ხუთშაბათი, 19.06.2025, 01:13
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2013 » იანვარი » 29 » დავით ზალკალიანი - არანაირი კონტაქტი რუსულ მხარესთან საქართველოს დსთ-ში დაბრუნებაზე არ არსებობს
10:54
დავით ზალკალიანი - არანაირი კონტაქტი რუსულ მხარესთან საქართველოს დსთ-ში დაბრუნებაზე არ არსებობს
მინდა ოფიციალურად განვაცხადო, რომ არანაირი კონტაქტი რუსულ მხარესთან საქართველოს დსთ-ში დაბრუნებასთან დაკავშირებით არ არსებობს , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანმა განუცხადა.

მისი თქმით, რუსული მედიით გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.

"მინდა ოფიციალურად განვაცხადო, რომ არანაირი კონტაქტი რუსულ მხარესთან საქართველოს დსთ-ში დაბრუნებასთან დაკავშირებით არ არსებობს და არ მიმდინარეობს. ასე რომ, მედიასაშუალეებით გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსი გაცხადებულია და ესაა ქართველი ხალხის არჩევანი – ევროატლანტიკური ინტეგრაცია", - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

რუსეთის საგარეო უწყების დსთ-ს ქვეყნების პირველი დეპარტამენტის დირექტორმა, მიხეილ ევდოკიმოვმა დღეს განაცხადა, რომ საქართველოს ხელმძღვანელობასთან დსთ-ში დაბრუნებასთან დაკავშირებით კონტაქტები უკვე დაწყებულია.

ამასთან, რუსული მედიის ცნობით, მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს დსთ-ში დაბრუნება მხოლოდ ამ ქვეყნის ხელმძღვანელობის სურვილით უნდა მოხდეს.

საქართველომ დსთ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დატოვა.


ნანახია: 728 | დაამატა: ლონდა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  იანვარი 2013  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025