო­ბით ვა­ხერ­ხებ თა­ვის დაც­ვას, თუმ­ცა მა­ღა­ზი­ა­ში პუ­რიც ვერ მი­ყი­დი­ა, სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ფო­ტო რომ არ გა­და­მი­ღონ...

კი­დევ ერ­თხელ და­ბე­ჯი­თე­ბით შე­მიძ­ლია გა­ნვაცხ­ა­დო, რომ ყვე­ლა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა მაქვს ხელთ და მინ­და, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მზაკ­ვრულ გეგ­მას ფარ­და ავ­ხა­დო.

და­რე­ჯან ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი


წყარო/Source: http://geo.ambebi.ge/politika/59085-eliso-chafidze-maqvs-masala-sadac-specsamsakhurebis-mier-chemi-likvidaciis-gegmazea-laparaki.html#ixzz23cQZC6YF
ნანახია: 2183 | დაამატა: ეფემია
სულ კომენტარები: 5721 2 3 ... 38 39 »
0  
1 ბიბი   (15.08.2012 10:12) [Материал]
დილა მშვიდობისა, ქაჯან! smile

0  
2 ქაჯანა   (15.08.2012 10:15) [Материал]
მშვიდობა მოგცეს ბიბი უალმააა როგორ ხარ როგორ???

0  
3 ბიბი   (15.08.2012 10:17) [Материал]
...მდაააა! ვერაფერს იტყვი! არაფერია გამორიცხული, მით უმეტეს, რომ ასეთი განცხადებები რამოდენიმეჯერ გაკეთდა, რასაც სათანადო გამოხმაურება ადრესატის მხრიდან არ მოჰყოლია.
თუ სათანადო მტკიცებულებები, ნამდვილად აქვს, დროულად უნდა გამოაქვეყნოს, რომ ოპონენტმა ვერ მოახერხოს გაყალბება!
..... ვფიქრობ, ბრძოლა იმაზე მწვავე და შეუპოვარი იქნება, ვიდრე მგონია!!! wacko

0  
4 ბიბი   (15.08.2012 10:18) [Материал]
რა ვიცი, აბა, როგორ ვიქნები, ხომ ხედავ ბრძოლა, როგორ უკომპრომისოდ მიდის cry

შენ როგორ ხარ? რა ჰქენი, დარეგისტრირდი?

0  
5 seri   (15.08.2012 10:33) [Материал]
გამარჯობა ბიბი, როგორ ხარ?
საღამოს შემოვალ, მაინც არვინაა ხაზზე.

0  
6 ბიბი   (15.08.2012 10:42) [Материал]
სერი, გამარჯობა! რა ვიცი, ვარ რა smile შენ როგორ ხარ?

ჰო, არავინაა, აქ დილაა 10:40, ამერიკამ გაიღვიძა და დილის რიტუალშია, ევროპა--- ისვენებს და ალბათ ცოტა ხანში ყველა გამოცხადდება პოსტზე biggrin biggrin biggrin

0  
7 ბიბი   (15.08.2012 10:42) [Материал]
ლონდა, გამარჯობა! smile

0  
8 seri   (15.08.2012 10:50) [Материал]
გუშინ მაგარ შარში გავიჩითე, ჯერ ხო დილიდან უმიზეზოდ ვიჩხუბე სახლში :)) და მერე ბავშვი გავიყვანე გარეთ, ეს მაიმუნი უცბათ გადამიხტა ბარდიულიდან და რო იტყვიან ბეწვზე გადარჩა მანქანამ რომ არ დაარტყა, სანტიმეტრებში დაუტორმუზა, თან ინერციით წაიქცა და მანქანა ზედ ადგა, იმენა გავგიჟდი, ტო! ქალი იჯდა საჭესთან და მაგრად იშუსტრა, მერე ისტერიკებში ჩავარდა ეს ქალი, ტო, მე კიდევ ეგ მინდოდა, ისედაც ნერვები მქონდა მოშლილი, ამ ქალსაც ვეხიპიშე მაგრად.

0  
9 ბიბი   (15.08.2012 10:51) [Материал]
კი, მაგრამ, თმები აქვს დაგრძელებული biggrin biggrin biggrin biggrin

0  
10 seri   (15.08.2012 10:56) [Материал]
ლონდა biggrin მიზეზის პოვნას რა უნდა, ტო! biggrin მარა მერე რო დაფიქრდები უმიზეზოდ გამოდის.

0  
11 ბიბი   (15.08.2012 10:57) [Материал]
სერი angry არც ისე პატარა ხარ, რომ ჩემი დარიგება დაგჭირდეს, მაგრამ შეგახსენებ, როცა ცუდ ხასიათზე ხარ, სპორტით დაკავდი ან უბრალოდ გაისეირნე სუფთა ჰაერზე.....
არავითარ შემთხვევაში ბავშვთან ერთად ქუჩაში არ გახვიდე, თუნდაც ფეხით და თუნდაც პარკში!!! angry
ბოდიში, ასეთი კატეგორიული ტონისთვის! sad smile smile smile

0  
12 ბიბი   (15.08.2012 10:59) [Материал]
მადლობა, ღმერთს, მართლაც ყველაფერი კარგად დამთავრდა!!! smile smile

0  
13 ბიბი   (15.08.2012 10:59) [Материал]
კუბლაშვილს ელისო ჩაფიძის განცხადებაზე კომენტარის გაკეთება არ სურს
კუბლაშვილს ელისო ჩაფიძის განცხადებაზე კომენტარის გაკეთება არ სურს
2012-08-15 14:15:05
From.ge
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ–ერთი ლიდერი პავლე კუბლაშვილი „ქართული ოცნების“ ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ელისო ჩაფიძის განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებს.

„ელისო ჩაფიძის განცხადების არასერიოზული კომენტირება არ მსურს. სერიოზული კომენტარის გაკეთება კი, უბრალოდ შეუძლებელია“, – აღნიშნა კუბლაშვილმა.

ტყიბულში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ელისო ჩაფიძე ამტკიცებს, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და აქვს მასალა, სადაც სპეცსამსახურების მიერ მისი ლიკვიდაციის გეგმაზეა საუბარი.

0  
14 ბიბი   (15.08.2012 11:01) [Материал]

0  
15 seri   (15.08.2012 11:02) [Материал]
მართალი ხარ ბიბი! რა უნდა მეწყინოს, პირიქით მადლობთ რჩევისთვის.
თითქოს ეშმაკები მაჯდნენო, ტო! მართლა არ ვიცი რა მემართებოდა გუშინ, ძაან აგრესიულად ვიყავი.
ღმერთმა გადაგვარჩინა, ესე მგონია რაღაც გამაფრთხილა.

1-15 16-30 31-45 ... 556-570 571-572
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  აგვისტო 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025