ხუთშაბათი, 19.06.2025, 05:23
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » მარტი » 31 » ზვიად გამსახურდია, პირველი პრეზიდენტის დაბადების დღე
08:44
ზვიად გამსახურდია, პირველი პრეზიდენტის დაბადების დღე
პირველი ლეგიტიმური პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია (დ. 31 მარტი, 1939,
თბილისი — გ. 31 დეკემბერი, 1993, სოფ. ხიბულა, წალენჯიხის რაიონი),
მეცნიერი-ფილოლოგი, მწერალი, მთარგმნელი, პოლიტიკოსი, დისიდენტი,
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი
მოძრაობის (1973—1990) ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს პირველი პრეზიდენტი
(1991—1992).




ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში,
ქართველი მწერლის, აკადემიკოს კონსტანტინე გამსახურდიას და მირანდა
ფალავანდიშვილის ოჯახში. დაამთავრა თბილისის 47-ე საშუალო სკოლა (1957) და
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და
ლიტერატურის ფაკულტეტი ინგლისური ლიტერატურის სპეციალობით (1962). ჰყავდა
ორი მეუღლე და სამი შვილი:
პირველი მეუღლე დალი ლოლუა, შვილი კონსტანტინე გამსახურდია;
მეორე მეუღლე მანანა არჩვაძე-გამსახურდია, შვილები ცოტნე და გიორგი გამსახურდიები.



სამეცნიერო და ლიტერატურული მოღვაწეობა (1962-1990)


წლების
მანძილზე მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ
ევროპისა და ლიტერატურის ფაკულტეტის დოცენტად. 1973 წელს მიენიჭა
ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის, ხოლო 1991 წელს — მეცნიერებათა
დოქტორის სამეცნიერო ხარისხები. 1972-1977 და 1983-1990 წლებში იყო
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული
ლიტერატურის ინსტიტუტის რუსთველოლოგიის განყოფილების უფროსი
მეცნიერ-თანამშრომელი, 1970-1977 წლებში საქართველოს მწერალთა კავშირის
წევრი. მას გამოქვეყნებული აქვს მნიშვნელოვანი სამეცნიერო შრომები (მათ
შორის 4 მონოგრაფია) რუსთველოლოგიის, ქართული კულტურის ისტორიის, ქართული
ლიტერატურის ისტორიის, თეოლოგიის, ამერიკული პოეზიის ისტორიის საკითხებზე.
გამოცემულია მისი ლექსებისა და იგავ-არაკების კრებულები, აგრეთვე,
შექსპირის, ბოდლერის, გოგოლის და სხვათა თხზულებების მისეული თარგმანები.

ნანახია: 2310 | დაამატა: londa
სულ კომენტარები: 4961 2 3 ... 33 34 »
0  
1 ფეფე   (31.03.2012 08:46) [Материал]
ლონდა რა სიცოცხლე ხარ

0  
2 არალე   (31.03.2012 09:01) [Материал]
ღმერთმა აცხონოს ზვიადის წამებული სული!

ისიც ჩვეულებრივი მოკვდავი იყო, თავისი დადებითით და უარყოფითით
დიდი ტვირთი აიღო საკუთარ თავზე და ვერ მოერია ამ ტვირთს, არ აღმოაჩნდა საკმარისი ძალა და ნებისყოფა!

თავისი შეცდომებისთვს საკუთარი სიცოცხლით აგო პასუხი, ტრაგიკული პიროვნება იყო!

0  
3 ფეფე   (31.03.2012 09:02) [Материал]
პირველ ვიდეოს ვუსმენ. ძალიან საინტერესოა. აქაც ამახვილებს ყურადღებას სხვა ერების თანასწორუფლებიანობაზე ქვეყნის ტერიტორიაზე.

0  
4 არალე   (31.03.2012 09:03) [Материал]
კაი გამარჯობა ყველას!

0  
5 ფეფე   (31.03.2012 09:03) [Материал]
არალე, რატომ არ აგო შევარდნაძემ შეცდომებისთვის საკუთარი სიცოცხლით პასუხი, რატომ არ აგებს სააკაშვილი საკუთარის სიცოცხლით შეცდომებზე პასუხს?

0  
6 ფეფე   (31.03.2012 09:06) [Материал]
დემოკრატიული პრინციპების შენარჩუნება ვერ შეძლო, იმიტომ, რომ ყველა რუსეთის ლაქიამ და სკამისთვის მებრძოლმა მაშინ წამოყო თავი.

0  
7 არალე   (31.03.2012 09:08) [Материал]
ეგ კითხვები ყველას გვაწუხებს ფეფე

ის ბებერი მელა, საქართველოს დამღუპველი, თავის გამოზრდილ გველის წიწილ სააკაშვილტან ერთად, მტავარ მოედანზე უნდა დაკიდო მუსოლინივით თავდაყირა

0  
8 ფეფე   (31.03.2012 09:09) [Материал]
1920იან წლებშიც ასე დაიხია დასავლეთმა უკან და ხელი ვერ შეუშალა რუსეთის შემოჭრას სამხრეთ კავკასიაში.
ხშირად ისტორია მეორდება.

0  
9 არალე   (31.03.2012 09:11) [Материал]
ვეტანხმები ამ კომენტარს და ზუსტად მაგას ვამბობ, ზვიადმა იმის გაკეთება მოინდომა, რაც მის ძალებს აღემატებოდა!

დიდი დამსახურებაა აქვს საქარტველოს დამოუკიდებლობის საქმეში, ის ყბადაღებული აღიარებაც არავინ იცის სინამდვილეში როგორ და რატომ მისცა!
არასდროს დავიჯერებ, რომ ზვიადის გადაბირება შეეძლო უშიშროებას

0  
10 არალე   (31.03.2012 09:13) [Материал]
მძიმე და ურთიერთგამომრიცხავი მოვლენებით სავსე პერიოდი იყო, ყველას გაუჭირდებოდა თავის გართმევა.

0  
11 ფეფე   (31.03.2012 09:19) [Материал]
გიორგი ჭანტურია კი დააპატიმრა გამსახურდიამ მაგრამ მოკლა ვინ და რატომ?

0  
12 ფეფე   (31.03.2012 09:20) [Материал]
ხო ლონდა. 9 აპრილმა ხალხი უფრო გააქტიურა.

0  
13 ფეფე   (31.03.2012 09:23) [Материал]
ეგ არ უნდოდა რუსეთს ლონდა, არალე. ერთად შეკრული და გაერთიანებული საქართველო.

0  
14 არალე   (31.03.2012 09:25) [Материал]
რა დიდი დრო გავიდა ამ მოვლენების მერე და როგორ არის ქართველების მენტალიტეტი შეცვლილი

სულ სხვანაირი აღმაფრენა იყო, საერთო საქმისათვის თავგანწირვა, არ იყო ერი გათითოებული და საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტილი, ერთი ვიყავით ყველა

0  
15 ფეფე   (31.03.2012 09:26) [Материал]
ვიდეოზე (24. კომენტარზე) შენიშნეთ დღევანდელი ოტხჯვირანი დროშა? smile

1-15 16-30 31-45 ... 481-495 496-496
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  მარტი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025