ოთხშაბათი, 18.06.2025, 08:10
დიდგორი

საიტის მენიუ
online

სულ ონლაინში: 5
სტუმარი: 5
მომხმარებელი: 0

ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » ნოემბერი » 20 » უგულავა, ბარამიძე და კოდუა შესაძლოა დააკავონ
08:14
უგულავა, ბარამიძე და კოდუა შესაძლოა დააკავონ
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავარი პროკურორის მიერ მედიაში გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
როგორც არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, იგი არ გამორიცხავს, რომ პროკურატურაში დაკითხვაზე შესაძლოა დაიბარონ გიგი უგულავა, გია ბარამიძე და ერეკლე კოდუა. თეა წულუკიანი მთავარი პროკურორის ამ განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ გამორიცხული არაფერია. "გვარების წინასწარ დასახელება კანონით აკრძალული არ არის და ყოველ ჩვენს მიერ გაკეთებულ განცხადებაში, მათ შორის მთავარი პროკურორის განცხადებაში, აღნიშნულია სიტყვა "შესაძლოა". თუ მტკიცებულებები შეგროვდა, ძალიან ბევრი ადამიანის წინაღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაიწყება",- განუცხადა "ივერონს" თეა წულუკიანმა.
ნანახია: 1714 | დაამატა: ტერი
სულ კომენტარები: 1711 2 3 ... 11 12 »
0
1 ტერი   (20.11.2012 08:25) [Материал]

0
2 ტერი   (20.11.2012 08:25) [Материал]

0
3 ფეფე   (20.11.2012 09:50) [Материал]

ტერის ახალი სმაილები დაუდვია. ძაან საყვარლებია.

0
4 ფეფე   (20.11.2012 10:05) [Материал]

საინტერესო თემაზე საუბრობენ.

0
5 ფეფე   (20.11.2012 10:11) [Материал]
ფილოსოფოსი მერაბ მამარდაშვილი საკმაოდ ცნობილია დასავლეთში.

გამსახრდიას და მის მომხრეებს კი შეეშალათ მასთან, ერის მტრად და მოღალატედ შსერაცხეს და კაცს გული გაუხეთქეს. ძნელია როცა უზომოდ გიყვარს შენი ქვეყანა და მოღალაზეს გიწოდებენ.

არ შეიძლება ასე. ადამიანს თუ შენგან განსხვავებული აზრი აქვს და ყველაფერში არ გეთანხმება ეგრევე ერის მტრად არ უნდა შერაცხო.

0
6 ფეფე   (20.11.2012 10:17) [Материал]

0
7 თაკო   (20.11.2012 10:28) [Материал]

0
8 ფეფე   (20.11.2012 11:04) [Материал]
თაკო გამარჯობა.
კი, გეთანხმები.
რა თქმა უნდა ყველას აზრს ვერ გაიზიარებენ, მაგრამ მოსმენა და სხვისი აზრის პატივისცემა უნდა ისწავლონ, როგორც უმრავლესობამ, ასევე უმცირესობამ და უბრალო ადამიანებმა.

0
9 ფეფე   (20.11.2012 11:07) [Материал]
გუგა კუზანოვი: "რაც მარხვა დაიწყო, საქალწულე აპკის აღდგენის ოპერაციების რიცხვმა იკლო"

ქართველი ქალი გემოვნებითა და თავის მოვლის სიყვარულით რომ გამოირჩევა, ახალი ამბავი არ არის. შეამჩნევდით, ალბათ, რომ ბოლო ხანს ბევრი ქალბატონი შეცვლილი გარეგნობით - ნაოპერაციები ცხვირითა და დაბერილი ტუჩებით დადის. თავდაპირველად ვიფიქრეთ, რომ პლასტიკური ოპერაციები გაიაფდა და ამიტომაც არის ყველასთვის ხელმისაწვდომი, მაგრამ როდესაც პლასტიკური ქირურგიის ოპერაციების ფასები შევიტყვეთ, ცხადი გახდა, რომ ასეთი ოპერაციები სულაც არ არის იაფი. მაგალითად, ცხვირის პლასტიკური ოპერაცია 2.500-3.000 ლარამდე ჯდება, მკერდის გადიდება-კორექცია - 5.000-დან 6.000 ლარამდე, ბარძაყის ლიპოსაქცია 400 ლარიდან იწყება, მუცლის ლიპოსაქცია 8.000 ლარამდე აღწევს. სახის გადაჭიმვის ოპერაციის საფასური 900 ლარიდან იწყება, ტუჩის გადიდების კი - 500 ლარიდან და ა.შ. ანუ, საკმაოდ სოლიდური თანხა სჭირდება ქალს იმისათვის, რომ უკეთ გამოიყურებოდეს. ყველაზე ხშირად რომელ პლასტიკურ ოპერაციას იკეთებენ ქართველი ქალბატონები და როგორ ახერხებენ ამ ყველაფერს, როდესაც ქვეყანაში უმუშევრობის პრობლემა მწვავედ დგას და მომუშავეთა ხელფასებიც დიდი არ არის? ამ და სხვა საინტერესო თემებზე პლასტიკური ქირურგი გუგა კუზანოვი გვესაუბრება:

0
10 ფეფე   (20.11.2012 11:10) [Материал]
- ბატონო გუგა, ჩანს, რომ საქართველოში პლასტიკური ოპერაციების გაკეთების მსურველთა რიცხვი გაიზარდა, არადა, ფასები მაინცდამაინც ხელმისაწვდომი არ არის...

