წავიკითხოთ ეს წერილი და იქნებ ჩვენს არაცნობიერში აღმოვაჩინოთ პატარა, „შინაგანი ფაშისტი"
25/06/13 20:47
(წერილის სრული ვერსია იხილეთ "საქართველო და მსოფლიოს" ხვალინდელ, 26 ივნისის ნომერში)
ყმაწვილკაცობაში, რომელიც, საყოველთაო აღიარებით, ჯერ არ დასრულებულა,
მიხეილ სააკაშვილს უნდოდა, რეჟისორი გამხდარიყო, თუმცა ალბათ, ვერავინ
წარმოიდგენდა, რა უცნაურ და ტრაგიკულ ნაყოფს გამოიღებდა საბოლოოდ ეს
დაუკმაყოფილებელი ამბიცია. მისი მმართველობის წლებში შსს-მ უკანონოდ 12888
ფარული ჩანაწერი მოიპოვა. სააკაშვილის პოლიციელებმა გადაიღეს მეტი, ვიდრე
ინდურმა "ბოლივუდმა" ამავე პერიოდში. პოლიტიკოსების, დიპლომატების,
ჟურნალისტების პირადი და საქმიანი ცხოვრების ამსახველი სცენები, როგორც
ჩანს, წარმოადგენდა ერთ-ერთ მთავარ ბერკეტს, რომლის გამოყენებით არშემდგარი
რეჟისორი და დიქტატორი საქართველოზე კონტროლის შენარჩუნებას ლამობდა...