საზოგადოებრივ საქმეთა
ინსტიტუტის დირექტორი, ფილოსოფოსი გიორგი მარგველაშვილი არათავისუფალ
გარემოში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების სერიოზულად განხილვას
არასწორად მიიჩნევს. მისი აზრით,
ბიძინა ივანიშვილის ასეთი სიმშვიდე, საკუთარი დღის წესრიგის
მიმართ ერთგულება და მოწინააღმდეგის თამაშის წესებზე არ გადასვლა
ადასტურებს იმას, რომ
ივანიშვილს საკუთარი გრაფიკი და პოლიტიკური
ნაბიჯები გათვლილი აქვს.
საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის, დავით საყვარელიძის
განცხადებით, მალაიზაიში დაკავებულ დარეჯან კოხტაშვილს, რომელსაც სიკვდილით
დასჯა ემუქრებოდა, 6- წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
საპარლამენტო უმრავლესობამ ბაღათურიას მოთხოვნა საგამოძიებო კომისიის
შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც პრეზიდენტის ოჯახის წევრების ქონებრივ
მდგომარეობას შეისწავლიდა, ჩააგდო. მიზეზად ისევ ცნობილი ნათქვამი
დასახელდა, რომ ოპოზიციის ამ ნაწილს მასკარადის გამართვა უნდა და ამას არ
დაუშვებენ.