თქვენი შვილები გაუშვით ავღანეთში
07-06-2013
როდესაც ინფორმაცია ვრცელდება ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის
შესახებ, ემოციას ვერ ვერევი. ბავშვობიდან მძიმე დაღი დამაჩნია საქართველოს
”
ავღანურმა” ტრაგედიამ, ჯერ კიდევ
მაშინ, როდესაც საქართველოს საბჭოთა ერქვა და უფროსი ძმის ტოლა ბიჭების
დაკეპილი სხეულები "ცინკის" კუბოებით ჩამოჰქონდათ ცეცხლში გახვეული
აღმოსავლეთიდან. კიდევ ერთხელ ვარ საშინელი, ტრაგიკული ემოციის ტყვეობაში
და მეფიქრება იმაზე, რაზეც არაერთხელ ამოუხეთქია ტკივილს გულიდან.
საქართველოს ისტორიაში თვლა არ აქვს საგმირო ამბებს მეფეებისა და
დიდებულების შესახებ, რომლებიც სამშობლოსთვის მტერს ეწირებოდნენ, შვილებს
კი მძევლებად აგზავნიდნენ მტრის კარზე.
ყველა ომში ლაშქარს, რაზმს, საბრძოლო შენაერთს თავად-აზნაურები და
პირველ რიგში მეფეეები მიუძღოდნენ. მათი თავდადება კი (არ დამიწყოთ, რომ
მოღალატეეებიც გვერია, ისე, როგორც ყველა ერს) საოცარ ძალას მატებდა ხალხს.
მარტო ერეკლე მეფის გმირობები რად ღირს...