ხუთშაბათი, 19.06.2025, 06:28
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » აგვისტო » 12 » დიდგორობაზე ვერმისული „ქართული ოცნების“ აქტივისტები და პრეზიდენტი სააკაშვილი
07:07
დიდგორობაზე ვერმისული „ქართული ოცნების“ აქტივისტები და პრეზიდენტი სააკაშვილი

სახალხო დღესასწაულ "დიდგორობაზე" თეთრიწყაროს რაიონის სოფელ დიდგორში, დღეს, 12 აგვისტოს მიმავალი "ქართული ოცნების" ახლაგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები სამართალდამცავებმა მიკროავტობუსებიდან ჩამოსვეს, ხოლო სატრანსპორტო საშუალებები საჯარიმოზე გადაიყვანეს. ამის შესახებ "ნეტგაზეთს" "ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა.  მათგან განსხვავებით დიდგორობაზე უპრობლემოდ მივიდნენ პრეზიდენტი და მისი მხარდამჭერები.

მაია ფანჯიკიძის თქმით, "ქართული ოცნების" რამდენიმე ათეული ახალგაზრდა აქტივისტი "დიდგორობის" აღსანიშნავად მიდიოდა, თუმცა, სამართალდამცავებმა ყველა მიკროავტობუსი გზაზე სხვადასხვა მოტივით გააჩერეს, ახალგაზრდები ავტომობილებიდან ჩამოსვეს. სამართალდამცავები მიკროავტობუსის მძღოლებს მოძრაობის წესების დარღვევას ედავებოდნენ. საბოლოოდ, "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა "დიდგორობაზე" მისვლა ვერ შეძლეს. 

 

ერთ–ერთმა თვითმხილველმა "ნეტგაზეთს" განუცხადა, რომ რამდენიმე მიკროავტობუსი, რომლებშიც "ქართული ოცნების" მაისურიანი ახალგაზდები ისხდნენ, თბილისის გასასვლელში, წყნეთის გზატკეცილზე პოლიციას ჰყავდა გაჩერებული და გადაადგილების საშუალებას არ აძლევდა.

 

მაია ფანჯიკიძის თქმით, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზციის ერთ–ერთ ლიდერს ზურაბ აზმაიფარაშვილს, რომელსაც ახალგაზრდები მიყავდა დიდგორში, ერთ–ერთმა სამართალდამცავმა განუცხადა, რომ დიდგორობა ხელისუფლების დღესასწაული იყო, იქ მიხეილ სააკაშვილი ჩადიოდა მხარდამჭერებთან ერთად და "ქართული ოცნების" წევრებს იმიტომ არ უშვებდნენ, რომ დაპირისპირება არ მომხდარიყო.

 

დღეს დიდგორობაზე მიხეილ სააკაშვილი დაახლოებით 12 საათზე მივიდა. მისი გამოსვლა პირდაპი ეთერში ჩართო "რუსთავი 2–მა".

 

"მოგესალმებით ყველას! ნახეთ რამდენი ვართ, ბევრნი ვართ ამ ველზე, როგორც ისტორიულად იყო მაშინ, სრულიად საქართველოს ლაშქარი – ასეთივე მედგარი, ასეთივე ერთიანი, ასეთივე შეუპოვარი, ასეთივე წინსვლისთვის და არავითარ შემთხვევაში უკან დახევისთის მოწოდებული! ბევრ თქვენგანს აწერია ხუთიანი და დიდგორი ჩემთვის განასახიერებს  ხუთ მთავარ პრინციპს, რომელიც როგორც არასდროს ისეთი აქტუალურია საქართველოსთვის. 

 

პირველი პრინციპი –ეს არის ჩვენი ერთიანობა. დავით აღმაშენებელმა ჩაიბარა საქართველო, რომელსაც სახელიც კი არ ჰქონდა "საქართველო" და რომელიც იყო დაშლილი ძალიან ბევრ სხვადასხვა ერთეულად. დავით აღმაშენებლის დროს სიტყვა "ქართველი" ნიშნავდა საქართველოს ყველა მკვიდრს განურჩევლად ეთნიკურობისა, განურჩევლად რელიგიურობისა, მაგრამ მან ერთ მუშტად შეადუღაბა ეს ქვეყანა და ამიტომ იყო ის წარმატებული. ერთიანობა საფრთხის წინაშე, ერთიანობა გამოწვევების წინაშე", – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა დიდგორის ველზე სიტყვით გამოსვლისას. 

