ოთხშაბათი, 18.06.2025, 12:13
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 5
სტუმარი: 5
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » სექტემბერი » 29 » ასობით ათასი ადამიანი თბილისის ცენტრში აქციას მართავს
10:18
ასობით ათასი ადამიანი თბილისის ცენტრში აქციას მართავს

ამ წუთებში ასობით ათასი ადამიანი თბილისში, საქართველოში არის შეკრებილი თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების" მხარდასაჭერად. 1 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება და საქართველოს მოსახლების უმეტესი ნაწილი  „ქართულ ოცნებას" აძლევს ხმას. კოალიცია  „ქართული ოცნება" აერთიანებს ექვს პოლიტიკურ პარტიას: „ქართული ოცნება- დემოიკრატიული საქართველო",  „საქართველოს რესპუბლიკური პარტია", „თავისუფალი დემოკრატები", „ნაციონალური ფორუმი", „კონსერვატიული პარტია" და „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს".

მობილური ჯგუფები იმაზე იზრუნებენ, რომ პროვოკაციებს არ ჰქონდეს ადგილი.

ავტ. ირაკლი ბერძენაძე

ნანახია: 1791 | დაამატა: ლონდა
სულ კომენტარები: 2831 2 3 ... 18 19 »
0  
1 ლონდა   (29.09.2012 10:19) [Материал]
გილოცავთ დღევანდელ დღეს ჩემო კარგებო smile

0  
2 ლონდა   (29.09.2012 10:19) [Материал]
ს.ნ.ნ.–ნი ასობით ათას ადამიანზე ინფორმაცია გაავრცელა.ეს ნიშნავს რომ მსოფლიომ დაინახა ხალხის ერთობა ამ ძალადობის წინააღმდეგ!

0  
3 ლონდა   (29.09.2012 10:22) [Материал]

0  
4 ლონდა   (29.09.2012 10:26) [Материал]
რუსთავი 2-ის დამფუძნებლების და ყოფილი მფლობელების განცხადება

სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2” ის თანამშრომლებს, ჟურნალისტებს, ტექნიკურ პერსონალს, შემოქმედებით ჯგუფს, ყველა იმ ადამიანს, რომლებთან ერთადაც წლების განმავლობაში გვიკეთებია ჩვენი ტელევიზია.

ქართული სახელმწიფოსთვის ამ კრიტიკულ მომენტში ვარღვევთ რვაწლიან დუმილს და მოგმართავთ თქვენ.

ქვეყანაში მეფობს ძალადობა. ძალადობაა არა მარტო ციხეში, ძალაადობაა ყველა სფეროში: სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში, სასწავლებლებში, სასამართლოში, პოლიციაში, მედიაში, სრულიად საზოგადოებაში.

ტოტალური ძალადობა დღეს არ დაწყებულა. ის ძალას იკრებდა ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ და მიაღწია კრიტიკულ ზღვარს.

შეგახსენებთ, ჩვენ ერთად ვართ ძალადობის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი სახელმწიფო მანქანის მხრიდან. უმძიმესი ფსიქოლოგიური ზეწოლის, თვალთვალის, დაუფარავი მოსმენების, ორგანიზაციის ხელოვნურად გაკოტრების რეჟიმზე გადაყვანის შედეგად გვაიძულეს რუსთავი 2-ის საკონტროლო პაკეტის დათმობა. ამ ფაქტმა დასაბამი მისცა მედიაში დღეს არსებულ უმძიმეს მდგომარეობას.

სწორედ ამიტომ ჩვენ კარგად გვესმის რა წნეხის ქვეშ იმყოფება თითოეული თქვენგანი, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში.

”რუსთავი 2”-ის წარმატებას ყოველთვის განაპირობებდა გუნდის პრინციპულობა და პროფესიონალიზმი. წლების განმავლობაში ბერვჯერ გვიბრძოლია უსამართლობის წინააღმდეგ, ერთად გამოვსულვართ გამარჯვებული უთანასწორო ბრძოლაში.

გთხოვთ გაიაზროთ, პროცესების ობიექტურად და მიუკერძოებლად გაშუქება არა მარტო თქვენი უფლება, არამედ მოვალეობა და პასუხისმგებლობაა, მითუმეტეს “მასთ ქერის” შეწყვეტის პირობებში. მოგიწოდებთ გამოიჩინოთ სამოქალაქო პოზიცია, უთხარით “არა!” პროპაგანდას და სიცრუეს, დაუბრუნეთ რუსთავი 2-ს თავისუფალი მედიის სტატუსი.

ყოველთვის გვიგულეთ თქვენს გვერდით. ვემიჯნებით რა ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციას, იმედს გამოვთქვამთ, მიუკერძოებელი სასამართლოს პირობებში კვლავ ერთად შევძლებთ იმ საქმის კეთებას, რასაც თავისუფალი დამოუკიდებელი ტელევიზია ჰქვია.

