
"მე ხომ სააკაშვილი არ ვარ ასეთი მასაჟისტები ვიქირავო. ჩვენ ძალიან ნორმალურად ვცხოვრობთ, ბუნებრივად. ასეთი ძვირი საჩუქარი ჩემი მეუღლისთვის არასდროს მიჩუქებია და არც ვაპირებ. არაა ასეთი ძვირი საჩუქრები აუცილებელი. მე არ მიყვარს ძვირფასი საჩუქრები. ჩვენ აბსოლუტურად მიწიერნი ვართ და ვცხოვრობთ ისე, როგორც საშუალო ქართული ოჯახი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისი განმარტებით, ძვირფასი საჩუქარი შეიძლება აჩუქო საქართველოს, ან ქართველ ხალხს და არა ერთ პიროვნებას. "ასეთი რამ ცალკეული პიროვნებების მიმართ არასდროს გამიკეთებია", - დასძინა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით "ქართული ოცნების" ლიდერმა საკუთარი მეუღლისთვის ეკა ხვედელიძისთვის, რომელსაც დაბადების დღე ხვალ აქვს, უცხოეთიდან მასაჯისტი ჩამოიყვანა, რომლის დაქირავებაშიც 150 000 დოლარი გადაიხადა.