მთავარი » 2013»იანვარი»24 » ბიძინა ივანიშვილმა მსოფლიო ლიდერების არაფორმალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
11:01
ბიძინა ივანიშვილმა მსოფლიო ლიდერების არაფორმალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, დავოსში, პრემიერ-მინისტრი
ბიძინა ივანიშვილი სესიაზე სახელწოდებით - „მსოფლიო ლიდერების
არაფორმალური შეხვედრა-ევროპული რენესანსის საფუძვლების ჩაყრა" სიტყვით
გამოვიდა.
სესიის ძირითადი საკითხები ინოვაციურ იდეებს, ფინანსური პრობლემებისა და
ახალი ეკონომიკური კონტექსტის თემების განხილვას მოიცავდა.
პრემიერის პრესსამსახიროს ინფორმაციით, ივანიშვილმა გამოსვლისას კიდევ
ერთხელ დაადასტურა საქართველოს სწრაფვა ნატოსა და ევროატლანტიკური
სივრცისკენ და აღნიშნა, რომ მთავარ პრიორიტეტად კვლავ ქვეყნის
ევროინტეგრაცია რჩება.
დავოსში ბიძინა ივანიშვილი დღეს ინდურ კომპანია „TATA"-ს აღმასრულებელ
დირექტორსსაც შეხვდა. მას სხვა კომპანიების ხელმძღვანელებთან შეხვედრებიც
აქვს დაგეგმილი.
დღესვე, ბიძინა ივანიშვილი ისარელისა და უკრაინის პრეზიდენტებს უნდა შეხვდეს
РИА Новости: ბიძინა ივანიშვილი დიმიტრი მედვედევს შეხვდ
რუსული სააგენტო РИА Новости-ს ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი რუს კოლეგას დიმიტრი მედვედევს დავოსში შეხვდა. სააგენტო ინფორმაციას ერთ-ერთ რუს ბიზნესმენზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც დავოსში სტუმრებისთვის გამართულ წვეულებაზე იმყოფებოდა. მისი თქმით, სწორედ ამ წვეულებაზე, ბიძინა ივანიშვილი მედვედევს მიუახლოვდა და რამდენიმე წუთი ერთმანეთში საუბრობდნენ.
РИА Новости-მ ეს ინფორმაცია რუსეთის მთავრობის პრეს-სამსახურში გადაამოწმა. სამსახურის უფროსმა ნატალია ტიმაკოვამ განაცხადა, რომ ასეთ შეხვედრებზე ძალიან ხშირად ხდება ხოლმე სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს შორის შეხვედრა.
დავოსში ოფიციალურ ვიზიტამდე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე აცხადებდა, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსა და დმიტრი მედვედევს შორის შეხვედრა არ იგეგმებოდა.
ბიძინა ივანიშვილი დავოსში უკვე შეხვდა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს. ასევე, იგეგმება ისრაელის პრეზიდენტთან შიმონ პერესთან შეხვედრა.
პოლიტიკოსების გარდა ივანიშვილი შეხვდება ბიზნესის წარმომადგენლებსაც. დაგეგმილია შეხვედრა ინდურ კომპანია TATA-ს აღმასრულებელ დირექტორთან მადჰუ კანანთან, „ლუკოილის“ გენერალურ დირექტორთან ვაჰიტ ალეკპეროვთან, „Black Stone“ ჯგუფის გენერალურ დირექტორთან სტივენ შვარცმანთთან, „რუსჰიდროს“ აღმასრულებელ დირექტორთან ევგენი დოდთან.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღესვე მიწვეულია J.P. Morgan-ის სახელით გამართულ მიღებაზე. ის ასევე დაესწრება Microsoft-ის საღამოს.
საქართველოს პრემიერ–მინისტრი უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა ვიქტორ იანუკოვიჩთან დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრას, საქართველოს მხრიდან, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესწრებოდნენ. უკრაინულ მხარეს უკრაინის ვიცე–პრემიერი ლეონიდ კოჟარა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი გოჩარუკი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი იური ბოიკო წარმოადგენდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობებზე და ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
აუ ნეტა თქვენც ნახოთ ეგ სიზმარი. სააკაშვილი რომ ამდენ არ იტყუებოდეს, კიდევ იტყოდა კაცი, რომ ჯანდაბას, მთლად მაინც არ შევიძულებო, მაგრამ კაცი ვერ ჩერდება ისე აქვს აკრეფილი ტყუილები ცხავივით გასდის. დავიჯერო ერთი ნორმალური ადამიანი არ ყავს გვერდით რომ რამე ურჩიოს მაგ კაცს?
ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის განცხადებით, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მისთვის ფული არ მოუთხოვია და ის ღირსების დათმობას ითხოვდა.
ამის შესახებ ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა, რომელიც 3 წელია, ბრიტანეთში პოლიტიკური დევნილის სტატუსით ცხოვრობს, გაზეთ "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში განაცხადა.
"სააკაშვილს ჩემთვის ფული არ მოუთხოვია. იგი ჩემგან ითხოვდა ღირსების დათმობას. ზეწოლა იყო იუსტიციის მაშინდელი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის მხრიდან, რათა არარსებული ფაქტი დამედასტურებინა და ხელი დამედო მათი ყოფილი თანაგუნდელის ზურაბ ნოღაიდელისთვის, რაზეც უარი ვთქვი. ზურაბ ადეიშვილმა ისიც მითხრა, რომ ეს არის სააკაშვილის დავალება, რომელიც, თუ გინდა თავი და ოჯახი გადაარჩინო, უნდა შეასრულოო. ჩვენი რამდენიმესაათიანი მძიმე საუბრის შემდეგ, მისი კაბინეტიდან გამოსულმა მივიღე გადაწყვეტილება, წავსულიყავი ქვეყნიდან. საქართველოდან წამოსვლის შემდეგ, სააკაშვილის რეჟიმს, ჩემი 8 წლის შვილიშვილი და ოჯახის წევრები 23 დღის განმავლობაში მძევლად ჰყავდათ აყვანილი. როგორ გამოვიხსენი ჩემი ოჯახი, ეს ცალკე საუბრის თემაა", - აცხადებს ჩხარტიშვილი.