- ნამდვილად ასეა. პირველ ადგილზე, როგორც ყოველთვის, ცხვირის პლასტიკური ოპერაცია დგას. სხვათა შორის, ანალოგიური მდგომარეობაა აზერბაიჯანსა და სომხეთში. ამ მხრივ სომხეთში დიდი პრობლემაა და იკეთებენ და იკეთებენ ცხვირის ოპერაციებს... შემდეგ მოდის მკერდის კორექცია-გადიდება. ბოლო ხანს ფრანგულ კომპანია "პი აი პის" მიმართ ატეხილი აჟიოტაჟის გამო მკერდის გადიდების მსურველთა რიცხვი შემცირდა, თუმცა ბოლო სამი კვირის განმავლობაში ასეთი ოპერაცია ბევრი გავაკეთეთ. შემდეგი არის ლიპოსაქცია, სხეულის კორექცია. ამ ოპერაციის მსურველების რიცხვი განსაკუთრებით ზაფხულის დასაწყისში მატულობს, რადგან ამ პერიოდში ქალი ნაკლებად არის შემოსილი და ცდილობს, ფორმაში იყოს. მართალია, საქართველოში ხალხს უჭირს, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, უმეტესობა არაფერს იკლებს. მაგალითად, თბილისში იმდენი ავტომობილია, რომ ქუჩებში უზარმაზარი საცობები ჩნდება. თითქმის ყველას ჰყავს ავტომობილი, უმრავლესობას კი - საკმაოდ ძვირფასი, თანაც ისეთი, ბევრი საწვავი რომ სჭირდება. საქართველოში კი საწვავი რა ძვირიც ღირს, კარგად მოგეხსენებათ. ევროპაში ასეთი მანქანებით უბრალო მოსახლეობა არ დადის, იქ უმეტესობა ცდილობს, ეკონომიური მანქანა შეიძინოს. თბილისში პარასკევს, შაბათს და კვირას რესტორანში შესვლა რომ მოგინდეს, ვერ მოახერხებ - გადაჭედილია... ასეთი ვითარებაა ჩვენს სფეროშიც. ზოგჯერ ისეთი ადამიანი მოგვაკითხავს, იფიქრებ, ეს რისი გადამხდელიაო, მაგრამ... არ ვიცი, ეს ხალხი ამდენს საიდან და როგორ ახერხებს.

- ფრანგული წარმოების "პი აი პი" ფირმის იმპლანტებთან დაკავშირებული აჟიოტაჟი ჩაწყნარდა?

- თუ ჩვენმა "გენიოსმა" პლასტიკურმა ქირურგებმა კვლავ არ გაააქტუალურეს ეს საკითხი - თითქოს საქართველოში ბევრია "პი აი პის" ფირმის იმპლანტი - აჟიოტაჟი ჯერჯერობით ჩაწყნარებულია. მიმაჩნია, რომ "პი აი პის" ჩაძირვა სურდათ სხვა მსგავს კომპანიებს და ამიტომაც ატეხეს აჟიოტაჟი. როგორც ვიცი, ეს ფრანგული კომპანია საკმაოდ კარგ პროდუქტს აწარმოებდა. ეს ხომ არ იყო ჩინური ან კორეული იმპლანტების პატენტი?

0
11 ფეფე   (20.11.2012 11:14) [Материал]
- თუ ჩვენმა "გენიოსმა" პლასტიკურმა ქირურგებმა კვლავ არ გაააქტუალურეს ეს საკითხი - თითქოს საქართველოში ბევრია "პი აი პის" ფირმის იმპლანტი - აჟიოტაჟი ჯერჯერობით ჩაწყნარებულია. მიმაჩნია, რომ "პი აი პის" ჩაძირვა სურდათ სხვა მსგავს კომპანიებს და ამიტომაც ატეხეს აჟიოტაჟი. როგორც ვიცი, ეს ფრანგული კომპანია საკმაოდ კარგ პროდუქტს აწარმოებდა. ეს ხომ არ იყო ჩინური ან კორეული იმპლანტების პატენტი?

