ხუთშაბათი, 19.06.2025, 08:48
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » აგვისტო » 31 » ბიძინა ივანიშვილი: "თუ არჩევნები გაყალბდება, სააკაშვილი იმაზე უარესს მიიღებს
06:28
ბიძინა ივანიშვილი: "თუ არჩევნები გაყალბდება, სააკაშვილი იმაზე უარესს მიიღებს
პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "თუ არჩევნები გაყალბდება, სააკაშვილი იმაზე უარესს მიიღებს, ვიდრე არჩევნების წაგების შემთხვევაში მიიღებდა".

ამის შესახებ ივანიშვილმა დღეს ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში განაცხადა.

"თუ ჩვენ ვიტყვი, რომ არჩევნების შედეგებს არ მივიღებთ, მაშინ ასეთივე იქნება ევროპელების პოზიციაც. იმდენი საბუთებია კანონდარღვევის, რომ სხვა გზა უბრალოდ არ ექნებათ", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, სააკაშვილი ახლა ისეთ აგონიაშია, რომ მაინც რჩება მცირე ალბათობა იმისა, რომ არჩევნები გაყალბდეს.

"თუ ეს ასე მოხდა, მაშინ სააკაშვილი იმაზე უარესს მიიღებს, ვიდრე არჩევნების წაგების შემთხვევაში მიიღებდა. ბოლო ეტაპებზე ის უკვე წვალობს, მაგრამ მსოფლიოს ლიდერებს ვეღარ ხვდება და ახლა უკვე ისე იქცევა, რომ საზღვარგარეთ წასასვლელ გზასაც მოიჭრის", - აღნიშნა ივანიშვილმა. 




ნანახია: 864 | დაამატა: ტერი
სულ კომენტარები: 1
0  
1 არალე   (31.08.2012 07:21) [Материал]
სააკაშვილი აგონიაშია და აუცილებლად მოებღაუჭება იმ ხავსს, რასაც გაყალბება ჰქვია
სხვა გზით ნაცმოძრაობა ამ არჩევნებს ვერ მოიგებს და ადვილი წარმოსადგენია, როგორ ეშინიათ ამით.

არა მარტო მათი კეთილდღეობა და მსუყე ცხოვრება დევს სასწორზე, არამედ თავისუფლებაც, უმეტეს შემთხვევაში.

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  აგვისტო 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025