პარასკევი, 20.06.2025, 07:25
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 10 » ქართული მხარის დელეგაცია ახალი შემადგენლობით ჟენევაში გაემგზავრა
08:02
ქართული მხარის დელეგაცია ახალი შემადგენლობით ჟენევაში გაემგზავრა
15:49 10-12-2012
რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ - 22-ე რაუნდზე გაემგზავრა.
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, დისკუსიების ფარგლებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე მეორე სამუშაო ჯგუფის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. 
ჯგუფის შეხვედრაზე განხილული იქნება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების, იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნების, ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზებზე თავისუფლად გადაადგილების საკითხები და სხვა ჰუმანიტარული საჭიროებანი. 
ქეთევან ციხელაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოს ახალი მთავრობა, რომელიც ჟენევის დისკუსიებში პირველად მიიღებს მონაწილეობას ახალი შემადგენლობით, მნიშვნელოვნად მიიჩნევს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში შექმნილ ჟენევის დისკუსიების არსებულ ფორმატს და მზად არის, ხელი შეუწყოს მისი მუშაობის არა მხოლოდ გაგრძელებას, არამედ გააქტიურებას. 
"იმედი გვაქვს, რომ უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ საკითხებთან მიმართებაში შევძლებთ გარკვეული პრაქტიკული ნაბიჯების სამუშაო რეჟიმში განხილვას, რაც ჟენევის პროცესს პოზიტიურ დინამიკას შესძენს. დღეს ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა. სწორედ ადამიანის უფლებები, ჰუმანური და ჰუმანიტარული განზომილებები უნდა იყოს ამოსავალი წერტილი. ადამიანის ძირითადი უფლებები და საჭიროებები არ უნდა დაზარალდეს რთული პოლიტიკური პროცესების მიმდინარეობის ფონზე", - აცხადებს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე.
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ერთად, ჟენევის დისკუსიებში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს საგარეო საქმეთა, იუსტიციის, შინაგან საქმეთა სამინისტროებისა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ლეგიტიმური მთავრობების წარმომადგენლები. სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ დაადასტურა განცხადებები სახელმწიფო მინისტრის აპარატის დასახელების შეცვლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს ცვლილება აპარატის საქმიანობის ეფექტურად წარმართვას შეუწყობს ხელს.
ჟენევის დისკუსიების 22-ე რაუნდი 11-12 დეკემბერსაა დაგეგმილი.
ნანახია: 866 | დაამატა: ტერი
სულ კომენტარები: 1521 2 3 ... 10 11 »
0  
1 ბიბი   (10.12.2012 11:22) [Материал]


http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=vazKQZKFEkE

0  
2 ბიბი   (10.12.2012 11:24) [Материал]
მოგესალმებით wacko

0  
3 ბიბი   (10.12.2012 11:25) [Материал]
სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 1
ბიბი

0  
4 ბიბი   (10.12.2012 12:06) [Материал]
სასჯელაღსრულების N9 დაწესებულებაში, ე.წ. მატროსოვის ციხეში გუშინ ინციდენტი მოხდა.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ინციდენტი დაწესებულებაში ერთ სართულზე მოთავსებულ ბაჩო ახალაიასა და ირაკლი ოქრუაშვილს შორის მოხდა.
კერძოდ, ირაკლი ოქრუაშვილმა ბაჩო ახალაიას საკნიდან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
მოგვიანებით, ბადრაგებმა სიტუაციის დარეგულირება შეძლეს.