 

მიხეილ სააკაშვილის თქმით, დავითის მეორე პრინციპი არის თავისუფლების მოყვარეობა და შეუპოვრობა.

 

"ძალიან ბევრი ერი გაქრა დედამიწის ზურგიდან იმის გამო, რომ ყოყმანობდნენ, იმის გამო, რომ არ იცოდნენ რა უნდოდათ. ჩვენ ამისკენ მოგვიწოდებს ჩვენი მტერი. დღეს ჩვენი მტერი მოგვიწოდებს გაურკვევლობისკენ , ჩვენი მტრის დამქაშები საქართველოში და ის ხალხიც, ვინც აყოლილია მათ ფეხის ხმას, მოგვიწოდებენ იმისკენ, რომ გაურკვევლობა იყოს იმის თაობაზე, მაგალითად, ვინ იყო მტყუან–მართალი 2008 წლის ომში, რა უნდა იყოს საქართველოს გზა, გვინდა თუ არა ნატო და ევროკაშირი. მე მინდა ყველას შევახსენო, რომ აქ, ამ ველზე, ჩვენთან იდგა მაშინდელი ნატო – ჯვაროსნული ლაშქარი, რომელიც ჩვენთან ერთად იცავდა საქართველოს თავისუფლებას ამ ხუთჯვრიანი დროშის ქვეშ. 

 

მესამე პრინციპი დიდგორის და დავით აღმაშენებლის, ეს არის აღმშენებლობა, აღმშენებლობა და კიდევ მეტი აღმშენებლობა. 2008 წელს ჩვენ მტერი დაგვესხა იმის გამო, რომ არა რომელიმე ჩვენგანის შესახედაობა არ მოსწონდა, ან რას ვამბობდით ის არ მოსწონდა. ლაპარაკით შეგვეძლო ყველაფერი გველაპარაკა, მაგრამ მთავარი, რაც მას არ მოეწონა, პირველად ასწლეულების განმავლობაში, კავკასიაში, საქართველომ შეძლო ნამდვილი, თანამედროვე სახელმწიფოებრიობის შექმნა, ორგანიზებული სახელმწიფო აპარატის აწყობა და ეს იყო ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენი მტრისთვის.

 

დავით აღმაშენებლის შემდეგ საქართველოში არასდროს ისეთი აღმშენებლობა არ ყოფილა, როგორც ჩვენს ეპოქაში", – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

პრეზიდენტის თქმით, მეოთხე პრინციპი არის რეფორმები და ხელისუფლება მის მიერ დაწყებულ ყველა რეფორმებს მიიყვანს ბოლომდე.  

 

"მეხუთე პრინციპი ეს არის გამარჯვება, გამარჯვება ნებისმიერ ფასად! რამდენი ლიპარიტ ბაღვაში არ უნდა გამოგვიგონონ, იმდენი დავითი დაიბადება, რამდენი შულავერის კომიტეტი არ უნდა გამოგვიგონონ, იმდენი ახალი დიდგორი შეიქმნება, ჩვენი დიდგორი ჯერ კიდევ წინ არის, ჩვენ აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე დაწყებულს!", – ასე დაასრულა მიხეილ სააკაშვილმა დიდგორში სიტყვით გამოსვლა. პირდაპირ ეთერში ნაჩენები კადრებით ჩანს, რომ დიდგორობას რამდენიმე ასეული ადამიანი ესწრება, რომლებსაც, ძირითადად, თეთრ–წითელი მაისურები აცვიათ ნომრით "5". 

 

დიდგორობის მსგავსად, მოსახლეობას სახალხო დრესასწაული შუამთობა აჭარის მაღალმთიანეთშიც მხოლოდ ნაციონალურმა მოძრაობამ და პრეზიდენტმა სააკაშვილმა მიულოცა. 2012 წლის 4 აგვისტოს, სოფელ ბეშუმში, დღესასწაულზე ჩასულ ბიძინა ივანიშვილს "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებმა მოსახლეობასთან შეხვედრის საშუალება არ მისცეს, რის გამოც ივანიშვილისა და  სააკაშვილის მომხრეები ერთმანეთს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ხელისუფლების მხარდამჭერები აგრესიულად ექცეოდნენ ჟურნალისტებს, რომლებიც ადგილზე იმყოფებოდნენ მომხდარის გასაშუქებლად.

