სპექტრი. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში
საზოგადოებაში მუსირებს აზრი, რომ ყვარელში, ილიას ტბის ფსკერზე
გაურკვეველი ჯიშის მცურავი ბინადრობს, რომელმაც დაახლოებით ერთი თვის წინ
მოზარდი ცურვისას დაკბინა, ბავშვი კი ამ უბედური შემთხვევის შედეგად
გარდაიცვალა. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ქვეწარმავალმა გოგონა დაგესლა,
მძიმე მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა რეანიმაციაში მოათავსეს, რომელიც,
საბედნიეროდ გამოჯანმრთელდა. მოსახლეობის გარკვეული ნაწილი იმის შესახებაც
საუბრობდა, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ტბის დაშრობისა და
ქვეწარმავლებისგან გასუფთავების გადაწყვეტილება მიიღო. ამ ამბავთან
დაკავშირებით გავრცელებული ვერსიების გადამოწნმებას `სპექტრი~ როგორც
მუნიციპალიტეტის გამგეობაში, ასევე ტბის სანაპიროზე, დამსვენებლებს შორისაც
შეეცადა. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის წარმომადგენელმა, რომელმაც
საგაზეთო კომენტარის გაკეთება არ ისურვა, სატელეფონო საუბარში აღნიშნა,
რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეეფერება. "ილიას ტბა" საფრთხეს არავისთვის წარმოადგენს და არც წყალსაცავის დაშრობა იგეგმება. ეს ინფორმაცია ყურითაა მოთრეული," _ აღნიშნა მან.
იგივე განგვიცხადა ტბის სანაპიროზე მყოფმა ერთ-ერთმა მაშველმა, რომელმაც ვინაობის დასახელება არ ისურვა. "ტბაში
გველები არ არიან და არც არავინ დაუგესლავს ან დაუხრჩვია. ეს ამბავი
პირველად ეხლა გავიგე. დაახლოებით თვენახევრის წინ აზებაიჯანელი ახალგაზრდა
მამაკაცი ნასვამი შევიდა წყალში და მაგიტო დაიხრჩო. მის გადარჩენას
შევეცადეთ, მაგრამ სამწუხაროდ ვეღარ მოხერხდა," _ გვითხრა მან.
"სპექტრმა" ამ კითხვით სანაპიროზე მყოფ დამსვენებლებსაც მიმართა, რომლებიც
ხშირად დადიან ტბაზე და ადგილობრივ მოსახლეობას წარმოადგენენ. მათი
უმრავლესობა აზერბაიჯანელი მამაკაცის დაღუპვის ამბავს იხსენებდა. წყალში
მცურავის არსებობის შესახებ ინფორმაცია ერთ-ერთმა ქალბატონმა დაგვიდასტურა,
თუმცა დეტალებზე საუბარი არ ისურვა.
"ილიას ტბაზე" შექმნილი სასიამოვნო პირობები და გარემო ნამდვილად იზიდავს
დამსვენებლებს, თუმცა `სპექტრი~ მოსახლეობას მაინც სიფრთხილისა და
ყურადღებისკენ მოუწოდებს.
ლანა გულოშვილი
|