online |

სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|
|
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 30
20 ქართული კომპანია რუსეთში საკუთარი პროდუქციის ექსპორტისთვის ემზადება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "საქართველო-რუსეთის ეკონომიკური თანამშრომლობის
ცენტრიდან" აცნობეს, ამ თემაზე ღვინისა და მინერალური წყლების მწარმოებელი
20-ზე მეტი ქართული კომპანია ხვალ დაგეგმილ კონფერენციაზე იმსჯელებს.
|
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის
განცხადებით, მთელი საქართველოს მასშტაბით პოლიციაში საგანგებო
მდგომარეობა უნდა გამოცხადდეს, ვინაიდან ამნისტიის შედეგად ათასობით
დამნაშავე გარეთ გამოდის და ეს ყველაფერი პოლიციამ უნდა გააკონტროლოს. ამის
შესახებ პრეზიდენტმა გარდაბნის რაონში სოფელ ჯანდარაში მამედოვების
ოჯახთან სტუმრობისას განაცხადა.
|
ჟურნალ "ლიბერალის" რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი განათლების სამინისტროს
ახალი ინიციატივით ინტერესდება. ინიციატივის თანახმად, მომავალი წლიდან
სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში, 14 სპეციალობაზე სწავლა უფასო იქნება.
|
ავღანელი ოფიციალური პირების ცნობით, ქართველი ჯარისკაცი გიორგი კიკაძე,
რომელიც გუშინ გარდაცვლილი იპოვეს ჰელმანდის პროვინციაში მდებარე მუსა
ყალის რაიონში, ტყვიებით იყო დაცხრილული და ცარიელ შენობაში დატოვებული.
გიორგი კიკაძე 19 დეკემბრიდან დაკარგულად ითვლებოდა.
|
 მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ამნისტიის კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
და პრემიერ-მინისტრმა პარლამენტს პრეზიდენტის უფლებამოსილებასთან
დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივით მიმართა,
ანალიტიკოსთა წრეებში დაიწყეს ფიქრი იმაზე, თუ რამდენად შესაძლებელია
ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი შეიქმნას, დგას თუ არა ქვეყანა რეალურად
პოლიტიკური კრიზისის წინაშე, რამდენადაა ქვეყნის პრეზიდენტის ინტერესში
პოლიტიკური კრიზისის გამოწვევა და რას მოუტანს ეს ხელისუფლებას და
ქვეყანას.
|
|
|
|
|
|