ახალი წლიდან უალკოჰოლო სასმელები შესაძლოა, გაძვირდეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ეკონომიკური საკითხების ექსპერტმა , ირაკლი ლექვინაძემ განუცხადა, 2013 წლის 1-ელი იანვრიდან არაალკოჰოლური სასმელები, მათ შორის მინერალური და მტკნარი წყლები მატერიალური ან არამატერიალური ფორმით სავალდებულო მარკირებას დაექვემდებარება.