მთავარი » 2013»იანვარი»29 » ალექსი პეტრიაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის განცხადებას არასერიოზულს უწოდებს
10:59
ალექსი პეტრიაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის განცხადებას არასერიოზულს უწოდებს
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში
სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი რუსეთის საგარეო უწყების
წარმომადგენლის განცხადებას
დსთ-სთან დაკავშირებით ღიმილის მომგვრელს და არასერიოზულს უწოდებს. როგორც პეტრიაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს მთავრობამ განსაზღვრა ის ორგანიზაციები, რომლის წევრობაც უნდა.
"ეს არის ევროკავშირი და ნატო. ამ პრიორიტეტებს ნამდვილად არ შევიცვლით
და გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას", - განაცხადა სახელმწიფო
მინისტრმა. რუსეთის საგარეო უწყების დსთ-ს ქვეყნების პირველი
დეპარტამენტის დირექტორმა, მიხეილ ევდოკიმოვმა დღეს განაცხადა, რომ
საქართველოს ხელმძღვანელობასთან დსთ-ში დაბრუნებასთან დაკავშირებით
კონტაქტები უკვე დაწყებულია. ამასთან, რუსული მედიის ცნობით, მან ხაზი
გაუსვა, რომ საქართველოს დსთ-ში დაბრუნება მხოლოდ ამ ქვეყნის
ხელმძღვანელობის სურვილით უნდა მოხდეს. საქართველომ დსთ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დატოვა.
Shalva Ramishvili გამარჯობათ "მაესტრო" ჩემთვის განვლილი ეტაპია! მადლობა მის ყველა თანამშრომელს რომელიც გვერდში მედგა ორი წლის განმავლობაში. კონფლიქტით არ წამოვსულვარ... უბრალოდ მე ჩემი თავი ამ ტელევიზიაში ამოვწურე. შევხვდებით ერთმანეთს სხვა ეთერში
რატომღაც ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ რუსეთი და მიშა შეკრულები არიან და იმას ავრცელებენ, რაც მიშას წისქვილზე დაასხამს წყალს! აბა რას მივაწეროთ თარგამაძის და ბოკერიას საიდუმლო ვიზიტები რუსეთის გავლენიან პირებთან?
დავით უსუფაშვილი - ევროკავშირი სერიოზულად მუშაობს, რათა ასოცირების ხელშეკრულებით სარგებლობის შესაძლებლობა საქართველოს ყველა მოქალაქეს მიეცეს 20:54 29-01-2013 დავით უსუფაშვილი - ევროკავშირი სერიოზულად მუშაობს, რათა ასოცირების ხელშეკრულებით სარგებლობის შესაძლებლობა საქართველოს ყველა მოქალაქეს მიეცეს ევროკავშირი სერიოზულად მუშაობს, რათა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით სარგებლობის შესაძლებლობა საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ყველა მოქალაქეს მიეცეს , - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განუცხადა, რომელიც დღეს საღამოს აღმოსავლეთ პარტნიორობის, რუსეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონული თანამშრომლობის ოფისების დირექტორს, გუნარ ვიგანდს შეხვდა. უსუფაშვილის ცნობით, საუბრის თემა სწორედ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და მასთან დაკავშირებული საკითხები იყო. მისივე თქმით, განიხილეს ყველა ის თემა, რაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ეხება, რომლის თაობაზეც ევროკავშირთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. "პროცესებში არის სერიოზული პროგრესი და წინსვლა. როგორც ჩანს, ამ საკითხზე საჭირო იქნება მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდის გამართვა დაახლოებით ორი თვის შემდეგ და ჩვენ მზად ვიქნებით იმისთვის, რომ ვილნიუსის სამიტზე ამ თემაზე დადებითი გადაწყვეტილება იყოს მიღებული და საქართველომ კიდევ ერთი სერიოზული ნაბიჯი გადადგას ევროპის მიმართულებით", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, აღნიშნული პროცესის ფარგლებში საქართველოსთვის ისეთი სერიოზული თემის გამო, როგორიც არის კონფლიქტური რეგიონები, რაიმე ფორმით დაბრკოლება არ იქნება. "მოიძებნება ისეთი მოდელები, რომელიც არ შეუშლის საქართველოს წინსვლას ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა. შეხვედრაში ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოში ფილიპ დიმიტროვიც მონაწილეობდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ხვალ შეხვედრები აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გაგრძელდება.
ვერ გავიგე, რას ნიშნავს: ასოცირების ხელშეკრულებით სარგებლობის შესაძლებლობა საქართველოს ყველა მოქალაქეს მიეცეს რა პრივილეგიები ექნებათ საქართველოს მოქალაქეებს? შეეძლებათ, ვიზების გარეშე გადაადგილება, ევროკავშირის ქვეყნებში?
