online |

სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|
|
მთავარი » 2012 » ნოემბერი » 11
"ქართული ოცნების" გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი თბილისის
მერიაში სამართალდამცველების შესვლას არ გამორიცხავს, - ამის შესახებ მან
თბილისის მერიასთან განაცხადა, სადაც ე.წ. ყვითელი ავტობუსების მძღოლების
აქცია მიმდინარეობს.
|
დაძაბული საარჩევნო პერიოდის გავლის შემდეგ, არანაკლებ რთული პოლიტიკური
სიტუაცია სუფევს ქვეყანაში. ახალი მინისტრთა კაბინეტი, დაპირებები... ამ
ყველაფერს თითოეული ადამიანი თავისებურად აღიქვამს. დავინტერესდით, რას
ფიქრობს ემიგრაციიდან დაბრუნებული მოსახლეობა, რა მოლოდინებით ხვდებიან
ხელისუფლების ცვლილებას.
|
მთავრობა იძლევა გარანტიას, რომ ყველა სოციალურად დაუცველი პირი სრულად
მიიღებს იმ დახმარებას და კომპენსაციას, რომელიც მათთვის კანონმდებლობით
არის გათვალისწინებული. ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის საპარლამენტო
მდივანმა, შალვა თადუმაძემ განუცხადა. მისი თქმით, ეს მოხდება მერიისგან თუ ცენტრალური ბიუჯეტიდან, ამას მთავრობა გადაწყვეტს და მერიასაც აცნობებს.
|
მეტროპოლიტენის პროფკავშირები მეტროს თანამშრომლების გაფიცვას არ გამორიცხავს. როგორც
"ინტერპრესნიუსს" მეტროპოლიტენის პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილემ
გიორგი ხიტალიშვილმა განუცხადა, ისინი სოლიდარობას უცხადებენ ავტობუსების
გაფიცულ მძღოლებს.
|
სასჯელაღსრულების N17 დაწესებულებიდან არასამთავრობოების მიერ პოლიტპატიმრებად აღიარებული ამირან ქადაგიშვილი და თემურ ჟორჟოლიანი გათავისუფლდნენ, ხოლო მელორ ვაჩნაძე ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის გადაწყვეტილებას არ დათანხმდა. ამის შესახებ სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა.
|
|
|
|
|
|