მთავარი » 2012»აგვისტო»30 » ბიძინა ივანიშვილი თვლის, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნების შედეგები
07:43
ბიძინა ივანიშვილი თვლის, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნების შედეგები
"ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნების შედეგები ხელისუფლების მხრიდან უკვე ყალბდება.
ამის ამსახველ ვრცელ დოკუმენტურ მასალას კოალიცია დიპლომატიურ კორპუსს ხვალ გადაუგზავნის, დღეს კი ივანიშვილმა საქართველოში შექმნილი წინასაარჩევნო გარემო საქართველოში აკრედიტირებულ ელჩებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო.
"ბიძინა ივანიშვილმა დიპლომატებთან შეხვედრისას ისაუბრა იმის შესახებ, რისთვისაც ის პოლიტიკაში მოვიდა, საუბარი შეეხო მისი პოლიტიკაში მოსვლის დღიდან ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ უკანონო ნაბიჯებს, როგორც პირადად ივანიშვილის, ასევე მის სახელთან დაკავშირებული კომპანიებისა და თავად პოლიტიკური კოალიციის წინააღმდეგ. დიპლომატებისადმი მიწოდებულ მიმართვაში აღწერილია ყველა ის დარღვევა, რასაც ხელისუფლება კანონის სახელით ჩადის. მასში საუბარია სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, რომელიც აუდიტის სამსახურის ნებისმიერ მოთხოვნას უყოყმანოდ აკმაყოფილებს. საუბარი შეეხო სატელიტური ანტენების გავრცელებასთან დაკავშირებულ თემას და ბევრ სხვა მნიშვნელოვან საკითხს", - განუცხადა "პირWელს" კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით საგანელიძემ.
დიპლომატებთან გამართული შეხვედრის შესახებ უფრო ვრცლად ბიძინა ივანიშვილი 16:00 სთ-ზე ისაუბრებს.
სალამი ხალხს! ნეტა სიმართლე გამაგებინა, რა ხდება, რისთვის ხდება და საერთოდ... რისთვის იღუპებიან ეს საცოდავი ბიჭები, დაიწყო სისხლისღვრა უკვე მაგ საზიზღარმა? მაინც არ გიშველის არაფერი, წაეთრიე და წაათრიე ეგ შენი ნაბიჭვრები, გვერდით რომ გყავს და გადაჭამეთ ქვეყანა
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]