ნანახია: 1027 | დაამატა: ეფემია
სულ კომენტარები: 11
0  
1 არალე   (12.08.2012 09:26) [Материал]
დიდგორობას გილოცავთ დიდგორელებო და სრულიად საქართველო!
ეს რაღაც ახალია პრეზიდენტის პრაქტიკაში
ადრე თუ თვითონ დადიოდა და თან დაატარებდა ავტობუსა ბნელებს, ახლა სადაც კი სახალხო თუ რელიგიურ დღესასწაულზე შერებილ ხალხს მოკრავს თვალს, იქვე გაჩნდება თავისი განუყრელი კათედრითა და ერთგული ალისტრახოებით.
ყველა ხერხი მისაღებია მიზნის მისაღწევად, თუნდაც არაკაცური
მთავარია კიდევ ერთხელ მოგეცეს ხმამაღლა ხავილისა და სისულელეების ლაპარაკის საშუალება.

0  
2 არალე   (12.08.2012 09:47) [Материал]
ეს დღესასწაულზე მისული ხალხი რატომ აძლევს ამ რეგვენს საშუალებას მათი იქ ყოფნით ისარგებლოს?
კარგი საშუალები კი გამოუჩხრიკეს პიარშიკებმა, დღესასწაულების გამოყენება თავის მიზნების მისაღწევად
მერე ამას უყურებენ რუსთავი 2-ზე ბნელი, სარკის მკოცნავი დედაკაცები და ხტუნავენ ადგილზე, ნახეთ რამდენი მხარდამჭერი ჰყავს ჩვენს სანაქებო პრეზიდენტსო.

ქართული ოცნები ხალხს უნდა შეეღწიათ როგორმე, არ იყო საჭირო მაიკების ჩაცმა და ამის აფიშირება
თუმცა, ამ შენთხვევაში, აუცილებლად იქნებოდა ჩხუბის პროვოცირება

0  
3 ბიბი   (12.08.2012 09:54) [Материал]
მოგესალმებით და გილოცავთ დიდგორობას დიდგორელებო!

0  
4 არალე   (12.08.2012 09:56) [Материал]
ბიბიკოს სალამი!
შენც გილოცავთ

უნდა მოვისმინო მიშას გამოსვლას, ალბათ რამდენი სისულელე დააბრეხვა და ზღაპრები მოყვა
დიდი ნერვები და გამძლეობა კი უნდა ამის ბოლომდე მოსმენას

0  
5 ბიბი   (12.08.2012 09:58) [Материал]
ეს, ეტყობა ისევ ღეუბლებში დაფრინავს! biggrin
რა უხამსობა და უსინდისობაა cry აღმაშენებელს ადარებს თავს და ეს ლაქუცა ფინიები კიდევ, კუდს უქიცინებენ angry
დავიჯერო, ისე გამოაშტერა ფულის და სკამის სიყვარულმა , რომ თავიანთი თავის იქეთ არაფერს ან ვერაფერს ხედავენ? angry

გონს მოდით, სანამ გვიან არ არის ჯერ კიდევ!!!!! angry

0  
6 ბიბი   (12.08.2012 09:59) [Материал]
დადეთ ვიდეო, თუ გაქვთ smile

0  
7 ბიბი   (12.08.2012 09:59) [Материал]
აქ ჯობია პოსტვა, უფრო შეესაბამება დღევანდელობას smile რა ვიცი, მე ასე მგონია smile

0  
8 დიანა   (12.08.2012 10:29) [Материал]
გამაეჯობა მეგობრებო!დიდგორობას გილოცავთ!ასეთი უტიფარი შიზოფრენიკისგან სხვას ელოდით რამეს?უკადრებლის კადრება ნაცების ჩვეულებრივი საქმეა.ძალიან მეშინია.ესენი თუ დარჩნენ,უკვე ქუჩებში დაიწყებენ ხალხის დახოცვას,იმაზე უარესად,როგორც პირველად დაიწყეს ხალხის დასაშინებლაც sad angry

0  
9 კატო   (12.08.2012 11:39) [Материал]
გილოცავთ დიდგორობას ყველას.დიანა ნუ გეშინია, რატომღაც მგონია ყველაფერი კარგად და მშვიდობიანად ჩაივლის, შენ ხომ იცი 90% ბიძინას უჭერს მხარს და ყველას ვერ მოერევიან.

0  
10 დიანა   (12.08.2012 11:42) [Материал]
ღმერთმა გისმინოს თაკო.ხან ისეთი შიში შემობყრობს ხოლმე,სიციცხლე აღარ მინდა sad

0  
11 ბიბი   (12.08.2012 12:38) [Материал]
კატო, პირველ თემაში ამოდი, იქ ვართ smile

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  აგვისტო 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025