
"შილეს - ავსტრიელი ექსპრესიონისტის ყველაზე დიდი თაყვანისმცემელი "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილია, რომელმაც მის ნამუშევრებზე უკვე დახარჯა 40 მილიონი დოლარი. სულ ივანიშვილის კოლექცია 1 მილიარდ დოლარის ღირებულებისაა - ეს იმ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის 31%-ს საარსებო მინიმუმზე ნაკლები აქვს შემოსავალი.
ჯერ კიდევ 2011 წელს ბიძინა ივანიშვილი ბორისის სახელით იყო ცნობილი და ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ რუს კოლექციონერად ითვლებოდა აბრამოვიჩთან, ექსელბერგთან და სხვა რუს მილიარდერებთან ერთად. თუმცა, ბიძინა ივანიშვილი თავისი სპეციფიკური მიდრეკილებებით: იოგით, ფსიქოანალიზით, ზებრებისა და პინგვინების მოშენებით, "რუხი კარდინალივით" გამოიყურებოდა სხვების ფონზე. მას ყველაფერი სხვებისგან გასხვავებული აქვს: ორი ალბინოსი შვილი, გოთი ქალიშვილი, საყვარელი მხატვარი შილე. თუმცა, ბრიტანული "ტელეგრაფის" ცნობით, სურათები არაა ორიგინალი, რადგან ყველა ორიგინალი ლონდონში ინახება", - ამბობენ რუსი წამყვანები.
მომზადებული ტელეკომპანია ДОЖДЬ-ის მიხედვით.
იხილეთ ვიდეო