ბრიტანელი ევროპარლამენტარი - "ევროპის სახალხო პარტიას" მოძმე პარტიების ანტიდემოკრატიულ ტენდენციებზე თვალის დახუჭვა სჩვევია

"რატომ უნდა მისცეს ევროპამ საქართველოს რეალური შანსი?", - ამ
სათაურით ფრანგული გამოცემა "Le Monde" ევროპის პარლამენტის
წევრის, სერ გრემ უოტსონის სტატიას აქვეყნებს. როგორც სტატიის ავტორი
აღნიშნავს, ვილნიუსის სამიტის მოახლოებასთან ერთად, ევროკავშირი ცდილობს,
აღმოსავლეთის პარტნიორობის ერთ-ერთ ქვეყანაში როგორმე წარმატების მაგალითი
იპოვოს.