
კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა
ივანიშვილი ამომრჩევლებს მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატების აქტიური
მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ ივანიშვილმა ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობასთან
მიმდინარე შეხვედრაზე განაცხადა.
კოალიციის ლიდერის განცხადებით,
გარდა იმისა, რომ მნიშვნელოვანია, ამომრჩეველმა მხარი დაუჭიროს პარტია
"ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს", არამედ თითოეულ მაჟორიტარ
დეპუტატს, რომელსაც კოალიცია რაიონებში წარადგენს.