ორი
მინისტრი პარლამენტში დაიბარეს, მაგრამ არ მივიდნენ. უმრავლესობას ეს არც
სწყენია. უფრო მეტიც, როდესაც ფრაქციამ „ერთობა სამართლიანობისთვის"
სამთავრობო საათის გამართვა და მერაბიშვილისა და ადეიშვილის დაბარება
მოითხოვა, უმრავლესობის ლიდერი მათ მოთხოვნას კატეგორიულად შეეწინააღმდეგა
და პარლამენტის თავმჯდომარეს ლამის უბრძანა, მათ მოთხოვნაზე უარი ეთქვა.