ნახეთ რა... როგორ იტყუება ეს კაცი.
"პი აი პის" ფირმის სილიკონები ნამდვილად მომწამვლელი და საშიშია. რამდენიმე ქალი უკვე დაიღუპა ევროპაში. მათი ამოღების თანხებს დაზღვევა ფარავს, რადგან მაგ სილიკონებით ცხოვრება სახიფათოაო და ეს ამბობს ტყუილია, არ არის ეს იმპლანტატი ჯანმრთელობისთვის საშიშიო.
მოდი და ენდე ასეთ პლასტიკურ ქირურგებს.

0
12 ფეფე   (20.11.2012 11:18) [Материал]
- ხომ არ იცით, რა ბედი ეწია ამ კომპანიას?
- ყველა თანამშრომელი ციხეშია და ქარხანა არ მუშაობს. არადა, როდესაც 30 ათას ქალს უდებ მკერდში იმპლანტს, ხომ შეიძლება ერთ მათგანს სულ სხვა რამის გამო გაუჩნდეს სიმსივნე. ისეთი ქალებიც ავადდებიან სიმსივნით, იმპლანტი თვალით რომ არ უნახავთ...

(-შარლატანი! გაგიჟებულა საფრანგეთი აბა, ეს სილიკონები რომ აუკრძალავთ და Fირმის მუსაკები დაუპატიმრებია! ნეტავ ვინ ანდობს ასეთ "ექიმს" თავს?!)

- ვიცი, რომ საქალწულე აპკის აღდგენა არის ოპერაცია, რომლის გაკეთებაც ყველაზე მეტად არ მოგწონთ. ამ ოპერაციის გაკეთების მსურველთა რიცხვმა იკლო თუ იმატა?
- რაც მარხვა დაიწყო, ასეთი ოპერაცია არ გამიკეთებია. მარხვის პერიოდში გოგონები არ თხოვდებიან და ამ ოპერაციასაც არ იკეთებენ. მარხვა რომ დასრულდება, ალბათ, გვესტუმრებიან...

- ბოლო ხანს ბევრს ჰგონია, რომ ამ ოპერაციას აღარავინ იკეთებს - ე.წ. ქალწულობის ინსტიტუტი საქართველოში წარსულს ჩაბარდაო...
- სხვადასხვა გამოკითხვაში მამაკაცთა 90 პროცენტი კითხვაზე - ცოლად ქალწული გსურთ თუ არა? პასუხობს, რომ სხვასთან ნამყოფ ქალს ცოლად არ შეირთავს. რა ქნას საწყალმა ქალმა? იმისთვის იკეთებს ამ ოპერაციას, რომ გათხოვდეს, თორემ საქალწულე აპკის აღდგენა თვითონ ქალს არ სჭირდება. ჩვენ, პლასტიკურ ქირურგებს, მოგვწონს თუ არა, ამ ოპერაციის გაკეთება დიდი ხნის განმავლობაში კიდევ მოგვიწევს. ღმერთმა ქნას, ვცდებოდე. არადა, ყველამ იცის, რომ ამ ოპერაციის გაკეთება მძულს.

0
13 ფეფე   (20.11.2012 11:23) [Материал]
ინტერნეტში იური მეჩითოვის სკანდალური ფოტო გავრცელდა
"ფეისბუქზე" კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილის, ფოტოხელოვან იური მეჩითოვის სკანდალური ფოტო გავრცელდა. ფოტოზე მინისტრის მოადგილე სამ შიშველ ახალგაზრდასთან ერთად არის გამოსახული. მათ შორის ერთ-ერთი - ცნობილი მწერალი ერეკლე დეისაძეა.

”ამბები.გე” ერეკლე დეისაძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, ფოტო დაახლოებით 3 წლის წინ, მეჩითოვის სახელოსნოშია გადაღებული.

სურათს "ფეისბუქზე" დარეგისტრირებული გვერდი - "გადადგეს მეჩითოვი" ავრცელებს.

”ფეისბუქის” მომხმარებელთა ჯგუფი იური მეჩითოვის დაკავებული თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს. გვერდი "გადადგეს მეჩითოვი" მას შემდეგ შეიქმნა, რაც სოციალურ ქსელებში მეჩითოვის 5 წუთიანი ვიდეო გავრცელდა, სადაც მინისტრის მოადგილე ქართულ ეთნოსზე ქილიკობს.

0
14 ბიბი   (20.11.2012 11:24) [Материал]
გამარჯობა,დიანა და...სტუმრებო! smile

0
15 ფეფე   (20.11.2012 11:26) [Материал]
ერეკლე დეისაძე რა არასიმპატიური ვინმეა. უნდა რომ განსხვავებული იყოს, ამ დროს მაგარიუაზრო და ხელოვნურია.

1-15 16-30 31-45 ... 151-165 166-171
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  ნოემბერი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025