თეა წულუკიანი: "გენერალი კალანდაძე ცდილობს მოწმეებზე ზეწოლა მოახდინოს" თეა წულუკიანი: "გენერალი კალანდაძე ცდილობს მოწმეებზე ზეწოლა მოახდინოს" 29/01/13 23:06 ხალხი სამართლიანობის აღდგენას ითხოვს. ისინი გვეუბნებიან, რომ დამნაშავეები ციხეში ჩავსვათ. აღნიშნული განცხადება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა რუსთავი 2-ის ეთერში საუბრისას გააკეთა. "რა ხელისუფლება ხართ თქვენ, როცა ჩვენ გენდეთ და ეს ადამიანები ციხეშიც კი ვერ ჩაგისვამთ. ამაზე მე ვპასუხობ: მე ვითხოვ პატიმრობას კუბლაშვილი უშვებს. მე ვითხოვ პატიმრობას კუბლაშვილი უშვებს. მე მაქვს ეჭვი, რომ ამ ფაქტმა გამოძიება ძალიან დააზიანა", - აღნიშნა წულუკიანმა. მან მაგალითად გიორგი კალანდაძის ფაქტი მოიყვანა. მე მაქვს ინფორმაცია, რომ მას შემდეგ რაც კალანდაძემ მოსამართლისგან უსამართლოდ გირაო დაიმსახურა, გენერალი კალანდაძე ცდილობს მოწმეებზე ზეწოლა მოახდინოს. კალანდაძე სამეგრელოს რაიონ-რაიონ დადის თურმე და ამ ინფორმაციას მე კიდევ გადავამოწმებ, თუმცა როცა ვამბობ ესე იგი მაქვს საფუძველი ამის თქმის", - აღნიშნა წულუკიანმა.
რა კავშირშია ცნობილი ქართველი მომღერალი თბილისში მომხდარ გახმაურებულ მკვლელობასთან. ბიზნესმენ ავთო ადუაშვილის ჩახრილვის ფაქტზე სოსო პავლიაშვილის დის ქმარი დააკავეს. ვახტანგ ჩხაპელიასთან ერთად აყვანილია კიდევ რამდენიმე პირი. პავლიაშვილი, რომელიც მოკლულის მეგობარია, სიძის დაკავების მიზეზებზე საუბრისგან ამჯერად თავს იკავებს. უცნობი რჩება დანაშაულის მოტივიც. არაოფიციალურად კი რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ. მათ შორისაა შეკვეთილი მკვლელობის ვერსიაც. 43 წლის ბიზნესმენი 23 ნოემბერს ზაზიაშვილის ქუჩაზე გაჩერებულ ემელის მარკის მანქანაში ჩაცხრილული იპოვეს. არსებობს სათვალთვალო კამერით გადაღებული ვიდეო-ჩანაწერები.
თეა წულუკიანი - კახი კალაძის ძმის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ადამიანი, არავინ იცის რატომ არის დამნაშავე თეა წულუკიანი - კახი კალაძის ძმის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ადამიანი, არავინ იცის რატომ არის დამნაშავე 29/01/13 23:15 არავინ არ იცის რატომ ზის ციხეში ლევან ცინცაძე. ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა რუსთავი 2-ის ეთერში ნინო შუბლაძის გადაცემაში სტუმრობისას გააკეთა. "ეს არის ბატონ კახი კალაძის ძმის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ადამიანი, რომლის შესახებაც არავინ იცის რატომ არის იგი დამნაშავე", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ ლევან კალაძის მკვლელობაში მსჯავრდებულმა ლევან ცინცაძემ სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო. როგორც განსასჯელის ადვოკატი ირმა ჭკადუა აცხადებს, ლევან ცინცაძემ და მისმა ადვოკატებმა საჩივარი შეიტანეს და ახალ ხელისუფლებას საქმის ხელახალ გამოძიებას სთხოვენ. ადვოკატი დარწმუნებულია, რომ ცინცაძე უდანაშაულოა და საქმის მასალებში მხოლოდ ერთადერთი მტკიცებულება ამისულაშვილის ჩვენებაა, რომელიც გამოძიებამ ზეწოლის შედეგად მოიპოვა.
რამდენი რამე უნფდა გამოიძიონ?! და თანაც კვალი და მტკიცებულები თითქმის წაშლილია!.... მაგრამ დნმ-ით ხომ შეიძლება მკვლელების დადგენა? თუნდაც რაფაელციანის საქმეზე
გივი თარგამაძემ და ნუგზარ წიკლაურმა უკმაყოფილება გამოთქვეს რატომ დაიბარეს “ნათლისღებას” მაღალჩინოსნები დაკითხვაზეო, ნუთუ დაავიწყდათ როგორ მომიკლეს მარიამობის ღამეს უდანაშაულო შვილი.
აცხადებს “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაღუპული არჩილ ჩოხელის დედა, ეთერ ბუჯიაშვილი.
მისი თქმით, მას შემდეგ რაც სააკაშვილმა და ახალაიამ მისი შვილი მოკლეს თვალზე ცრემლი არ შეშრობია და ამჟამადაც მისი ავადმყოფობის მიზეზი თარგამაძე და წიკლაურია.
“ურჯულოები თუ დაგეგმავენ ასეთ წმინდა დღესასაწაულებზე სისხლიან სპეცოპერაციებს და დახოცავენ უდანაშაულო ადამიანებს. გამცენ პასუხი რისთვის მომიკლეს შვილი? და როგორ ბედავენ ამ ყველაფრის შემდეგ ხალხში გამოჩენას. მაგათ არ აქვთ უფლება ქრისტიანულ დღესასწაულებზე ილაპარაკონ და ეკლესიაში პირჯვარი გადაიწერონ”,- აცხადებს ჩოხელის დედა.