0  
5 ქაჯანა   (10.12.2012 12:20) [Материал]
ჰააჰაჰა აგინეს ბიჭებმა ერთმანეთს?? biggrin
ეს ორუაშივლიც კაი კელაპტარა ვინმეაა biggrin

0  
6 ბიბი   (10.12.2012 12:56) [Материал]
აგინეს და მერე როგორ! biggrin biggrin biggrin biggrin ბადრაგი ჩაერია, რომ ''გაეშველებინათ'', ძლივს დაადუმეს! biggrin biggrin biggrin არა უშავს, კარგია განტვირთვისთვის, თორემ იმდენი ბოღმა და ენერგია ექნებოდა ბაჩოს დაგროვილი, რომ ციხეს ''ააფეთქებდა'' biggrin biggrin biggrin

0  
7 ბიბი   (10.12.2012 12:59) [Материал]
ნეტა, კიდევ დადიან , ბაჩოს სანახავდ მისი გულშემატკივარი პარლამენტარები? biggrin biggrin biggrin

0  
8 ლონდა   (10.12.2012 14:29) [Материал]
რა კარგი ბავშვია ეს ლევან ლორთქიფანიძე , შალვას სუბიექტურშია თანაწამყვანი

სალამი დიდგორს :*

0  
9 ლონდა   (10.12.2012 14:30) [Материал]
იიიშ, როგორ მინდა ერთი მაგრად დაჟეჟოს ირაკლიმ biggrin

0  
10 ეფემია   (10.12.2012 14:40) [Материал]
"ჯაშუში" ფოტოგრაფების ნამუშევრები პარლამენტში გამოიფინა

http://news.ge/ge....moifina

0  
11 ეფემია   (10.12.2012 14:40) [Материал]
გამარჯობათ ლონდა, ჩატბერ. :***

0  
12 ეფემია   (10.12.2012 14:41) [Материал]
10 დეკემბერი 16:40
2652

“no pictures-no democracy”, - ამგვარი სახელწოდებით პარლამენტში, ჯაშუშობაში ბრალდებული ქართველი ფოტოგრაფების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. გია აბდალაძის, ირაკლი გედენიძის, ნათია გედენიძისა და ზურაბ ქურციკიძის ნამუშევრების წარმოდგენა პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.

ერთ-ერთი ფოტოგრაფის ირაკლი გედენიძის თქმით, 2007 წლის 7 ნოემბრისა და გასული წლის 26 მაისის აქციების ამსახველი კადრებით ფოტოგრაფები შეეცადნენ მომხდარი საზოგადოებისა და აღნიშნულ მოვლენებში დამნაშავე პირებისათვის კიდევ ერთხელ გაეხსენებინათ.

„გამოფენილი ფოტოები იმ რეალობას ასახავს, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა. ე.წ. „ჯაშუშ ფოტოგრაფებს“ როდესაც შემოგვთავაზეს გამოფენის გაკეთება, დავთანხმდით, რადგან საინტერესო წინადადება იყო. ჩვენი სურვილია ამგვარი დღეები აღარ განმეორდეს საქართველოში,“ - ამბობს ირაკლი გედენიძე.

„no pictures-no democracy“, - ამ სახელწოდებით გამოფენა მიმდინარე წლის 7 ნოემბერს თბილისში გაიმართა, რომელსაც ქვეყნის პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა. ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში გამოფენის მოწყობის შეთავაზება ფოტოგრაფებმა პრემიერისგან მიიღეს.

პარლამენტის ფოიეში გამოფენა რამდენიმე დღეს დარჩება. ხოლო ამის შემდეგ ორგანიზატორი (იბერია ნიუ -იორკ თაიმსი) ფოტოების გატანას საზღვარგარეთ გეგმავს.

0  
13 ეფემია   (10.12.2012 14:46) [Материал]
ძალიან კარგი იქნება. უნდა გაიტანონ საზღვარგარეთ ეგ დასისხლიანებული სახეები და სახეზე ააფარონ დასავლეთის პოლიტიკოსებს სააკაშვილს დემოკრატიის სუქურად რომ ხატავენ.

0  
14 ეფემია   (10.12.2012 15:14) [Материал]
ანატონიას ვუყურებ. ძალიან შემეცოდა ის კაცი "ტერორისტად" რომ გამოიყვანეს. ალბათ როგორ აწამეს.

0  
15 ეფემია   (10.12.2012 15:23) [Материал]
ყველაფერი უნდა გამოიძიონ, ყველაფერი.

1-15 16-30 31-45 ... 136-150 151-152
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  დეკემბერი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025