
წყვილმა გადაწყვიტა, ქორწილი ძვირადღირებულ მამულში, საუტგემპტონში ახლობლებისა და მეგობრების ვიწრო წრეში აღნიშნოს.
მილიარდერის მეგობრის თქმით, საზეიმო მოვლენასთან დაკავშირებით სოროსმა ბოლტონს ვარდისფერი ოქროს ნიშნობის ბეჭედი აჩუქა.
წყვილი ქორწილის თარიღს ჯერჯერობით არ ამხელს. მათ ერთმანეთი 2008 წლის გაზაფხულზე ერთ-ერთ ღონისძიებაზე გაიცნეს.
ცნობილი ფინანსისტისთვის და International Crisis Group-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრისთვის ეს მესამე ქორწინებაა.