საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ მოკვლევა დაიწყო, - ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით ბაჩო ახალაია დღეს, 20:30 საათზდე უწყებაში დაკითხვაზეა დაბარებული.