ხუთშაბათი, 19.06.2025, 09:50
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » ნოემბერი » 20 » ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში დაბრუნდა
03:32
ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში დაბრუნდა


ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში დღეს დილით დაბრუნდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ქართული პარტიის" პრესსამსახურიდან აცნობეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგია (მოსამართლე ხათუნა ხარჩილავა) დღეს 16:00 სააათზე განიხილავს ირაკლი ოქრუაშვილის სისხლის სამართლის საქმეს და ოქრუაშვილი დაბრუნდა, რათა წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე და აღნიშნულ სხდომას დაესწროს. 
"იგი აცნობიერებს, რომ, დღევანდელი პროცესის შედეგის მიუხედავად უნდა დარჩეს პატიმრობაში. ირაკლი ოქრუაშვილი მზადაა, საქართველოში დაბრუნებულმა, საპატიმროდან გააგრძელოს თავისი სიმართლისთვის ბრძოლა, გაასაჩივროს მის მიმართ დამდგარი უკანონო განაჩენი და სხვა ნებისმიერი ქმედება და დაამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა, რის იმედსაც აძლევს ქვეყანაში მომხდარი ცვლილებები", - აცხადებენ პრესსამსახურში. 
ირაკლი ოქრუაშვილს, 2008 წლის 28 მარტის განაჩენით, მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა 11 წლის ვადით. 
ამასთან, დღესვე, 13.00 საათზე ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატები პრესკონფერენციას გამართავენ.

ნანახია: 750 | დაამატა: ლონდა
სულ კომენტარები: 8
+2  
1 არალე   (20.11.2012 07:48) [Материал]
ძალიან კარგი, უფრო ადრეც უნდა გაეკეთებინა ეს!
უამრავ ინფორმაციას ფლობს და იმედია სამართალდამცავი ორგანოები მას აქტიურად გამოიყენებენ სხვა ბობოლა დამნაშავეების წინააღმდეგ საქმეების აღსაძვრელად.

დღე მშვიდობისა დიდგორს!

+3  
2 არალე   (20.11.2012 07:55) [Материал]
ამ უმცირესობის თავხედობას საზღვარი არ აქვს, იმის მაგივრად, რომ ჩაკვდნენ თავისთვის და უფრო მეტად არ გააღიზიანონ საზოგადოება, ყოფნით ტავხედობა , გამოვიდნენ და ხმამაღლა ილაპარაკონ, მკვლელი ბანდიტები ესენი angry

ბარამოძეს არ მოეწონა კბილაშვილის გამოსვლა და უდანაშაულობის პრეზუმციაზე ალაპარაკდა.
ყელამდე არიან გასვრილი სისხლში და სიბინძურეში angry angry

ბარამიძე

0  
3 არალე   (20.11.2012 08:04) [Материал]
ირაკლი ოქრუაშვილის პროცესი ამ წუთებში იწყება.
უკანონო ფორმირების შექმნას და მის ხელმძღვანელობას ედავებიან, შეიძლება სხდომა გადაიდოს, რადგან კარგად არ იცნბენ საქმეს.
კიდევ ერთი საქმე ქრთამის აღებაზე, რომელზედაც 11 წელი აქვს მისჯილი დაუსწრებლად, სააპელაციოში გადავა.

ნებისამიერი გადაწყვეტილების შემთხვევაში ოქრუაშვილი საპატიმროშ დარჩება.

0  
4 ტერი   (20.11.2012 08:12) [Материал]
ირაკლი ოქრუაშვილი საპროცესო გარიგებაზე წასვლას არ აპირებს

13:58 20-11-2012

ირაკლი ოქრუაშვილი არავითარ საპროცესი გარიგებაზე წასვლას არ აპირებს, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ განაცხადა. მისი თქმით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის საქართველოში ჩამოსვლით ოქრუაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენის გასაჩივრების შესაძლებლობა გაჩნდა.
"საპროცესო გარიგებაზე წასვლა რომ ყოფილიყო მიზანი და ამ გზით გათავისუფლება, ის უბრალოდ არ ჩამოვიდოდა და დაველოდებოდით იმ სამართლებრივ მექანიზმებს, რომლებიც ძველი საქმეების გადასინჯვას გულისხმობს. ირაკლიმ გადაწყვიტა, რომ მისი ფიზიკურად შემოსვლა საქართველოში აჩენდა ერთადერთ შანსს, რადგან სხვა ყველა სამართლებრივი შესაძლებლობა გაშვებული იყო ხელიდან. განაჩენი იყო დაუსწრებლად გამოტანილი და მისი ჩამოსვლათ გასაჩივრების შესაძლებლობა იყო. ირაკლი ჩამოვიდა, ჩაჯდა ციხეში და ელოდება სამართლიან სასამართლოს", - განაცხადა კორძაძემ.
ადვოკატების თქმითვე, ირაკლი ოქრუაშვილი მის მიმართ გამოტანილ განაჩენს 11-წლიან პატიმრობასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოში დღეს გაასაჩივრებს.

0  
5 ბიბი   (20.11.2012 11:14) [Материал]
როგორც მახსოვს, მას შეუკვეთა მიშამ ჟვანიას მკვლელობა(?) თუ პატარკაცაშვილის(?) რაღაც ასე მახსოვს... ისე არც ეგ არის ''მამა აბრამის ბატკანი'', მაგრამ საინტერესო მასალებით მდიდარი სუბიექტია, თანაც მისგან ყველა გზა პრეზომდე მივა!
angry
...რაღაც ცუდი წინათგრძნობა მაქვს!... ძალიან ცუდია, ამდენი დაჭერები, sad მაგრამ ვერაფერს იტყვი, სამართალი უნდა აღდგეს! angry ნეტა, რაღაც საერთაშორისო ორგანიზაციები ჩაერივნენ, რომ კითხვები აღარაფერი დარჩეს! angry
მე , აბსოლუტურად ვენდობი კბილაშვილ-წულუკიანის სამართალს, მაგრამ ოპოზიციის დემაგოგიური განცხადებებით ხალხის ტვინის გამორეცხვას მინდა, რომ ბოლო მოეღოს! angry

0  
6 ლონდა   (20.11.2012 12:13) [Материал]
ჟვანიასი არა.. პატარკაციშვილის მკვლელობა შეუკვეთა

სალამი ბიბი :*

0  
7 ლერა   (20.11.2012 13:47) [Материал]
ეხლა ეს ოქრუა ნუ გამოვა მამა აბრამის ბატკანი. ნეტა რა აქვს განზრახული???

0  
8 ლერა   (20.11.2012 14:00) [Материал]
თუმცა მაინც კარგია, რომ ჩამოვიდა....

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  ნოემბერი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025