ინტერვიუში ბიზნესმენი საბჭოთა ანაბრების თემასაც ეხება და აცხადებს, რომ მისი ყველაზე დიდი შეცდომა შევარდნაძის მთავრობაში ყოფნა იყო, რადგან უნებურად სახელისუფლებო ჯგუფებს შორის მძაფრი დაპირისპირებების ეპიცენტრში აღმოჩნდა და ძალაუფლებისთვის მებრძოლი ჟვანია-სააკაშვილის გუნდის სამიზნე გახდა.
"ანაბრების თემის ჩემს სახელთან დაკავშირებაც ამ გუნდის მიერ იქნა ინიცირებული. საზოგადოებისთვის თავსმოხვეული მათ კონტროლქვეშ არსებული მედიის მეშვეობით. შემდეგში ამ კამპანიის ავტორები ჩემთან თავს იმით იმართლებდნენ, რომ ანაბრების თემა მათ შევარდნაძესთან პოლიტიკური ბრძოლის კონტექსტში სჭირდებოდათ და ჩემს პიროვნულ დისკრედიტაციას არ ისახავდნენ მიზნად, მაგრამ ფაქტი ჯიუტია. მათი მითი სტერეოტიპად დამკვიდრდა. ანაბრების გაუფასურება, რომელიც დიდ ისტორიულ ქარტეხილებს მოჰყვა, დიდი ტრაგედია აღმოჩნდა ათასობით ჩვენი მოქალაქისთვის. ვერაფერი შეღავათია ის, რომ ასე მოხდა დსთ-ის ყველა ქვეყანაში, რადგანაც ადამიანებს წლობით დანაზოგი დაეკარგათ. საქართველოში ამას დაემატა სამოქალაქო ომი, დაპირისპირება რუსეთთან და ხელისუფლების გაუაზრებელი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, რომელმაც ქვეყანაში არნახული ჰიპერინფლაცია და ფულის გაუფასურება გამოიწვია. ეს მოხდა 1992–1993 წლებში და უნდა მოგახსენოთ, რომ ამ პერიოდში მე არანაირი შეხება არ მქონია არც ხელისუფლებასთან, არც მის ფულად-საკრედიტო პოლიტიკასთან და არც შემნახველ ბანკთან. სახელმწიფო საბანკო კომერციულ სისტემაში აქტიურად ჩავერთე 1994 წლიდან, ბრიტანეთში სწავლის შემდეგ და ცხადია, დროის მანქანა არ მქონდა, რომ უკან დავბრუნებულიყავი და რამენაირად მემოქმედა ჰიპერინფლაციასა და ანაბრების გაუფასურებაზე. ეს ყველაფერი ახალგაზრდა მოქკავშირელებმა კარგად იცოდნენ, მაგრამ განტევების ვაცი სჭირდებოდათ, რადგან თვითონაც აქტიურად იყვნენ ჩართულები ჰიპერინფლაციურ პროცესებში. ამის სამაგალითოდ მაშინ გახმაურებული 102 მილიარდის აფერის გახსენებაც კმარა", - აცხადებს ჩხარტიშვილი.
ამასთან, შეკითხვაზე, შეიტანა თუ არა ფინანსური წვლილი სააკაშვილის რეჟიმის დამარცხების საქმეში, ბიზნესმენის თქმით, “სინდისის წინაშე სუფთაა, რადგან ყველაფერი გააკეთა, რათა საკუთარი მოკრძალებული წვლილი შეეტანა რეჟიმის დასრულების საქმეში".
"რომ არა ბიძინა ივანიშვილი, ტირანიის ბნელი ღამე საქართველოში კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა. მან შეძლო მოეხდინა ქართველი ხალხის ენერგიის გაერთიანება და გამარჯვებას მიაღწია სრულიად უთანასწორო ბრძოლაში. მან ყველა ჩვენთაგანს დაგვიბრუნა სამშობლო და ჩვენი ვალია, გვერდში დავუდგეთ მას ახალი, სამართლიანი ქვეყნის მშენებლობაში", - აცხადებს ჩხარტიშვილი.
ახლა, ყველა განტევების ვაცია სწორედ რომ შევარდნაძის დროს მოხდა ხალხის ფულების მითვისება და გამდიდრება ზოგიერთი ჩინოვნიკების მიერ, რომლებიც ახლა ბიზნესმენობენ საქართველოში თუ მისი ფარგლების გარეთ! ...
ფეფიკ, შე ძველო აი, ის კაცი,შენ რომ ვერ იცან ,ეგ შენი მომავალი მეორე ნახევარია, მალე გაიცნობ მე კიდევ მესიზმრა ცუხელ, ორ დიდ გველს გავდევდი დასაჭერად და მაინც ვერ დავლანდე.(დაჭერაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ბიიბ, ეგ რას უნდა ნიშნავდეს?
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დავოსში ისრაელის პრეზიდენტს შიმონ პერესს შეხვდა.
პრემიერის-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა კონგრეს-ცენტრში, თბილ და მეგობრულ გარემოში წარიმართა. ივანიშვილმა და პერესმა საქართველოსა და ისრაელის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის შესახებ ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს.
ბიძინა ივანიშვილი დღესვე, უკრაინის პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს შეხვდა. მან შეხვედრა სხვადასხვა კომპანიების ხელმძღვანელებთანაც გამართა.