”რუსთავი 2”-ის დამფუძნებლები და ყოფილი მფლობელები

დავით დვალი
ჯარჯი აქიმიძე

0  
5 ლონდა   (29.09.2012 10:28) [Материал]
მაგარი კაცია ვასიკო, ვგიჟდები :)))))))


0  
6 ლონდა   (29.09.2012 10:35) [Материал]
ქუთაისში, "ქართული ოცნების" აქციაზე მესხიშვილის თეატრის თავზე მოულოდნელად გამოჩნდა ბანერი შემდეგი წარწერით: "ჩვენი არჩევანია პარლამენტი ქუთაისში, თქვენი არჩევანია კანონიერი ქურდები". აღნიშნული ბანერი რამდენიმე წუთის შემდეგ მესხიშვილის თეატრის სახურავიდან ძირს ჩამოაგდეს.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში, "ოცნების" აქციისთვის სცენა ცენტრალურ მოედანზე, თეატრის წინ არის განთავსებული

0  
7 ბასო   (29.09.2012 10:37) [Материал]
ვახ კაცოოოო, აპიატ სტარიე ლუდი, პრივეტ ალალო პუშკინ, არალე ლონდა, მაგარი დღე გათენდა, ამდენი ხალხი მართლაც არასდროს ყოფილა, მოგება ჯიბეში გვაქვს და მაგ მოგებას ხელიდან არავინ გავუშვებთ biggrin biggrin biggrin biggrin

0  
8 ლონდა   (29.09.2012 10:37) [Материал]
გუბაზა საქონელო, სულ მკიდია ვინ ვის აგინებს და ვინ რას ამბობს.. ფალსიფილაცია იყო თუ არა, მაგრამ შენი ხმა იყო აშკარად ჩანაწერებში და შეგცა საქართველომ.. მაშ პოლიტიკა ფეხზე გკიდია არა? მაშ შენ სიცოცხლეს არ შესწირავ ქვეყანას და მარტო ის გაინტერესებს , რომ პოლიტიკიდან მილიონერი გახდე არა? წუმპიდან ამოგიყვანა მაგ კაცმა და ეხლა მაგას აგინებ და მის შვილზე ასეთ სიბინძურეს ამბობ არა? ეხლა მაგის დრო არ იყო, მაგრამ ბიძინა იყოს მართლა ყლე შენ თუ ეგ გაპატიოს!!

0  
9 ლონდა   (29.09.2012 10:39) [Материал]
თუ ფაბრიკაცია იყო, მაშინ დაამტკიცე ყველას წინაშე, გაყიდე ყველაფერი და დაამტკიცე, რომ ეს იყო ტყუილი.. იცოდე მაგას არ გაპატიებს ერი და მაგაზე პასუხი მოგეთხოვება და როგორ არის ხალხი საქონელი, როგორც ეს ადრე თქვი, ეხლა განახებთ შენ.

სხვების გინებები და ერთმანეთში გარჩევები არ მაინტერესებს. მაგრამ ბერაზე რომ ამბობ სისხლის აღევით გაჩნდაო, ეგ უნდა დაამტკიცო რომ შენ არ იყავი!

0  
10 ლონდა   (29.09.2012 10:40) [Материал]
სალამი ბასო, დღეს მართლაც ნაცების პანაშვიდი იყო საქართველოში.. გასვენება კი 1 ოქტომბერს იქნება

0  
11 ბასო   (29.09.2012 10:42) [Материал]
ლონდა ფალსიფიკაციის გაკეთება ძალიან იოლია, ხმაც მაგისი იყო და საუბარიც თუმცა ძველი ტექსტები ისე შეიძლება რომ გადააბა, გამოვა სულ სხვა რაღაც, გუშინ მეეცხრე არხმა გააკეთა ეგ მიშაზე და ხუთ წუთში დაუმონტაჟა მიშას, თუმცა ისიც თქვეს რომ დავამონტაჟეთო და ასე იოლად ხდება ესო

0  
12 არალე   (29.09.2012 10:44) [Материал]
ლონდა, გამარჯობა, მეც გილოცავ, კარგი დღეა ძალიან, იმედით და სიხარულით მაქვს გული სავსე.
რამდენი ხალხი იყო, აღფრთოვანებული ვარ.

ჩემი დედამთილი, ავადმყოფი ქალიც კი გასულა biggrin

0  
13 არალე   (29.09.2012 10:45) [Материал]
ქუთაისში ვიღაცას გუბაზისთვის ყალბი დილარები შეუყრია

ბავშვი რომ არ იკადრებს, ისეთ სისულელეებს აკეთებენ wink

0  
14 ბასო   (29.09.2012 10:45) [Материал]
კაით აბა წავედი პივაზე, ფხიზელი თვალით ვერ ვუყურებ ამ ყველაფერს და ლუდი მშვდელის, დღეს ჟვანიას მკვლელობაზე უნდა გამოქვეყნდეს წესით მასალები და ვნახოთ, კარგათ აბა tongue

0  
15 ლონდა   (29.09.2012 10:48) [Материал]
ნუ დავემსგავსებით მიშისტებს არაფერი რომ არ სჯეროდათ... მე დარწმუნებული ვარ , რომ ის გუბაზის ხმა იყო.. მიუხედავად იმისა, რომ მაგრად მომწონდა ეს კაცი, გული გამიტყდა მასზე..

1-15 16-30 31-45 ... 256-270 271-283
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  სექტემბერი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025